ორიგინალი
ლილოს მოსახლეობა ნაგავსაყრელის გადატანას ითხოვს - პროტესტის გამო ორ სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაშლილია
ტვ პირველი·14:08

ლილოს მოსახლეობა ნაგავსაყრელის გადატანას ითხოვს - პროტესტის გამო ორ სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაშლილია

11 ოქტომბერი, 2026 · 14:08

ლილოში მოსახლეობა ნაგავსაყრელის გადატანის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ უკვე 16 წელია გაუსაძლისი სუნისა და ანტისანიტარიის პირობებში უწევთ ცხოვრება და ხელისუფლებისგან პრობლემის დაუყოვნებლივ მოგვარებას ითხოვენ.

პროტესტის ნიშნად, უკვე ერთი კვირაა, მშობლები შვილებს სკოლაში არ უშვებენ, რის გამოც ლილოს ორ სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაშლილია.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ ფორმით ცდილობენ სახელმწიფოს ყურადღების მიპყრობას და ეკოლოგიური პრობლემის მოგვარებას მოითხოვენ.

ჩვენ ყოველდღიურად მეთანს ვსუნთქავთ. ყველამ კარგად იცის რას ნიშნავს ეს მეთანი. არის პირველ რიგში, რესპირატორული პრობლემები, არის ალერგიები და საბოლოოდ მივყავართ გადაგვარებულ სიმსივნეებამდე. როდესაც მოდის სასწრაფო ან მივდივართ საავადმყოფოში, ჩვენ გვეუბნებიან, თქვენ ისეთი ადგილიდან ხართ მოსულიო, რაღატომ ჰკითხულობთ, თქვენს შვილს კრუპი რატომ ემართება ყოველ წამსო? თვითონ კახი კალაძეც გვეუბნება, რომ მე ვთქვი, რომ უნდა მოვძებნო ტრიტორია, როდის გითხარით, რომ ნაგავსაყრელს გადავიტანთო? სიტყვებში გვეთამაშება ბატონი კახა კალაძე თუ სამი წელი მოგვიგო ამასობაში, - ამბობს პროტესტის მონაწილე.

განსაკუთრებით 7-8 საათის მერე გარეთ ვერ გამოხვალ ისეთი სუნია. ვერც ფანჯარას გააღებ, ვერც კარებს გააღებ, გაუსაძლისი სუნია. სარეცხსაც ვერ ტოვებ გარეთ, იმიტომ, რომ შეიტან და ისევ გასარეცხია. არასდროს მქონია ადგილი და ბოლო ორი წელიწადია სუნებზეც საშინელი ალერგია დამეწყო. დაპირებები ბევრია, მაგრამ გაკეთება ნაკლები, - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.

მოსახლეობა ამბობს, რომ ქალაქის მერი მათ ალტერნატიული ტყერიტორიის პოვნას მესამე წელია ჰპირდება, თუმცა ამ დრომდე ეს საკითხი მოუგვარებელი რჩება. მოქალაქეები ამბობენ, რომ პროტესტში იმ დრომდე დარჩებიან, ვიდრე სახელმწიფო ნაგავსაყრელს სხვა ტერიტორიაზე არ გადაიტანს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: tvpirveli.ge
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. ლილოს მოსახლეობა ნაგავსაყრელის გადატანას ითხოვს - პროტესტის გამო ორ სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაშლილია

თემა: პროცესი

ამ თემას 17 ქართული წყარო აშუქებს — სულ 88 სტატია.

  • GHN·13:56
    ურთულესი წლები გვაქვს გამოვლილი - ჯერ 90-იანები, შემდეგ ავტორიტარიზმის ცხრა წელიწადი, და ბუნებრივია, ამ მძიმე პროცესებმა საკუთარი კვალი დაატყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობასაც - ირაკლი კობახიძე
  • რუსთავი 2·13:48
    პრემიერი: ურთულესი წლები გამოვიარეთ. 90-იანები, ავტორიტარიზმის ცხრა წელი, პროცესებმა კვალი დაატყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობასაც, თუმცა 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის უმთავრესი მიღწევა სწორედ დემოკრატიული არჩევნები და მაღალპროფესიული ცესკოა
  • აჭარის ტელევიზია·13:42
    ირაკლი კობახიძე: კანონის უზენაესობა, მიუკერძოებლობა და გამჭვირვალობა ცესკო-ს მუშაობის ქვაკუთხედია, გამართული საარჩევნო პროცესი ქვეყნის სტაბილურობისა და წინსვლის საყრდენია
  • იმედი·13:35
    ირაკლი კობახიძე: ურთულესი წლები გვაქვს გამოვლილი - ჯერ 90-იანები, შემდეგ ავტორიტარიზმის ცხრა წელიწადი, და ბუნებრივია, ამ მძიმე პროცესებმა საკუთარი კვალი დაატყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობასაც, თუმცა ეს ყველაფერი შეიცვალა და 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა არის სწორედ დემოკრატიული არჩევნები და მაღალპროფესიული, პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ცესკო
პროცესი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ტვ პირველი·17:11

როცა თბილისში ჩატარდება შეხვედრები, “ქართული ოცნება“ მაშინ უფრო მეტს გამოივაჭრებს - გიორგი ბუტიკაშვილი

როცა თბილისში ჩატარდება შეხვედრები, “ქართული ოცნება“ მაშინ უფრო მეტს გამოივაჭრებს - გიორგი ბუტიკაშვილი
ტვ პირველი·17:09

ვერაზე გარდაცვლილი კაცის საქმეზე ბრალდებული: იმ დილას ჩამოვედი საქართველოში და ამას აღვნიშნავდით, თავს არავის დავსხმივართ

ვერაზე გარდაცვლილი კაცის საქმეზე ბრალდებული: იმ დილას ჩამოვედი საქართველოში და ამას აღვნიშნავდით, თავს არავის დავსხმივართ
ტვ პირველი·17:00

რუსეთი პირობებს კარნახობს და მოსკოვში უხმობს ქართულ მხარეს, ეს არის დიპლომატიური კატასტროფა - ხატია დეკანოიძე

რუსეთი პირობებს კარნახობს და მოსკოვში უხმობს ქართულ მხარეს, ეს არის დიპლომატიური კატასტროფა - ხატია დეკანოიძე
ტვ პირველი·16:44

მალხაზ თოფურიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულები პატიმრობაში გაუშვეს - სისხლიანი ანგარიშსწორების დეტალები

მალხაზ თოფურიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულები პატიმრობაში გაუშვეს - სისხლიანი ანგარიშსწორების დეტალები
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.