მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს

ტვ პირველი12 ოქტომბერი, 2026, 17:41|tvpirveli.ge

საქართველოს ბანკი ბიზნესი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, პარტნიორი კომპანია მონოლით ჯგუფი თბილისში, მეტრო გოცირიძის მიმდებარედ - ვახტანგ ნინუას ქუჩა #2-ში, Monolith New Depo-ს საცხოვრებელ და კომერციულ პროექტს ახორციელებს.

პროექტი 36,414 კვ.მ-ზე ხორციელდება და ის 8 კორპუსს გააერთიანებს - ჯამში 1,362 საცხოვრებელი ბინას და 6,000 კვ.მ-ზე კომერციულ ფართებს. პროექტის ინფრასტრუქტურა გამწვანებულ სივრცეებს, სამდონიან მიწისქვეშა პარკინგს, საცურაო აუზს, პადელის კორტებს, სავარჯიშო და საბავშვო სივრცეებს მოიცავს.

პროექტის მშენებლობა 2026 წლის სექტემბერში დაიწყო და მისი დასრულება 2029 წლის სექტემბერში არის დაგეგმილი.

„დეველოპერული სექტორის მხარდაჭერა ბანკისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. Monolith New Depo-ს პროექტი აერთიანებს მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას. პროექტის მასშტაბი და დაგეგმილი სივრცეების მრავალფეროვნება მის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებელს წარმოადგენს. მოხარული ვართ, რომ აღნიშნული პროექტი ჩვენი მხარდაჭერით ხორციელდება. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად მსგავსი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ირაკლი ძაგანიამ.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროექტი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 113 სტატია.

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის პირვანდელ ვარიანტზე შემაჯამებელი სხდომა გამართარუსთავი 2
  • როგორი იქნება Le Méridien Sioni Lake Resort & Spa - "არქისა" და "თიბისის" ერთობლივი პროექტიBM.GE
  • რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეაფორმულა
  • რა წერია ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის პროექტში, რომელიც ამჯერად ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეანეტგაზეთი
პროექტი →

მსგავსი სტატიები

ტრამპი რუსეთიდან დიზელის ყიდვაზე: ამერიკელი ხალხისთვის სწორი არჩევანი გავაკეთე

ტრამპი რუსეთიდან დიზელის ყიდვაზე: ამერიკელი ხალხისთვის სწორი არჩევანი გავაკეთე

ტვ პირველი

“სამართალი აუცილებლად დადგება“ - სერგეი ყანჩელის ადვოკატებმა გამოძიებას ხელახლა მიმართეს

“სამართალი აუცილებლად დადგება“ - სერგეი ყანჩელის ადვოკატებმა გამოძიებას ხელახლა მიმართეს

ტვ პირველი

რა ეღირება ლარი ხვალ

რა ეღირება ლარი ხვალ

ტვ პირველი

N6 ციხის ბადრაგების ცემის ფაქტზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინეს

N6 ციხის ბადრაგების ცემის ფაქტზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინეს

ტვ პირველი