მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. „ეს ნამდვილი ომის დასაწყისია“ - ლავროვი გერმანიის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე | TV პირველი
„ეს ნამდვილი ომის დასაწყისია“ - ლავროვი გერმანიის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე | TV პირველი

„ეს ნამდვილი ომის დასაწყისია“ - ლავროვი გერმანიის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე | TV პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გერმანიის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს „ნამდვილი ომის დასაწყისს“ უწოდებს. საუბარია ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებელი ნივთიერებით აღჭურვილი დრონის აღმოჩენის შემდეგ რუსეთის მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებსა და ბერლინის საპასუხო ზომებზე.

„იპოვეს რაღაც დრონი, თქვეს, რომ რუსული იყო და გარკვევაც არავის დაუწყია. არსებითად, ეს ნამდვილი ომის დასაწყისია. ბონიდან გენერალური საკონსულო გააძევეს, შეთანხმების შეწყვეტის შესახებ განაცხადეს, ბერლინში „რუსულ სახლს“ ხურავენ. მახსოვს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე გერმანელები ასევე ხურავდნენ საკუთარ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს“, - განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანიის სამხედრო გაძლიერებაზეც ისაუბრა და კანცლერ ფრიდრიხ მერცის განცხადებები მოსკოვისთვის ომის გამოცხადების მცდელობად შეაფასა.

„მერცის განცხადებები, რომ გერმანიას კვლავ ევროპის პირველ სამხედრო ძალად აქცევს, პრაქტიკულ სახეს იძენს. ის, ფაქტობრივად, ჩვენთვის ომის გამოცხადებისკენ მიდის“, - თქვა ლავროვმა.

მან გერმანიის ხელისუფლება ისტორიის გაკვეთილების უგულებელყოფაშიც დაადანაშაულა და განაცხადა, რომ კრემლი განვითარებული მოვლენებიდან შესაბამის დასკვნებს გამოიტანს.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ომის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 127 სტატია.

  • ვიტკოფი და კუშნერი რუსეთ–უკრაინის ომის დასასრულებლად გაემგზავრებიან - ტრამპიBM.GE
  • The New York Times: აშშ-თან ექვსთვიანი ომის შემდეგ ირანი საკუთარ ძალებში უფრო თავდაჯერებული გახდაიმედი
  • აშშ ომის დასრულებამდე რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის შემსუბუქებას გამორიცხავსფორმულა
  • შტატების სახაზინო დეპარტამენტში საგანგებო ბრიფინგისთვის ემზადებიან - ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტი ირანის წინააღმდეგ დაანონსებული ეკონომიკური ომის სტრატეგიას გაახმოვანებსრუსთავი 2
ომის →

მსგავსი სტატიები

"გაათავისუფლეთ თამაზ ელიზბარაშვილი!" - აქცია კანცელარიასთან

"გაათავისუფლეთ თამაზ ელიზბარაშვილი!" - აქცია კანცელარიასთან

ტვ პირველი

„გვინდა, ომი ისე დასრულდეს, რომ რუსეთს აგრესიის შესაძლებლობა აღარ ჰქონდეს“ - ზელენსკი

„გვინდა, ომი ისე დასრულდეს, რომ რუსეთს აგრესიის შესაძლებლობა აღარ ჰქონდეს“ - ზელენსკი

ტვ პირველი

კიევში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლების მოლაპარაკებების პირველი ეტაპი დასრულდა

კიევში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლების მოლაპარაკებების პირველი ეტაპი დასრულდა

ტვ პირველი

იმპორტზე დამოკიდებული ყვავილების ბაზარი - ფლორისტები ადგილობრივი წარმოების გაზრდას ითხოვენ

იმპორტზე დამოკიდებული ყვავილების ბაზარი - ფლორისტები ადგილობრივი წარმოების გაზრდას ითხოვენ

ტვ პირველი