მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. „არ მსურს, რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდიდან გავაძევო“ - ტრამპი სანქციების შემსუბუქებას განმარტავს და ზელენსკის აკრიტიკებს
„არ მსურს, რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდიდან გავაძევო“ - ტრამპი სანქციების შემსუბუქებას განმარტავს და ზელენსკის აკრიტიკებს

„არ მსურს, რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდიდან გავაძევო“ - ტრამპი სანქციების შემსუბუქებას განმარტავს და ზელენსკის აკრიტიკებს

ტვ პირველი19 ოქტომბერი, 2026, 10:09|tvpirveli.ge

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების გამო გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება და აცხადებს, რომ მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელება სურს. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, არ აპირებს ისეთი ნაბიჯის გადადგმას, რომელიც რუსეთს მოლაპარაკებების პროცესიდან გამოთიშავს.

ამის შესახებ ტრამპმა 18 ოქტომბერს სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა.

„ჩემი გადაწყვეტილება რუსეთთან დაკავშირებით ძალიან მარტივია. ამჟამად რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულებაზე სამშვიდობო მოლაპარაკებებს ვაწარმოებ და არ მსურს ისეთი რამის გაკეთება, რაც რუსეთს უგუნურად ჩამოაშორებს მოლაპარაკებების მაგიდას“, - აცხადებს ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, რუსეთი ირანს მხოლოდ მინიმალურ დახმარებას უწევს და ამ ვითარების შენარჩუნებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ის ომის დასრულების შეფერხებაში დაადანაშაულა. მისი შეფასებით, უკრაინის იერიშები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზარს აზიანებს და საწვავის ფასების ზრდას უწყობს ხელს.

ტრამპის ახალი განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც მისმა ადმინისტრაციამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედებაზე დროებითი გამონაკლისი დაუშვა. გადაწყვეტილებას უკრაინასა და აშშ-ის პოლიტიკურ წრეებში კრიტიკა მოჰყვა.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 293 სტატია.

  • კიევზე განხორციელებული სარაკეტო იერიშების ფონზე, ტრამპი ზელენსკის კვლავ აკრიტიკებს - ვაშინგტონის მიერ რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქება კიევში კაპიტულაციის მცდელობად აღიქმებარუსთავი 2
  • ზელენსკი: ამერიკამ უნდა დაინახოს, რომ სანქციების შემსუბუქების საპასუხოდ რუსეთი ნაბიჯს არ დგამსფორმულა
  • ქართული მინერალური და მტკნარი წყლის ექსპორტის 54% რუსეთზე მოდის|TOP-10 კომპანიაBM.GE
  • სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხეა – კარასინინეტგაზეთი
რუსეთის →ტრამპი →

მსგავსი სტატიები

„მოძალადეებისა და დარბევაში მონაწილეების მიმართ შეუვალნი ვიქნებით“ - მაკრონი საფრანგეთში მიმდინარე არეულობაზე

„მოძალადეებისა და დარბევაში მონაწილეების მიმართ შეუვალნი ვიქნებით“ - მაკრონი საფრანგეთში მიმდინარე არეულობაზე

ტვ პირველი

ძარცვა ე.წ. “ატმეჩკებით” - თბილისში ბინების 90-იანების მეთოდებით გაქურდეს.

ძარცვა ე.წ. “ატმეჩკებით” - თბილისში ბინების 90-იანების მეთოდებით გაქურდეს.

ტვ პირველი

ბომბის შესახებ შეტყობინების გამო Austrian Airlines-ის თვითმფრინავი ბულგარეთში ავარიულად დაეშვა

ბომბის შესახებ შეტყობინების გამო Austrian Airlines-ის თვითმფრინავი ბულგარეთში ავარიულად დაეშვა

ტვ პირველი

„ნეთანიაჰუ აშშ-ს ახალ ომში ითრევს, რათა ციხეს გადაურჩეს“ - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

„ნეთანიაჰუ აშშ-ს ახალ ომში ითრევს, რათა ციხეს გადაურჩეს“ - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

ტვ პირველი