მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. "გამოიძიეთ თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის საქმე" - აქცია პროკურატურასთან | TV პირველი
"გამოიძიეთ თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის საქმე" - აქცია პროკურატურასთან | TV პირველი

"გამოიძიეთ თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის საქმე" - აქცია პროკურატურასთან | TV პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

გამოიძიეთ თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის საქმე - მთავარ საგამოძიებო უწყებასთან ამ დროისათვის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და მათი მხარდამჭერები არიან შეკრებილები. ოჯახი არ ეთანხმება გამოძიების ოფიციალურ ვერსიას, რომლის მიხედვითაც მათმა შვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ბაჩალიაშვილის ოჯახი საქმეზე ხელახალ გამოძიებას ითხოვს და ამ მიზნით ყოველ ორშაბათს, 11:00 საათზე პროკურატურასტან აქციები დაანონსა.

ყველა დედა უნდა გამოვიდეს, აბსოლუტურად ყველა დედა, რისი გეშინიათ, დედებო?! შვილები დაკარგეთ, კაცმა არ იცის, რისთვის გამოიყენეს თქვენი შვილები. გამოდით ყველანი, დავუპირისპირდეთ ამ საზიზღარ პროკურატურას! თუ არ არიან კომპეტენტურები, მაშინ წავიდნენ და სხვები მოვიდნენ და იმათ გააგრძელონ! როდემდე? რამდენი შვილი უნდა დაიკარგოს? რამდენი შვილი უნდა მოგვიკლან, ბოლოს და ბოლოს?! თამუნას ფეხსაცმელზე და მანქანის ხალიჩაზე აღმოჩნდა სისხლის კვალი და ამაზე თვალებში შეგვაყარეს ნაცარი და გვითხრეს, რომ ეს ბუზებმა გადაიტანეს თურმე, აი, ასეთი კომპეტენტურები რომ არიან პროკურატურაში! პირველად გავიგე, რომ ბუზებს სისხლი გადაჰქონდათ რამე ნივთებზე, - ამბობს თეონა თამაზაშვილი.

თამარ ბაჩალიაშვილის მამა არ გამორიცხავს, რომ საქმეში ხელისუფლების ხელიც ერიოს.

არაფერი გამოძიებულა დღემდე, 6 წელიწადია, მარტო ესენი იყვნენ დაკავებული გაყალბებით, დაშინებით მოწმეების. მაშინ ასე გამოდის, რომ მთავრობის დავალებით მუშაობენ, ტვინი გამოიყენეს, მომიკლეს შვილი, - ამბობს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურამ განცხადება გაავრცელა:

საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 2020 წლის 17 დეკემბერს დაასრულა. გამოძიების მიერ მოპოვებულმა მტკიცებულებებმა ცხადყო, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი, თანმიმდევრული და ლოგიკური ანალიზი უტყუარად ადასტურებს, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. აქვე ხაზგასგასმით ვაცხადებთ, რომ საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის რამდენიმე დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და საქმე დაიხურა.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აქცია

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 34 სტატია.

  • ლვოვში ანტისახელისუფლებო აქცია გაიმართაიმედი
  • ხაბეიშვილი: ერთმანეთის ჩაშვება, დაბეზღება, დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმაფორმულა
  • ეკა კუპატაძე შეუერთდა თამარ ბაჩალიაშვილის დედის აქციას პროკურატურასთანნეტგაზეთი
  • ესპანეთის ანკლავ სეუტაში ასობით მიგრანტმა საპროტესტო აქცია გამართა - ისინი ესპანეთის ხელისუფლებისგან თავშესაფრის მინიჭებას ითხოვენრუსთავი 2
აქცია →

მსგავსი სტატიები

საქალაქო სასამართლოში დაურ ბუავას საქმეზე დაკავებული ქალის პროცესი იწყება - კირილიუკი დუმილის უფლებას იყენებს

საქალაქო სასამართლოში დაურ ბუავას საქმეზე დაკავებული ქალის პროცესი იწყება - კირილიუკი დუმილის უფლებას იყენებს

ტვ პირველი

ავტოკატასტროფისას დაშავებული კაცი ამბობს, რომ დაღუპულთა რიცხვი ერთით გაიზარდა, 6  წლის ბიჭს კი ფეხების ამპუტაცია დასჭირდა

ავტოკატასტროფისას დაშავებული კაცი ამბობს, რომ დაღუპულთა რიცხვი ერთით გაიზარდა, 6 წლის ბიჭს კი ფეხების ამპუტაცია დასჭირდა

ტვ პირველი

ხვალიდან 60+ პირებისთვის ₾500-ზე მეტი კრიპტო, აზარტული და სხვა გადახდები საეჭვოდ ჩაითვლება

ხვალიდან 60+ პირებისთვის ₾500-ზე მეტი კრიპტო, აზარტული და სხვა გადახდები საეჭვოდ ჩაითვლება

ტვ პირველი

პაპუაშვილი "უცნობის" ვიდეოზე: ვერ გავემიჯნები ვერაფერს, რისი მონაწილეც არ ვარ

პაპუაშვილი "უცნობის" ვიდეოზე: ვერ გავემიჯნები ვერაფერს, რისი მონაწილეც არ ვარ

ტვ პირველი