ორიგინალი
"საქართველო ევროპაა! გამარჯვებამდე!" - თბილისში ხალხი კვლავ გამოვიდა ხელისუფლების წინააღმდეგ
რადიო თავისუფლება·19:48

"საქართველო ევროპაა! გამარჯვებამდე!" - თბილისში ხალხი კვლავ გამოვიდა ხელისუფლების წინააღმდეგ

28 ნოემბერი, 2026 · 19:48

მოკლედ

ევროინტეგრაციაზე მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ განაცხადისა და საქართველოში საპროტესტო აქციების უპრეცედენტო სისასტიკის დარბევიდან ორი წლის შემდეგ, თბილისში კვლავ აქცია იმართება.აქციის მონაწილეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან და ავლაბრის მეტროდან ორ ნაკადად მიდიან თავისუფლების მოედნისკენ. ორბელიანის მოედნიდან უერთდება დემონსტრაციას ახლად დაფუძნებული სოციალ-დემოკრატიული პარტია და მათი მხარდამჭერები.

აქცია ნაწილია ორწლიანი უწყვეტი პროტესტისა, რომლის დროსაც იმართება ყოველდღიური აქციები თბილისში, პარლამენტის წინ და სხვა ქალაქებში ადმინისტრაციულ შენობებთან, მარშები და სხვა აქტივობები.

"დღეს, როგორც არასდროს, ნათელია - საქართველო ივანიშვილის გარეშე ნიშნავს, ევროპული მომავლის დაბრუნებას, კეთილდღეობის დაბრუნებას, უსაფრთხოების დაბრუნებას, სამართლიანობის დაბრუნებას.

უკვე ორი წელია, თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ხალხი რეჟიმის მიერ ადამიანების სისტემურ წამებას, ღირსების შემლახავ მოპყრობასა და მათ მძევლად აყვანას უწყვეტი, მტკიცე ბრძოლითა და ერთმანეთის მიმართ სოლიდარობით პასუხობს", - ესაა აქციის ორგანიზებაში ჩართული ოპოზიციური პარტიების ერთიანი პოზიცია. აქცია თავის მხრივ არის გაგრძელება კამპანიისა "საქართველო იმსახურებს უკეთესს", რომელიც ოპოზიციურმა ალიანსმა 2026 წლის შემოდგომაზე დაიწყო.

2024 წლის 28 ნოემბრის გარდამტეხი განცხადების შემდეგ, საქართველოში უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, ადამიანის უფლებებმა და დემოკრატიამ მკვეთრი და სწრაფი უკუსვლა განიცადა - ევროკავშირთან გართულებული ურთიერთობისა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაწყვეტილი სტრატეგიული პარტნიორობის შემდეგ რუსეთთან დაახლოების პროცესი უფრო თვალსაჩინო გახდა. ამ პერიოდში აღდგა პირდაპირი ფრენები მოსკოვთან და ფაქტობრივად განახლდა ომის შემდეგ შეწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობები.

"ამავე დროს, ადამიანებს ცხოვრება კიდევ უფრო გაუძვირდათ. ყოველდღიურად გვიწევს ფიქრი, როგორ შევიძინოთ საკვები და წამლები, როგორ გადავიხადოთ გადასახადები და როგორ უზრუნველვყოთ ჩვენი ოჯახები. ბევრი თანამოქალაქე კვლავ იძულებულია, უკეთესი ცხოვრების საძიებლად ქვეყანა და ოჯახი დატოვოს.

ხელისუფლება, რომელიც ამ პრობლემების მოგვარებაზე უნდა ზრუნავდეს, ადამიანებს ერთმანეთთან აპირისპირებს და საკუთარ გასაჭირთან მარტო ტოვებს. ქვეყანა კი დაპირისპირებასა და ქაოსში შეჰყავს.მაგრამ ამ ორმა წელმა სხვა რამეც დაგვანახვა: ერთმანეთის იმედი გვაქვს. განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, საერთო სურვილი გვაერთიანებს - ვიცხოვროთ თავისუფალ და სამართლიან ქვეყანაში, სადაც შრომა ფასდება, ახალგაზრდებს განვითარების შესაძლებლობა აქვთ და არც ერთი ადამიანი საკუთარ პრობლემებთან მარტო არ არის. სახელმწიფო, სადაც მთავარი ფასეულობა ადამიანია" - ნათქვამია აქციის ანონსის ტექსტში.

28 ნოემბრის საპროტესტო აქციის საბოლოო დანიშნულების ადგილი თავისუფლების მოედანია, სადაც შეკრებულებს პოლიტიკოსები სიტყვით მიმართავენ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: radiotavisupleba.ge
  1. მთავარი
  2. რადიო თავისუფლება
  3. "საქართველო ევროპაა! გამარჯვებამდე!" - თბილისში ხალხი კვლავ გამოვიდა ხელისუფლების წინააღმდეგ

თემა: თბილისში

ამ თემას 28 ქართული წყარო აშუქებს — სულ 197 სტატია.

  • სპორტოლი·17:40
    თბილისში ევროპული სტანდარტების საკალათბურთო აკადემიამ მიღება დაიწყო
  • ფორმულა·15:25
    მიტროპოლიტი აბრაამი თბილისში ჩამოასვენეს
  • სივილ ჯორჯია·15:21
    ცხინვალი აცხადებს, რომ ჯაშუშობის ბრალდებით თბილისის მიერ დაკავებულ ახალგორელს 11 წლით პატიმრობა მიესაჯა
  • ნიუპოსტი·14:32
    თბილისში დღეს, საპროტესტო მსვლელობა და აქცია გაიმართება
თბილისშიხელისუფლების

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რადიო თავისუფლება·19:00

ხორვატიამ გერმანიას არ გადასცა "ჩრდილოეთის ნაკადების" აფეთქებაში ბრალდებული უკრაინელი

ხორვატიამ გერმანიას არ გადასცა "ჩრდილოეთის ნაკადების" აფეთქებაში ბრალდებული უკრაინელი
რადიო თავისუფლება·17:58

ახალგორის რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელი დააკავეს

ახალგორის რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელი დააკავეს
რადიო თავისუფლება·17:50

უკრაინის დრონებმა კვლავ შეუტიეს საწარმოებს როსტოვის ოლქში

უკრაინის დრონებმა კვლავ შეუტიეს საწარმოებს როსტოვის ოლქში
რადიო თავისუფლება·17:11

საქართველოს ნაცვლად ტიმბავატის ნაკრძალში - როგორ "გადაუხვიეს გზიდან" ბაობაბებმა

საქართველოს ნაცვლად ტიმბავატის ნაკრძალში - როგორ "გადაუხვიეს გზიდან" ბაობაბებმა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.