მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

როგორ იქცა საქართველო კრიპტო სამოთხედ და რუსეთისთვის ფინანსური სანქციების გვერდის ავლის დერეფნად? - გერმანიის საზოგადოებრვიმა მაუწყებელმა ამ თემაზე მასშტაბური ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა. 45- წუთიან ფილმში საქართველო ფიგურირებს, როგორც კრიპტო-მაინინგის საკვანძო ჰაბი და ტრანზიტული რუხი ზონა.

ამის მიღმა გერმანელმა ჟურნალისტებმაც ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ინტერესები და მთავრობის ლობიზმი დაინახეს.

გერმანელი ჟურნალისტი საქართველოში პირადად ჩამოვიდა და ადგილზე ნახა, თუ როგორ მუშაობს მკაცრად დაცული კრიპტო-ქარხნები.

ამასთან, გერმანული ჟურნალისტები შეხვდნენ ამ ბიზნესში ჩართულ პირებსაც, რომლებიც ღიად ამბობენ, რომ ბიტკოინებს ძალიან იაფ ელექტროენერგიაზე მოიპოვებენ.

ვინ დგას სინამდვილეში გლდანის ინდუსტრიული ზონის მიღმა - “პირველებმა“ მოიპოვა დოკუმენტი - საერთაშორისო კომპანია ბიტფურის აუდიტის სამსახურის მიერ 2025 წლის მარტში მომზადებული დასკვნა, რომელსაც ხელს გიორგი კიკვაძე აწერს. ირკვევა, რომ კიკვაძე, რომელიც ამჟამად ბიტფურის პრეზიდენტის პოსტს იკავებს, ამავდროულად ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. ეს დოკუმენტი კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ კრიპტო მაინინგით შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილია დაკავებული.

დეტალები ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფინანსურ პოლიციას დღეს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება - ვინ შეცვლის ლევან ხარაბაძეს

ფინანსურ პოლიციას დღეს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება - ვინ შეცვლის ლევან ხარაბაძეს

ტვ პირველი

"პირველების" ინფორმაციით, ჯარის ძარცვის საქმეზე ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმებას უფორმებენ

"პირველების" ინფორმაციით, ჯარის ძარცვის საქმეზე ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმებას უფორმებენ

ტვ პირველი

ვის ხელშია თბილისის გაზი, შუქი, ტრანსპორტი და მილიონზე მეტი აბონენტის მონაცემები? - TI-ის კვლევა

ვის ხელშია თბილისის გაზი, შუქი, ტრანსპორტი და მილიონზე მეტი აბონენტის მონაცემები? - TI-ის კვლევა

ტვ პირველი

ირანის ელჩი აშშ-ის სანქციების დაცვაზე: საქართველო ირანელი ტურისტებისთვის ერთ-ერთი არჩევანი იყო, თუმცა არა ერთადერთი

ირანის ელჩი აშშ-ის სანქციების დაცვაზე: საქართველო ირანელი ტურისტებისთვის ერთ-ერთი არჩევანი იყო, თუმცა არა ერთადერთი

ტვ პირველი