
ღარიბაშვილი ჩემი მეგობარია და არ დავტოვებ, მე ვებრძვი პირადად კობახიძეს - ირმა ინაშვილი
ირმა ინაშვილი, რომელიც ექს პრემიერი მიერ გავრცელებულ წერილში ფიგურირებს, ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მისი მეგობარია და ის მას არასდროს მიატოვებს.
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის თქმით, ერთადერთი ადამიანი, ვისაც ის ებრძვის, ირაკლი კობახიძეა.
ირმა ინაშვილის თქმით, წერილის შეფასებას ამ ეტაპზე ვერ გააკეთებს და დაელოდება მის ვრცელ წერილს, რომლის გამოქვეყნებაც ექსპრემიერმა ხვალისთვის დააანონსა.
ღარიბაშვილი ჩემი მეგობარია და მე მეგობრებზე უარს არასდროს ვამბობ, ანუ, დღესაც ჩემი მეგობარია, არასდროს დამიტოვებია არცერთი ჩემი მეგობარი და არც ღარიბაშვილს არ დავტოვებ, მე ვამხელ და ვებრძვი პირადად კობახიძეს, და ისევ ვამბობ, რომ კობახიძე არის ცრუ მაბეზღარა, ცილისმწამებელი, საბჭოთა დასმენების კანონების ავტორი და ქართული პოლიტიკის დამაზიანებელი. ადამიანი, რომელმაც დათესა ქვეყანაში უზარმაზარი ზიზღი და აგრესია, არამარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც. მე კობახიძეს ვამხელ არა იმიტომ, რომ ვინმე დავაზიანო, ან რაიმე პროცესი დავაზიანო. კობახიძე უნდა წავიდეს, რომ ჩვენ ქვეყანასი ბოლოს და ბოლოს დაისადგუროს სიმშვიდემ. რაც შეეეხება ღარიბასვილის დღევანდელ კომენტარს, მე მის ხვალინდელ წერილს დაველოდები და მერე ვისაუბროთ, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელით მიიღო ახალი წერილი, სადაც მას კორუფციის ახალი საქმის თავის თავზე აღებას სთხოვენ. ღარიბაშვილი მეტი დეტალის გავრცელებას ხვალ გეგმავს.
ამავე თემაზე:
ღარიბაშვილის წერილი: ჩემს ოჯახზე პასუხისმგებლობა ივანიშვილს ეკისრება ღარიბაშვილი ასაჯაროებს წერილს, რომელიც ივანიშვილის სახელით გაუგზავნეს
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge