ტვ პირველი|tvpirveli.ge
უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, თამარ ლალიაშვილის შეფასებით, მანანა კობახიძის მცდელობა, ჩამოშორდეს პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვას, მოსალოდნელი სანქციებისა და საზოგადოებრივი განაჩენის შიშით არის განპირობებული. ლალიაშვილი აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ კობახიძის შუამდგომლობა თვითგანრიდებაზე შეგნებულად არ დააკმაყოფილა, რადგან პოლიტიკური წნეხის ქვეშ მისაღებ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა კოლექტიურად უნდა გაიზიარონ.
სანქციებისაც ეშინია, თვითონ საზოგადოებისაც ეშინია, მიმღებლობა მარტო იმ კუთხით კი არ ჰქონდეს, რომ მოსამართლეა - არა, თვითონ მორალური, ზნეობრივი კუთხითაც არ ჰქონდეს. მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო არის მისი უფრო შორსმჭვრეტელობა, რომ არ მიიღოს ამ პერიოდში ასეთ გადაწყვეტილებებში მონაწილეობა. მოსამართლეები მას უარს ეტყოდნენ იმიტომ, რომ მათ ყველას ერთად აქვთ ეს პასუხიმსგებლობა აღებული. ჯერ თვითონაც არ იციან რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს იმდენად პოლიტიკური წნეხის ქვეშ მისაღები გადაწყვეტილებაა, რომ თვითონაც არ იციან, რა მესიჯიც მიუვათ, ისე მიიღებენ გადაწყვეტილებას. ამიტომ არ გაათავისუფლებენ, იმიტომ, რომ მათთან იყო, მათთან ერთად არის და უნდა ერთად იმოქმედონ, არ დაუშვებენ, რომ პასუხისმგებლობისგან ვინმე ჩაეხსნას, - ამბობს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსმაართლე თამარ ლალიაშვილი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, მანანა კობახიძე პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდებას ითხოვდა.
მოსამართლის ეს მოთხოვნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
გაზიარება:
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge