მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. გახარიას პარტია კობახიძისგან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე განმარტებას ითხოვს
გახარიას პარტია კობახიძისგან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე განმარტებას ითხოვს

გახარიას პარტია კობახიძისგან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე განმარტებას ითხოვს

ფორმულა|formulanews.ge

საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „გახარია — საქართველოსთვის“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისგან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანის საკითხზე პასუხებს ითხოვს. პარტიის წევრმა, შალვა კერესელიძემ მთავრობის მეთაურს ოფიციალური სადეპუტატო კითხვით უკვე მიმართა.

ოპოზიციური გუნდი ითხოვს დეტალურ ინფორმაციას იმისა შესახებ, თუ რა სამართლებრივი საფუძვლით და პროცედურების დაცვით განხორციელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საწვავის მიწოდება. კერძოდ, პარტიას აინტერესებს საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობის ასლი, იმ ბიზნესსუბიექტების ჩამონათვალი, რომლებმაც ეს ოპერაცია განახორციელეს, და „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონით განსაზღვრული კონკრეტული მიზნები.

გარდა ამისა, სადეპუტატო შეკითხვაში მოთხოვნილია ზუსტი მონაცემები მიწოდებული საწვავის რაოდენობის, პერიოდისა და საბოლოო დანიშნულების შესახებ. გახარიას გუნდი ასევე ითხოვს განმარტებას, თუ რა მარშრუტითა და პროცედურებით შევიდა ტვირთი აფხაზეთში და არსებობდა თუ არა მთავრობისადმი წინასწარი ოფიციალური თხოვნა ან მომართვა.

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სადეპუტატო კითხვაზე საპასუხოდ 20-დღიანი ვადა აქვს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 181 სტატია.

  • ირაკლი კობახიძე: ვხედავთ, რომ „დიფ სთეითი“ რუსოფობიურ კამპანიას საგანგებო ყურადღებას უთმობს, ჩვენც საგანგებო ყურადღება უნდა დავუთმოთ და საზოგადოებას სრული ინფორმაცია მივაწოდოთიმედი
  • კობახიძის თქმით, გეორგიევსკის ტრაქტატმა ქვეყნის გადარჩენაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულანეტგაზეთი
  • მნიშვნელოვანია აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთს შორის სტრატეგიული კავშირების მეტად განმტკიცება - ირაკლი კობახიძეBM.GE
  • ირაკლი კობახიძე - ​დღეს პატივს მივაგებთ შინდისის გმირებს, მათ ხსოვნას, მათი გმირობა არის ნამდვილად გამორჩეული და განსაკუთრებულირუსთავი 2
კობახიძე →აფხაზეთის →

მსგავსი სტატიები

GCCA: ფუდ გალერი ჯორჯიას მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დავუდგინეთ

GCCA: ფუდ გალერი ჯორჯიას მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დავუდგინეთ

ფორმულა

კვლევა: სახელისუფლებო გზავნილების მხარდასაჭერად AI პროფილების ქსელი აქტიურად მუშაობს

კვლევა: სახელისუფლებო გზავნილების მხარდასაჭერად AI პროფილების ქსელი აქტიურად მუშაობს

ფორმულა

ირანის ელჩი საქართველო-ავღანეთის სავაჭრო მარშრუტის პერსპექტივებზე არაზუსტი ცნობებით საუბრობს

ირანის ელჩი საქართველო-ავღანეთის სავაჭრო მარშრუტის პერსპექტივებზე არაზუსტი ცნობებით საუბრობს

ფორმულა

რადიო თავისუფლება: ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ შეიტანა

რადიო თავისუფლება: ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ შეიტანა

ფორმულა