მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. ფარცხალაძის შურისძიების კვალი - ვინ დაწერა იმ კომპანიების სია, რომელსაც რუსეთში ღვინო და მინერალური წყალი ვეღარ გააქვს
ფარცხალაძის შურისძიების კვალი - ვინ დაწერა იმ კომპანიების სია, რომელსაც რუსეთში ღვინო და მინერალური წყალი ვეღარ გააქვს

ფარცხალაძის შურისძიების კვალი - ვინ დაწერა იმ კომპანიების სია, რომელსაც რუსეთში ღვინო და მინერალური წყალი ვეღარ გააქვს

ტვ პირველი19 ოქტომბერი, 2026, 18:32|tvpirveli.ge

ფარცხალაძის შურისძიების კვალი. ვინ დაწერა იმ კომპანიების სია, რომელსაც საქართველოდან რუსეთში ღვინო და არაალკოჰოლური სასმელები ვეღარ გააქვს.

“პირველების“ ინფორმაციით, ამ ამბის მთავარი ფიგურანტი ყოფილი გენპროკურორი ოთარ ფარცხალაძე. ეჭვს ამყარებს ისიც, რომ ჯერ კიდევ ზაფხულში ფარცხალაძის უახლოესი გარემოცვის წევრები რუსეთიდან სანქციებს უანონსებდნენ კომპანიებს, რომლებსაც ანტირუსული განწყობა აქვთ და ოპოზიციას უჭერენ მხარს.

ფარცხალაძის შურისძიებას დღეს მამუკა ფიფია უარყოფს. ის ამტკიცებს, რომ ოთარ ფარცხალაძეს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩასარევად არ სცალია.

ბატონი რომანოვი-ფარცხალაძე არ არის დაკავებული შიდა პოლიტიკური პროცესებით საქართველოში, მოგეხსენებათ, რომ ბატონი რომანოვ-ფარცხალაძე არის მეთაური გეორგიევსკის, და მაგი დაკავებულია ამ საქმიანობით. მას არ სცალია შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩასარევად, ჩვენ არ გვაქვს მაგისი დრო და ფუფუნება, რომ მივაქციოთ ყურადღება რაღაც ჭორებს, რომელიც არის თბილისში. ეს არ არის არც ემბარგოდ ა არც სანქციები, ეს პრეტენზიები, რომლებიც არის, არის გარკვეული კომპანიების მიმართ. ჩვენ მოვუწოდებთ ქართულ კომპანიებს, რომლებთანაც არ აქვთ პრეტენზიები რუსებს, განავითარონ და გააგრძელონ საქმიანობა რუსეთში. თუ ისინი არ ჩაერევიან რაღაც პოლიტიკურ პროცესებში და გააკეთებენ პროდუქციას, რომელიც შეესაბამებას რუსეთის “როსპოტრებნადზორს“, არავითარი პრობლემა არ იქნება, - ამბობს ფიფია.

ეკონომისტები ამბობენ, რომ ქართულმა ბიზნესმა ახლა მაინც უნდა ისწავლოს ჭკუა და ეს ყველაფერი “ქართული ოცნების“ რუსეთზე მიბმის პოლიტიკის დამსახურებაა.

რუსული მოულოდნელი სანქციები, ამთ შორის კომპანიების შერჩევის ის განსაკუთრებული თავისებურება, რომელიც რაიმე კონკრეტულ პრინციპს ვერ გამოკვეთს, მორიგ ჯერზე ადასტურებს ქართული ოცნების არასწორ პოლიტიკას, რუსეთზე დამოკიდებული გახადოს ქართული აბზარი. საინტერესოა, როდისმე, ერთ მაგალითს მაინც თუ გაიხსენებს “ოცნება“, რომ ევროკავშირს მიერღოს მსგავსი თვითნებური, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება და თუკი დავუშვებთ, რომ ევროკავშირს მსგავსი ნაბიჯი გადაედგა, როგორც ამას რუსეთი წლების განმავლობაში აკეთებდა, მაშინ წარმოვიდგინოთ, რა სიტყვებით შეამკობს მას პაპუაშვილები, კობახიძეები, კალაძეები და რეჟიმის სხვა მარიონეტები, - აცხადებს ირაკლი აბესაძე.

გიორგი ხიშტოვანი მიჩნევს, რომ ეს კარგი გაკვეთილი ქართული ბიზნესისთვის.

