
გულის ამრევია “ქართული ოცნება”, ბოლომდე! - ნიკოლოზ რაჭველი ივანიშვილის გუნდს კიევიდან პასუხობს
გულის ამრევია “ქართული ოცნება”, ბოლომდე! - ასე პასუხობს ნიკოლოზ რაჭველი "ოცნების" წარმომადგენლის, ირაკლი კირცხალიას განცხადებას, რომელმაც გუშინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ "2008 წლის ომის შემდეგ ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიც არიან „სუხიშვილები“, ნიკოლოზ რაჭველი და პაატა ბურჭულაძე, რუსეთში საქმიანობაზე უარს არ ამბობდნენ, თუმცა 2022 წლის შემდეგ მკვეთრად ანტირუსული პოზიციით გამოირჩევიან".
ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი ამჟამად კიევში იმყოფება, სადაც დღეს რეპეტიცია აქვს ორკესტრთან ერთად. ნიკოლოზ რაჭველის თქმით, მისი ჩასვლიდან მელევე უკრაინაზე რუსეთის აგრესიულ შტურმი განხორციელდა და თავშესაფარში გადასვლა მოუწია.
ჰოდა, ახლა მითხარით, ეს ვიღაც კვირცხალია (მგონი, სწორად მახსოვს მისი გვარი), მზადაა ამ რეალობას გაუძლოს იმისთვის, რომ ხვალ სიკეთე გააკეთოს?- წერს ნიკოლოზ რაჭველი.
“ამ საღამოს ლვოვიდან ჩამოვედი კიევში, რადგან ხვალ რეპეტიცია მაქვს ორკესტრთან, ვამზადებთ ერთდროულად ორ საფესტივალო პროგრამას. შემოვდგი თუ არა ბინაში ფეხი განგაში გამოცხადდა და ბალისტიკური რაკეტები გარშემო ჩამოვარდნენ… გავიქეცი თავშესაფარში… მერე შინ დავბრუნდი, რადგან სანოტო მასალა ხვალამდე უნდა მოვაწესრიგო… ცოტა ხანი სიმშვიდეა, თუმცა გამთენიისას ისევ ველოდებით რუსეთის აგრესიულ შტურმს… მე კი ვემზადები რეპეტიციისთვის… ჰოდა, ახლა მითხარით, ეს ვიღაც კვირცხალია (მგონი, სწორად მახსოვს მისი გვარი), მზადაა ამ რეალობას გაუძლოს იმისთვის, რომ ხვალ სიკეთე გააკეთოს? გულის ამრევია “ქართული ოცნება”, ბოლომდე! მე კი გპირდებით, რომ უკრაინელი ხალხის კვალდაკვალ ქართულ ხელოვნებას კიდევ უფრო მეტად შევაყვარებ ჩვენი დროის ჭეშმარიტ გმირებს! მე ვიპოვე ჩემი მისია!. პუტინის სისხლიან რეჟიმს დედა თუ არ მ…ბა, მე უარს ვიტყვი ღვთის მიერ მონიჭებულ სიცოცხლისა და ბედნიერების უფლებაზე, ვინაიდან სამართალი ყველაზე მაღალი ღირებულებაა და უპირველესად გიორგი ანწუხელიძის სული იმსახურებს ამას!” - წერს ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში წუხელ გამოქვეყნებულ პოსტში.
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge