ორიგინალი
კობახიძე ღარიბაშვილის მმართველობის დროს აღმოჩენილ კორუფციას უკავშირებს ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებას
ტვ პირველი·17:08

კობახიძე ღარიბაშვილის მმართველობის დროს აღმოჩენილ კორუფციას უკავშირებს ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებას

12 ოქტომბერი, 2026 · 17:08

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიაში შემობრუნების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს თავი იჩინა კორუფციამ.

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე, "პირველების" კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, 14 წლიანი მმართველობის პერიოდში კორუფცია არ იყო პრობლემა.

კობახიძე ამბობს, რომ მას და მის გუნდს წელიწადი და ხუთი თვე დასჭირდა, რომ პრინციპულად გადაელაგებინათ სისტემა.

"ქართული ოცნების" მთავრობის მეთაურის განცხადებით, ხელისუფლების ზედა ეშელონები მთლიანად გაწმენდილია კორუფციისგან.

“კორუფცია არ იყო 14-წლიანი პრობლემა. შეგიძლიათ სხვა პრემიერ-მინისტრები გაიხსენოთ, მაგალითად, გახარიასთან დაკავშირებით, შეიძლება იყო ერთი-ორი შემთხვევა, რომელზეც ჭორაობდნენ, რომ საკუთარი აგრარული ბიზნესი მოიწყო, ერთი სამეგრელოში და მეორე შიდა ქართლში, მაგრამ ეს იყო პატარა “ქართულ-ჯიგრულ პონტში”, როგორც თავად ამბობდა. სისტემურ კორუფციაზე არავინ საუბრობს გახარიას პერიოდში. ასევე ბახტაძის პერიოდში არავითარ კორუფციაზე არ საუბრობდნენ, არც კვირიკაშვილის პერიოდშია საუბარი სისტემურ კორუფციაზე. კორუფციამ თავი იჩინა და ამ მხრივ ორი წელი იყო კრიტიკული, თუმცა როგორც კი ეს პრობლემები გამოვლინდა, მაშინვე გუნდის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გააკეთა და პოლიტიკაში შემობრუნდა. შემდეგ ამ განაცხადის აღსრულება დავიწყეთ და ეს ყველაფერი ძალიან ეფექტურად გავაკეთეთ. ძალიან თამამად ვსაუბრობთ ამ თემაზე, ჩვენი სისტემა ეფუძნება იმ ფაქტს, რომ ხელისუფლების ზედა ეშელონები მთლიანად გავწმინდეთ კორუფციისაგან. ქვედა დონეზე, რა თქმა უნდა, მუდმივად უნდა გაგრძელდეს კორუფციასთან ბრძოლა, მაგრამ ზედა დონეზე სისტემა კორუფციისაგან მთლიანად გაწმენდილია. ეს არის ძალიან მძიმე სამუშაო პროცესი, წელიწადი და ხუთი თვე დაგვჭირდა, რომ პრინციპულად გადაგველაგებინა სისტემა. თვითონ ირაკლი ღარიბაშვილს არც არავინ შეუწირავს და არც არავის შეწირვის რესურსი მას არ აქვს. არაა აქტუალური, არც გუნდში და არც საზოგადოებაში, არც მისი წერილები და არც თავად ის. კორუფცია არის ძალიან ცუდი, მხოლოდ ეს შემიძლია გავიმეორო. ჩვენ [გულისხმობს - ირაკლი ღარიბაშვილს] ვიყავით თანაგუნდელები ვიყავით და სამწუხაროდ სხვანაირად გაგრძელდა პროცესები, ძალიან სამწუხაროა ადამიანური თვალსაზრისით, ძალიან სამწუხაროა კონკრეტული განცხადებები”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: tvpirveli.ge
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. კობახიძე ღარიბაშვილის მმართველობის დროს აღმოჩენილ კორუფციას უკავშირებს ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებას

თემა: კობახიძე

ამ თემას 21 ქართული წყარო აშუქებს — სულ 173 სტატია.

  • ფორმულა·19:14
    კობახიძე ადასტურებს, რომ მინსკში შეხვედრამდე თბილისში იური ბალაშოვი იმყოფებოდა
  • სივილ ჯორჯია·19:07
    კობახიძე ვარაუდობს, რომ რუსეთის მიერ იმპორტზე დაწესებულ შეზღუდვებში შესაძლოა „დიფ სთეითის“ ხელი ურევია
  • კომერსანტი·18:00
    ნებისმიერი, თუნდაც ტექნიკური საკითხის მოგვარება შეიძლება იყოს გასაღები ირიბად საბოლოო ჯამში იმ მიზნის მიღწევამდე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია, რაც არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა - ირაკლი კობახიძე
  • ალია·16:34
    “აღარ იქოქება. პირიმზეშია წასაღები შესაკეთებლად” – გვარამია კობახიძეზე
კობახიძეპოლიტიკის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ტვ პირველი·19:23

მაღაროელების საქმე - პროკურატურა ადასტურებს, რომ ერთ-ერთი მსჯავრდებულის ოჯახთან შსს-ს წარმომადგენელი ნამდვილად გაგზავნა

მაღაროელების საქმე - პროკურატურა ადასტურებს, რომ ერთ-ერთი მსჯავრდებულის ოჯახთან შსს-ს წარმომადგენელი ნამდვილად გაგზავნა
ტვ პირველი·18:53

მერსი სულხანიშვილმა გადაცემა "სარკასტიკაში" სტუმრობის შემდეგ, უჩივლა თამაზასაც - რას ამბობს წამყვანი ბრალდებებზე

მერსი სულხანიშვილმა გადაცემა "სარკასტიკაში" სტუმრობის შემდეგ, უჩივლა თამაზასაც - რას ამბობს წამყვანი ბრალდებებზე
ტვ პირველი·18:30

ევროპარლამენტის მიერ ივანიშვილის და "ოცნების" ლიდერების დასანქცირების მოთხოვნის შემდეგ, ზურაბაშვილმა ჰერჩინსკისგან განმარტებები მოითხოვა

ევროპარლამენტის მიერ ივანიშვილის და "ოცნების" ლიდერების დასანქცირების მოთხოვნის შემდეგ, ზურაბაშვილმა ჰერჩინსკისგან განმარტებები მოითხოვა
ტვ პირველი·18:20

„პროპაგანდისტია, პიარი სჭირდება“ - გიორგი ნაზღაიძე მერსი სულხანიშვილს პირიქით უჩივის

„პროპაგანდისტია, პიარი სჭირდება“ -  გიორგი ნაზღაიძე მერსი სულხანიშვილს პირიქით უჩივის
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.