როგორც მინიმუმ ეს არის გაკვეთილი ქართული ბიზნესისთვის, ვემეგობროთ რუსეთს და ვისარგებლოთ უკრაინაში მათი ომით. აი, ეს იყო ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა, ამას განაჩენი გამოუტანა რუსეთმა ამ ემბარგოთი. ეს როგორც მინიმუმ გულუბრყვილო პოლიტიკა იყო, მაქსიმუმ იყო მოღალატეობრივი პოლიტიკა. სამწუხაროდ, ამ ვიწრო სეგმენტებში, როგორიცაა მეღვინეობა, სოფლის მეურნეობა, სასმელებით ვაჭრობა, ქართულმა ბიზნესმა დაუჯერა ოცნებას, ახლა კი მოუწევს მას პირველ რიგში და ჩვენც მეორე რიგში, ამის ფასის გადახდა, - აცხადებს გიორგი ხიშტოვანი.

რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტი დროებით აკრძალა - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ფედერალური ზედამხედველობის სამსახურის წერილზე დაყრდნობით აქვეყნებს.

აკრძალვა შეეხოთ შემდეგ კომპანიებს:

„თელიანი ველი“; „თბილღვინო“; „ძმები ასკანელები“; „ვაინმენი“; „ქართული ლუდის კომპანია“; „კოკა-კოლა“; „ნაბეღლავი“.

დოკუმენტი 9 ოქტომბრითაა დათარიღებული და წერია, რომ „შემოღებულია დროებითი სანიტარული ღონისძიება რუსეთის ფედერაციაში საკვები პროდუქტების იმპორტისა და მიმოქცევის შეჩერების მიზნით“

მათ მიერ გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნულია, რომ საბაჟო კავშირის ტექნიკური რეგლამენტის „სურსათის უვნებლობის შესახებ“ მე-5 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საკვები პროდუქტები, რომლებიც არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის ან საბაჟო კავშირის სხვა მოთხოვნებს, რომლებიც მათზე ვრცელდება, ექვემდებარება მიმოქცევიდან ამოღებას ეკონომიკური ოპერატორის მიერ დამოუკიდებლად ან საბაჟო კავშირის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების ბრძანებით: „თუ დადგინდება ამ წერილში მითითებული შესაბამისი საკვები პროდუქტების არსებობა, დაუყოვნებლივ უნდა მიიღოთ ზომები მათი მიმოქცევიდან ამოსაღებად“.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 294 სტატია.

  • ჩინეთთან და რუსეთთან ეკონომიკური აქტივობა გაიზარდა, ევროკავშირთან კი შემცირდა | ICC-ის ინდექსიBM.GE
  • რუბიო: განიხილება აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერების შესაძლო შეხვედრაფორმულა
  • დავით ჩიხელიძე: "რუსეთთან მებრძოლად" წარმოჩენილი სააკაშვილის დროს საქართველომ ომი და ტერიტორიების ოკუპაცია განიცადა, "რუსეთთან მეგობრობაში" დადანაშაულებული "ქართული ოცნების" მმართველობისას კი რუსეთთან ურთიერთობა დაპირისპირების მთავარ თემად რჩებარუსთავი 2
  • სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხეა – კარასინინეტგაზეთი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

რუსებმა ხარკოვს დაარტყეს - დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი

რუსებმა ხარკოვს დაარტყეს - დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი

ტვ პირველი

მთავრობამ წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანა

მთავრობამ წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანა

ტვ პირველი

ვახოსნაირი გაბედული ათასობით რომ იყოს, რეჟიმი 2 დღეში გაქრებოდა - ხაბეიშვილის სოლიდარობა სანაიას

ვახოსნაირი გაბედული ათასობით რომ იყოს, რეჟიმი 2 დღეში გაქრებოდა - ხაბეიშვილის სოლიდარობა სანაიას

ტვ პირველი

ძმები ფეიქრიშვილების დედა ციხეში შვილებთან შეხვედრას მოითხოვს, აბრამიშვილი ამბობს, რომ ტყუპებს სცემეს

ძმები ფეიქრიშვილების დედა ციხეში შვილებთან შეხვედრას მოითხოვს, აბრამიშვილი ამბობს, რომ ტყუპებს სცემეს

ტვ პირველი