მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

რუსეთმა დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული ე.წ. ენერგეტიკული ზავი უკვე დაარღვია - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიგამ განაცხადა. მისი ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ხარკოვის მეხუთე თბოელექტროცენტრალზე იერიში მიიტანეს, რის შესახებაც გერმანელ კოლეგას, იოჰან ვადეფულს აცნობა.

სიბიგას განცხადებით, უკრაინა მზად არის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე თავდასხმების სრულად შეწყვეტისთვის, თუ ანალოგიურ ვალდებულებას რუსეთიც შეასრულებს.

„რუსულ ტერორს ძალით, ერთიანობითა და სიმტკიცით უნდა ვუპასუხოთ - უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დამატებითი პაკეტებით, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების კლასტერების გახსნითა და გაყინული რუსული აქტივების სრულად გამოყენებით“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მან გერმანიას უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკის, თავდაცვის წარმოებისა და უკრაინის აღდგენის მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობას.

მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა ენერგეტიკულ ზავზე შეთანხმდნენ. თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ეს განცხადება მისთვის მოულოდნელი იყო. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კიევი მზად არის ზავის დასაცავად, თუ რუსეთიც შეწყვეტს ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმებს.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ფასების ზრდა ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის შედეგია“ - ექსპერტები ინფლაციის მიზეზებზე

„ფასების ზრდა ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის შედეგია“ - ექსპერტები ინფლაციის მიზეზებზე

ტვ პირველი

მინდა, საჯაროდ დავგმო არჩევნები, რომელიც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე ჩაატარა - რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

მინდა, საჯაროდ დავგმო არჩევნები, რომელიც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე ჩაატარა - რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ტვ პირველი

პატიმარი ამტკიცებს, რომ ძალადობის ვიდეოში ამოიცნო ბადრაგები, რომლებიც მას ბოთლზე დაჯდომით ემუქრებოდნენ

პატიმარი ამტკიცებს, რომ ძალადობის ვიდეოში ამოიცნო ბადრაგები, რომლებიც მას ბოთლზე დაჯდომით ემუქრებოდნენ

ტვ პირველი

გამოვლენილია ორ დღეში შექმნილი 400-ზე მეტი არაავთენტური ანგარიში „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად

გამოვლენილია ორ დღეში შექმნილი 400-ზე მეტი არაავთენტური ანგარიში „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად

ტვ პირველი