მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. "ლელო" ომბუდსმენს მოუწოდებს, შეისწავლოს პარტიების აკრძალვის შესახებ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელი
"ლელო" ომბუდსმენს მოუწოდებს, შეისწავლოს პარტიების აკრძალვის შესახებ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელი

"ლელო" ომბუდსმენს მოუწოდებს, შეისწავლოს პარტიების აკრძალვის შესახებ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელი

ტვ პირველი19 ოქტომბერი, 2026, 11:37|tvpirveli.ge

"ლელო - ძლიერი საქართველო" საქართველოს სახალხო დამცველს მიმართავს, შეისწავლოს „ქართული ოცნების“ ინიციატივა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ და შეაფასოს, რამდენად შეესაბამება ის კონსტიტუციას. ამის შესახებ გიორგი სიორიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. სიორიძის განცხადებით, ომბუდსმენმა უნდა გამოიყენოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და მოამზადოს სამართლებრივი დასკვნა მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებების შესაძლო შეზღუდვის თაობაზე.

სიორიძის შეფასებით, პარტიების აკრძალვა მხოლოდ ოპოზიციური ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი არ არის და მილიონამდე მოქალაქისთვის პოლიტიკური არჩევანის უფლების წართმევას ემსახურება. მისი თქმით, განსაკუთრებულ საფრთხეს ქმნის ისიც, რომ მმართველი პარტიის სარჩელში ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კრიტიკა „სახელმწიფო საბოტაჟად“ არის წარმოჩენილი.

ივანიშვილის ანტიქართული "ოცნება" ქართველი ხალხისთვის პოლიტიკური არჩევანის წართმევას და მილიონი მოქალაქის პოლიტიკური ნების გაუქმებას ცდილობს. პარტიების აკრძალვის ინიციატივა მხოლოდ ოპოზიციური პოლიტიკური ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული ბრძოლა არ არის, ეს არის თავდასხმა მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებზე, დემოკრატიულ არჩევანსა და საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგზე. მივმართავთ საქართველოს სახალხო დამცველს, არ დარჩეს ამ პროცესის მიღმა, გამოიყენოს კონსტიტუციითა და კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და წარმოადგინოს სამართლებრივი პოზიცია. როდესაც ხელისუფლება მოქალაქეებს პოლიტიკური არჩევანის უფლებას ართმევს, სახალხო დამცველმა უნდა დაიცვას ადამიანის უფლებები და თითოეული მოქალაქის თავისუფლება, უნდა დაიცვას ხალხი. იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში მოშლილია ინსტიტუციური დაცვის მექანიზმები, თითოეული სამართლებრივი და საერთაშორისო ბერკეტის გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ პროცესში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველამ, ვისაც გაცნობიერებული აქვს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების და დემოკრატიის ბედი საფრთხეშია. ველით, რომ საქართველოს სახალხო დამცველი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჩაერთვება ამ პროცესში და წარმოადგენს სამართლებრივ დასკვნას, რომელიც შეაფასებს მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებების შეზღუდვის კონსტიტუციურობასა და შესაძლო შედეგებს. თუმცა, პარტიების აკრძალვის პროცესი გაცილებით მეტ საფრთხეს შეიცავს, ვიდრე ოპოზიციური ორგანიზაციების და მათი წარმომადგენლების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვაა. სარჩელში მმართველი პარტიის საგარეო პოლიტიკის კრიტიკა "სახელმწიფო საბოტაჟად" არის წარმოჩენილი. ეს ქმნის სახიფათო პრეცედენტს, როდესაც ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური კურსის წინააღმდეგობა შეიძლება კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ ქმედებად გამოცხადდეს. თუ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, რუსეთის "არგაღიზიანების პოლიტიკა" შესაძლოა ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ფაქტობრივ სავალდებულო წესად იქცეს. კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრული ევროატლანტიკური კურსი საქართველოს სტრატეგიული არჩევანია, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების, თავისუფლებისა და მშვიდობიანი მომავლის პერსპექტივას უკავშირდება. ეს არჩევანი კი რუსეთის იმპერიულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. თუ საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა შეფასდება იმის მიხედვით "გააღიზიანებს" თუ არა რუსეთს, 78-ე მუხლი მხოლოდ ქაღალდზე დარჩება, ხოლო ქვეყნის პოლიტიკაზე რეალური ვეტო მოსკოვში, კრემლში გადავა. ეს იქნება არა მხოლოდ კონსტიტუციური პრინციპების უგულებელყოფა, არამედ საქართველოს სუვერენული უფლების ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესებს დაქვემდებარება, - განაცხადა სიორიძემ.
გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აკრძალვის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 44 სტატია.

  • "იმედი გვაქვს, მალე მოხერხდება გადაწყვეტილების შემოტრიალება" - კობახიძე რუსეთში იმპორტის აკრძალვაზეBM.GE
  • ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციოში პარტიების აკრძალვის პროცესებში მონაწილეობას მიიღებსფორმულა
  • ხაბეიშვილი საკონსტიტუციოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესზე დასწრებას მოითხოვსნეტგაზეთი
  • თურმე გაუმჭირვალობაზე გადის ევროპული გზა, რთულია დისკუსიაში შემოსვლა, როცა ეუბნები ქართველს ან ნებისმიერ თავმოყვარე ერს, რომ ლგბტ+ კამპანიის აკრძალვა თურმე არაევროპულია - ირაკლი კირცხალიარუსთავი 2
აკრძალვის →საკონსტიტუციო →

მსგავსი სტატიები

ღარიბაშვილის სასამართლო არ დაიხურა

ღარიბაშვილის სასამართლო არ დაიხურა

ტვ პირველი

თიბისი ემიგრანტებისთვის -  რა პროდუქტებს სთავაზობს ბანკი საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს

თიბისი ემიგრანტებისთვის - რა პროდუქტებს სთავაზობს ბანკი საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს

ტვ პირველი

ცნობილია ვინ წარადგენენ პარტიების აკრძალვის სარჩელზე „ქართული ოცნების“ პოზიციებს

ცნობილია ვინ წარადგენენ პარტიების აკრძალვის სარჩელზე „ქართული ოცნების“ პოზიციებს

ტვ პირველი

"ავტორიტარული რეჟიმის სასოწარკვეთილი ნაბიჯი" - ზურაბიშვილის პირველი რეაქცია ჟურნალისტის დაკავებაზე

"ავტორიტარული რეჟიმის სასოწარკვეთილი ნაბიჯი" - ზურაბიშვილის პირველი რეაქცია ჟურნალისტის დაკავებაზე

ტვ პირველი