ორიგინალი
აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 34 პროექტზე ხელშეკრულებები გაფორმდა
იმედი·13:06

აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 34 პროექტზე ხელშეკრულებები გაფორმდა

27 ნოემბერი, 2026 · 13:06

სოფლის განვითარების სააგენტოს აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ამ ეტაპზე 34 პროექტზე ხელშეკრულებებია გაფორმებული. პროექტების ჯამური ღირებულება 18 მილიონ ლარს აღემატება, ხოლო სააგენტოს თანადაფინანსება 9,17 მლნ ლარს შეადგენს. ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

დაფინანსებული პროექტები მოიცავს მსხვილფეხა პირუტყვის მეცხოველეობის ფერმების, საფუტკრე მეურნეობების, სასათბურე მეურნეობებისა და აკვაკულტურის საწარმოების მოწყობას, სასაკლაოს მოწყობის, შემნახველი საწარმოების შექმნასა და მრავალწლოვანი ბაღების გაშენებას.

დამატებით 13 განაცხადის განხილვა დასკვნით ეტაპზეა. აღნიშნული პროექტების ჯამური ღირებულება 6,6 მილიონ ლარს შეადგენს.

2026 წლის 1 ივლისიდან 25 ნოემბრის ჩათვლით, სოფლის განვითარების სააგენტოში პროგრამის ფარგლებში 130 განაცხადია წარდგენილი. წარმოდგენილი პროექტების ჯამური ღირებულება 77 მილიონ ლარს შეადგენს. პროგრამაში განაცხადების მიღებისა და განხილვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

დაინტერესებულ პირებს განაცხადის წარდგენა შეუძლიათ როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური ფორმით.

პროგრამაში ჩართვა დადგენილი პროცედურების შესაბამისად ხორციელდება და მოიცავს განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვას, ასევე პროექტის განხორციელების ადგილზე საველე ვიზიტს. განხილვის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება პროექტის დაფინანსების შესახებ.

იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი ვერ დააკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ მოთხოვნებს, განმცხადებელს შესაძლებლობა აქვს, ხარვეზების გამოსწორებისა და მოთხოვნების გათვალისწინების შემდეგ, ხელახლა წარადგინოს განაცხადი.

ბიზნესგეგმის წარდგენა სავალდებულოა მხოლოდ გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ქვეკომპონენტში. პროგრამის სხვა მიმართულებებით განაცხადის წარსადგენად საკმარისია მოთხოვნილი დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენა.

აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების წახალისება, აგრობიზნესის განვითარება და წარმოების ხელშეწყობა. სახელმწიფო თანადაფინანსება ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, განახორციელონ ახალი საინვესტიციო პროექტები, გააფართოონ არსებული საქმიანობა და გაზარდონ საწარმოო შესაძლებლობები.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 34 პროექტზე ხელშეკრულებები გაფორმდა

თემა: პროექტი

ამ თემას 20 ქართული წყარო აშუქებს — სულ 120 სტატია.

  • რუსთავი 2·05:47
    უპრეცედენტო ინვესტიცია - როგორი იქნება Eagle Hills-ის პროექტი და რა 6 პრიორიტეტი დაუსახა საქართველომ კომპანიას
  • ტვ პირველი·21:21
    დარბაზიდან, სადაც “იგლ ჰილსის” პროექტის "საჯარო განხილვა" მიმდინარეობდა, ფიზიკური ძალის გამოყენებით გამომიტანეს - ნიკა შურღაია
  • აიპრესი·21:12
    ზურაბ წიკლაური: „იგლ ჰილს საქართველოს“ მიერ შემუშავებული განაშენიანების კონცეფციის პროექტთან დაკავშირებით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, თავისი შენიშვნები წარმოადგინოს
  • ალია·21:11
    “ივანიშვილის გადაფსიხება რუსეთის მხრიდან ფარცხალაძე-ფიფიას პროექტის ჩაშვებას უნდა უკავშირდებოდეს” – მერაბ მეტრეველი
პროექტი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·12:54

Le Figaro: მარსელში ბულგარელ გულშემატკივრებზე თავდასხმა - მაკრონი ძალადობას მკაცრად გმობს

Le Figaro: მარსელში ბულგარელ გულშემატკივრებზე თავდასხმა - მაკრონი ძალადობას მკაცრად გმობს
იმედი·12:49

გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
იმედი·12:42

გამრეკელის ქუჩაზე „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა

გამრეკელის ქუჩაზე „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა
იმედი·12:40

ამერიკელი ჟურნალისტი მარიო ნაუფალი USAID-ის საქმიანობაზე: წარმოიდგინეთ, შეიძლება დაკარგოთ თქვენი საარსებო წყარო, აუდიტორია და საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა მხოლოდ იმიტომ, რომ რომელიღაც ორგანიზაციამ თქვენი კონტენტი საშიშად მიიჩნია

ამერიკელი ჟურნალისტი მარიო ნაუფალი USAID-ის საქმიანობაზე: წარმოიდგინეთ, შეიძლება დაკარგოთ თქვენი საარსებო წყარო, აუდიტორია და საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა მხოლოდ იმიტომ, რომ რომელიღაც ორგანიზაციამ თქვენი კონტენტი საშიშად მიიჩნია
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.