ორიგინალი
პრემიერი: საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული ნებისმიერი მოლაპარაკებების შინაარსის თაობაზე, ეს პრინციპი უნდა იყოს უზრუნველყოფილი რუსეთთან მოლაპარაკებების შემთხვევაშიც, სპეცწარმომადგენელმა ახსენა 3 საკითხი, რომელიც დააყენა ბატონმა გალუზინმა - ღვინის ხარისხი, უკრაინის სასარგებლოდ ომის დაფინანსება და რუსეთის საწინააღმდეგო პროპაგანდაში კომპანიების ჩართულობა - შვიდივე კომპანიის შემთხვევაში სამივე ეს პუნქტი არის სრული აბსურდი
იმედი·14:13

26 ნოემბერი, 2026 · 14:13

საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული ნებისმიერი მოლაპარაკებების შინაარსის თაობაზე. ბუნებრივია, ეს პრინციპი უნდა იყოს უზრუნველყოფილი რუსეთთან მოლაპარაკებების შემთხვევაშიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ის იზიარებს სპეცწარმომადგენლის, გიორგი ზურაბაშვილის შეფასებას და სრულიად აბსურდულია ის საბაბი, რომლითაც 7 კომპანია შეიყვანეს ერთგვარი სანქციების სიაში.

„პირველ რიგში, მივესალმები სპეცწარმომადგენლის მიერ საზოგადოების ინფორმირებას. გამჭირვალობა არის, ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც საუბარია ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე, ჩვენ მათ ვთავაზობთ სწორედ ღია და გამჭვირვალე მოლაპარაკებებს. საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული ნებისმიერი მოლაპარაკებების შინაარსის თაობაზე. ბუნებრივია, ეს პრინციპი უნდა იყოს უზრუნველყოფილი რუსეთთან მოლაპარაკებების შემთხვევაშიც.

რაც შეეხება ჩემი სპეცწარმომადგენლის შეფასებას, მე ამ შეფასებას ვიზიარებ. ჩვენი მოლოდინი ღვინის საკითხთან დაკავშირებით იყო ის, რომ ეს საკითხი უმარტივესად უნდა მოგვარებულიყო. რეალურად, ახსენა ბატონმა სპეცწარმომადგენელმა 3 საკითხი, რომელიც დააყენა ბატონმა გალუზინმა. ეს იყო ღვინის ხარისხი, უკრაინის სასარგებლოდ ომის დაფინანსება და რუსეთის საწინააღმდეგო პროპაგანდაში კომპანიების ჩართულობა. შვიდივე კომპანიის შემთხვევაში სამივე ეს პუნქტი არის სრული აბსურდი. აბსურდია ის, რომ ხარისხს არ აკმაყოფილებენ ეს კომპანიები, აბსურდია ის, რომ უკრაინის სასარგებლოდ ომის რაიმე დაფინანსებაში არიან ზოგადად ეს კომპანიები ჩართული, რა შუაშია საერთოდ ქართულ კომპანიებთან ეს ყველაფერი და ამ კომპანიების მონაწილეობა ანტირუსულ აგიტაციაშიც არავის უნახავს.

შესაბამისად, არის სრულიად აბსურდული ის საბაბი, რომლითაც 7 კომპანია შეიყვანეს ერთგვარი სანქციების სიაში. ჩვენი მოლოდინი იყო, ძალიან მარტივად, ამ მოლაპარაკების საფუძველზე ამ სიის სრული ანულირება, თუმცა ამის სანაცვლოდ მივიღეთ რა, რომ ბატონი გალუზინის მხრიდან გაგვიზიარეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შეიძლება 2 კომპანია დაემატოს ამ სიას, გარკვეული კომპანიები შეიძლება ამოვიდეს სიიდან, რაც არის აბსოლუტურად არასწორი დამოკიდებულება. თვითონ ამ სიის შედგენაც იყო არასწორი დამოკიდებულების გამოვლინებას და ბუნებრივია, ეს ახალი დამოკიდებულებაც არის იგივე შეფასების საგანი, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად გასაოცარია. ამ შეფასებას თავიდან ბოლომდე ვიზიარებ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული ნებისმიერი მოლაპარაკებების შინაარსის თაობაზე, ეს პრინციპი უნდა იყოს უზრუნველყოფილი რუსეთთან მოლაპარაკებების შემთხვევაშიც, სპეცწარმომადგენელმა ახსენა 3 საკითხი, რომელიც დააყენა ბატონმა გალუზინმა - ღვინის ხარისხი, უკრაინის სასარგებლოდ ომის დაფინანსება და რუსეთის საწინააღმდეგო პროპაგანდაში კომპანიების ჩართულობა - შვიდივე კომპანიის შემთხვევაში სამივე ეს პუნქტი არის სრული აბსურდი

თემა: რუსეთის

ამ თემას 23 ქართული წყარო აშუქებს — სულ 257 სტატია.

  • ინტერპრესნიუსი·08:42
    მედია - დრონებმა რუსეთში შეუტიეს ქიმიურ ქარხანას, რომელიც რუსეთის არმიას ასაფეთქებელი ნივთიერებებით ამარაგებს
  • GHN·08:40
    რუსეთის სტავროპოლის მხარეში დრონებით თავდასხმა განხორციელდა ქიმიურ ქარხანაზე, რომელიც რუსეთის არმიას ასაფეთქებელი ნივთიერებების კომპონენტებით ამარაგებს
  • რადიო თავისუფლება·07:36
    რუსეთის ჯარებმა ისევ დაარტყეს კიევს
  • აიპრესი·06:53
    „დრო გადის, რუსეთის მიზნები და სტრატეგია უცვლელია“ – რა საკითხები დააყენა რუსულმა მხარემ მინსკის შეხვედრაზე და რა პარალელები იკვეთება წარსულთან
რუსეთისუკრაინისგალუზინმა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·14:19

საქართველოს პრეზიდენტი საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებზე: ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო მტკიცე ინსტიტუტებზე დგას. საქართველოში ხელისუფლების ერთადერთი წყარო ქართველი ხალხია, ხოლო საარჩევნო ადმინისტრაცია არის ის საკვანძო სახელმწიფოებრივი რგოლი, რომელიც თითოეული მოქალაქის ნებას ასახავს

შალვა პაპუაშვილი: დღეს ბევრი ქვეყანა ცდილობს საქართველოს და ქართველ ხალხს ჭკუა ასწავლოს და ასწავლოს, რა არის დემოკრატია - ის ქვეყნები, რომლებმაც არც კი იცოდნენ რა იყო არჩევნები, ჩვენთან რომ ჩატარდა არჩევნები

იმედი·14:15

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
იმედი·14:08

პროკურატურამ ძალადობის და ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ორ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ძალადობის და ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ორ პირს ბრალდება წარუდგინა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.