ორიგინალი
SJC „იგლ ჰილს”-ის პროექტის საჯარო განხილვაზე მოქალაქეების არშეშვებას ეხმაურება
პუბლიკა·11:18

SJC „იგლ ჰილს”-ის პროექტის საჯარო განხილვაზე მოქალაქეების არშეშვებას ეხმაურება

27 ნოემბერი, 2026 · 11:18

სოციალური სამართლიანობის ცენტრი გუშინ 26 ნოემბერს, გარდაბანში მომხდარ შემთხვევას ეხმაურება, როდესაც „იგლ-ჰილსის” პროექტის საჯარო განხილვაზე დასწრების მსურველ მოქალაქეებს შეხვედრაზე შესვლის საშუალება არ მისცეს.

ორგანიზაციის შეფასებით, მოქალაქეებისთვის საჯარო განხილვაში მონაწილეობის უფლების ამგვარი პირდაპირი და ღია ჩამორთმევით ხელისუფლებამ შექმნა უკიდურესად მძიმე პრეცედენტი, რომლის გამოყენებასაც, სავარაუდოდ, სხვა პროექტების შემთხვევაშიც ეცდება.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის თქმით, პროექტის მასშტაბიდან გამომდინარე იმ ფონზე, რომ პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართბა, კიდევ უფრო პრობლემურია, რომ განაშენიანების გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვაზე მოქალაქეების არშეშვებით, ხელისუფლებამ მოქალაქეებს წაართვა კანონით გარანტირებული შესაძლებლობა, გაცნობოდნენ პროექტს, დაესვათ შეკითხვები და დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია.

„გუშინდელი შემთხვევა მიმდინარე ავტორიტარული კონსოლიდაციის ლოგიკური გაგრძელებაა. ბოლო წლებში, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის და დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციების და აქტივისტების დევნის შემდეგ, სამოქალაქო სივრცის შევიწროება ახლა უკვე ადმინისტრაციული პროცედურებზეც გავრცელდა. მიგვაჩნია, რომ მოქალაქეთა უფლებების ამგვარი უხეში დარღვევით წარმართული პროცესი იმთავითვე უკანონოა და იგი ვერ გახდება პროექტის განხორციელების საფუძველი. ჩატარებული შეხვედრა კანონით გათვალისწინებულ საჯარო განხილვად ვერ ჩაითვლება და მის შედეგებზე დაყრდნობით განაშენიანების გეგმის კონცეფცია არ უნდა დამტკიცდეს” – ვკითხულობთ სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.

26 ნოემბერს, გარდაბნის კულტურის სახლში, „იგლ ჰილსის“ პროექტის საჯარო განხილვაზე მისულ მოქალაქეებს დარბაზში შესვლის უფლება არ მისცეს. შესასვლელთან დაცვა და პოლიცია იდგა, ხოლო დარბაზში, მედიის ცნობით, წინასწარ შერჩეული პირები მწვანე სამაჯურებით შეუშვეს. ერთ-ერთი მოქალაქე, რომელმაც შიგნით შესვლა შეძლო, დაცვამ დარბაზიდან ძალით გაიყვანა.

„იგლ ჰილსის“ პროექტის ფარგლებში კომპანიას თბილისსა და გარდაბანში, ასევე გონიოში, უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით 800 ჰექტარზე მეტი მიწა გადაეცა. თბილისსა და გარდაბანში 21 500-22 100 მოსახლეზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა იგეგმება. პროექტთან დაკავშირებული ხელშეკრულებები და მიწის გადაცემის დოკუმენტაცია მთავრობამ კომერციულ საიდუმლოებად გამოაცხადა.

არაბული დეველოპერული კომპანიის, „იგლ ჰილს ჯორჯიას“ გაყიდვების ოფისი და შოურუმი კინოთეატრ „რუსთაველის“ შენობის პირველ სართულზე განთავსდა. შოურუმი „ქართული ოცნების” წევრებმა 21 ოქტომბერს საზეიმოდ გახსნეს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, კომპანია 6 მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: publika.ge
  1. მთავარი
  2. პუბლიკა
  3. SJC „იგლ ჰილს”-ის პროექტის საჯარო განხილვაზე მოქალაქეების არშეშვებას ეხმაურება

თემა: პროექტი

ამ თემას 20 ქართული წყარო აშუქებს — სულ 120 სტატია.

  • რუსთავი 2·05:47
    უპრეცედენტო ინვესტიცია - როგორი იქნება Eagle Hills-ის პროექტი და რა 6 პრიორიტეტი დაუსახა საქართველომ კომპანიას
  • ტვ პირველი·21:21
    დარბაზიდან, სადაც “იგლ ჰილსის” პროექტის "საჯარო განხილვა" მიმდინარეობდა, ფიზიკური ძალის გამოყენებით გამომიტანეს - ნიკა შურღაია
  • აიპრესი·21:12
    ზურაბ წიკლაური: „იგლ ჰილს საქართველოს“ მიერ შემუშავებული განაშენიანების კონცეფციის პროექტთან დაკავშირებით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, თავისი შენიშვნები წარმოადგინოს
  • ალია·21:11
    “ივანიშვილის გადაფსიხება რუსეთის მხრიდან ფარცხალაძე-ფიფიას პროექტის ჩაშვებას უნდა უკავშირდებოდეს” – მერაბ მეტრეველი
პროექტი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პუბლიკა·00:46

ბათუმში,„ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს სტადიონზე დაპირისპირება იყო

ბათუმში,„ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს სტადიონზე დაპირისპირება იყო
პუბლიკა·19:18

ზურაბაშვილისა და ჰერჩინსკის შეხვედრისას საუბარი შეეხო ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ მორიგ კრიტიკულ რეზოლუციას

ზურაბაშვილისა და ჰერჩინსკის შეხვედრისას საუბარი შეეხო ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ მორიგ კრიტიკულ რეზოლუციას
პუბლიკა·18:26

რა არის განსხვავებული სომხეთის ახალი კონსტიტუციის პროექტში? — ახსნილი

რა არის განსხვავებული სომხეთის ახალი კონსტიტუციის პროექტში? — ახსნილი
პუბლიკა·16:41

Firebird სომხეთში AI მონაცემთა ცენტრში დაგეგმილ ინვესტიციას $8 მილიარდამდე ზრდის

Firebird სომხეთში AI მონაცემთა ცენტრში დაგეგმილ ინვესტიციას $8 მილიარდამდე ზრდის
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.