მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. საქალაქო სასამართლოში დაურ ბუავას საქმეზე დაკავებული ქალის პროცესი იწყება - კირილიუკი დუმილის უფლებას იყენებს
საქალაქო სასამართლოში დაურ ბუავას საქმეზე დაკავებული ქალის პროცესი იწყება - კირილიუკი დუმილის უფლებას იყენებს

საქალაქო სასამართლოში დაურ ბუავას საქმეზე დაკავებული ქალის პროცესი იწყება - კირილიუკი დუმილის უფლებას იყენებს

ტვ პირველი31 აგვისტო, 2026, 13:17|tvpirveli.ge

დაურ ბუავას საქმეზე დაკავებული ვიქტორია კირილიუკი საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს. "პირველების" ინფორმაციით, ქალი გამოძიების ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. ჯერჯერობით უცნობია, ისაუბრებს თუ არა ის მოსამართლესთან მომხდარის დეტალებზე.

დეტალებზე არ საუბრობს არც დაკავებული ქალის ადვოკატი. ჯერჯერობით უცნობია, რა შუამდგომლობით შევა ის პროცესზე.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყენებს დუმილის უფლებას, დღეს ახალს ვერაფერს მოგახსენებთ გამომდინარე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის უფლებებიდან. დამატებით ვერაფერს მოგახსენებთ, - ამბობს კირილიუკის ადვოკატი.

ცნობილია, რომ ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვს. პროცესს დაესწრებიან დაურ ბუავას ინტერესების დამცველებიც.

ვიქტორია კირილიუკს ბრალად განსაცდელში მიტოვება ედება.

შსს-ს ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულის სახით დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე და დაურ ბუავა მეგობრები იყვნენ. ისინი თბილისში, დიდ დიღომში, დაურ ბუავას დროებით საცხოვრებელ ბინაში ერთად იმყოფებოდნენ, სადაც მოიხმარეს ნარკოტიკული საშუალება, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა.

ბრალდებულის გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ შეუძლოდ მყოფი დაურ ბუავა, რომელიც იმყოფებოდა კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში, მან მარტო დატოვა.

შეგახსენებთ, რომ დაურ ბუავას ცხედარი ამ დრომდე ექსპერტიზის ბიუროში რჩება. საქმეზე სულ 3 პირია დაკავებული.

გამორიცხული არ არის, ბრალდებულთა წრე კიდევ გაფართოვდეს.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 86 სტატია.

  • გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: იწყება არსებითი განხილვა გიორგი მალანიას მიმართ, პროცესზე წარმოდგენილნი იქნებიან ნია იმნაძის ჯგუფელები, რომლებიც გიგა ავალიანთან ემზადებოდნენ მათემატიკაში, ასევე - საქმის მწარმოებელი რამდენიმე გამომძიებელირუსთავი 2
  • თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიგა ავალიანის საქმეზე, გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობსიმედი
  • BSP-ის ყულევის ნავთობგადამმუშავებელმა ქარხანამ ლიბიური ნავთობი მიიღო - რუსული ნავთობის ჩანაცვლების პროცესი დასრულდაBM.GE
  • სალომე სამადაშვილი: მდინარაძის წასვლა პროცესის დასაწყისია და არა დასასრულიფორმულა
პროცესი →სასამართლო →დაკავებული →

მსგავსი სტატიები

რა ხდებოდა ლილუაშვილის დახურულ პროცესზე - დეტალები სასამართლოდან

რა ხდებოდა ლილუაშვილის დახურულ პროცესზე - დეტალები სასამართლოდან

ტვ პირველი

სისხლიანი ანგარიშსწორება გორში - დაჭრილია ახალგაზრდა კაცი

სისხლიანი ანგარიშსწორება გორში - დაჭრილია ახალგაზრდა კაცი

ტვ პირველი

ავტოკატასტროფა სტავროპოლთან - დაღუპულთა რიცხვი ერთით გაიზარდა, 6  წლის ბიჭს კი ფეხების ამპუტაცია დასჭირდა

ავტოკატასტროფა სტავროპოლთან - დაღუპულთა რიცხვი ერთით გაიზარდა, 6 წლის ბიჭს კი ფეხების ამპუტაცია დასჭირდა

ტვ პირველი

ხვალიდან 60+ პირებისთვის ₾500-ზე მეტი კრიპტო, აზარტული და სხვა გადახდები საეჭვოდ ჩაითვლება

ხვალიდან 60+ პირებისთვის ₾500-ზე მეტი კრიპტო, აზარტული და სხვა გადახდები საეჭვოდ ჩაითვლება

ტვ პირველი