მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. „ქართული ოცნება“ ნეიტრალიტეტის გამოსაცხადებლად ნიადაგს ამზადებს - გრიგოლ გეგელია
„ქართული ოცნება“ ნეიტრალიტეტის გამოსაცხადებლად ნიადაგს ამზადებს - გრიგოლ გეგელია

„ქართული ოცნება“ ნეიტრალიტეტის გამოსაცხადებლად ნიადაგს ამზადებს - გრიგოლ გეგელია

ტვ პირველი16 ნოემბერი, 2026, 15:46|tvpirveli.ge

„ქართული ოცნება“ ქვეყნის ნეიტრალიტეტის გამოცხადებისთვის პოლიტიკურ, სამართლებრივ და მორალურ საფუძვლებს ამზადებს - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ საკონსტიტუციო სასამართლოსთან განაცხადა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით დაწყებული სასამართლო პროცესი არა მხოლოდ პოლიტიკური გაერთიანებების, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისა და მოქალაქეთა არჩევანის უფლების წინააღმდეგ არის მიმართული.

გეგელია ხელისუფლებას კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ქვეყნის ნეიტრალიტეტის გამოცხადება „ქართული ოცნების“ მორიგი დამღუპველი ნაბიჯი იქნება.

„ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, რათა ყველა ქართველმა დაინახოს სიმართლე. მათმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ძალიან კარგად იცის და სიმართლე არის იმაში, რომ ეს რეჟიმი ღალატობს ქვეყნის ინტერესებს, კონსტიტუციას. ამ რეჟიმმა ღიად და დაუფარავად უღალატა კონსტიტუციის 78-ე მუხლს, იმ ვალდებულებას, რაც აიღო ქართველი ერისა და ევროპელების წინაშე. ჩვენ, რა თქმა უნდა, მომზადებული ვართ ყველა არგუმენტით, კითხვითა და პასუხით, რომ დავიცვათ ჩვენი პოზიცია, დავიცვათ მილიონი ქართველის არჩევანის უფლება, რადგანაც დღეს აქ არ სამართლდება პოლიტიკური პარტიები, დღეს აქ სამართლდება ქართული სახელმწიფო და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შემზადდეს პოლიტიკური, მორალური და სამართლებრივი საფუძვლები ნეიტრალიტეტის გამოცხადებისთვის, რაც არის „ქართული ოცნების“ შემდეგი დამღუპველი ნაბიჯი ჩვენი სახელმწიფოსთვის“, - აცხადებს გრიგოლ გეგელია.
გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოცნების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 109 სტატია.

  • კოსი: "ოცნების" წარმომადგენლებს აქ ჩამოსვლა არ სურთ, რადგან უმაღლეს დონეზე არ ვიწვევთფორმულა
  • აჭარის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტით, „ოცნების ქალაქის“ II ეტაპისთვის ₾40.5 მილიონია გამოყოფილი - როდის დასრულდება პროექტი?BM.GE
  • "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართარუსთავი 2
  • “ოცნება” არჩევნების შედეგების გასაჩივრებას კრძალავს” – 3 სამოქალაქო ორგანიზაციის შეფასებანეტგაზეთი
ოცნების →

მსგავსი სტატიები

სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარუდგინა

სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარუდგინა

ტვ პირველი

გააგრძელეთ ქართველი ხალხის მხარდაჭერა - სამადაშვილი ევროკომისარს მიმართავს

გააგრძელეთ ქართველი ხალხის მხარდაჭერა - სამადაშვილი ევროკომისარს მიმართავს

ტვ პირველი

ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის გაფართოების რეალურ პერსპექტივაზე საუბრობს - დასახელებულ ქვეყნებს შორის საქართველო არ არის

ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის გაფართოების რეალურ პერსპექტივაზე საუბრობს - დასახელებულ ქვეყნებს შორის საქართველო არ არის

ტვ პირველი

სელფი მობაილმა ზემო სვანეთში ქსელის გამტარუნარიანობა 5-ჯერ გაზარდა და რეგიონებში 25 საბაზო სადგური განაახლა

სელფი მობაილმა ზემო სვანეთში ქსელის გამტარუნარიანობა 5-ჯერ გაზარდა და რეგიონებში 25 საბაზო სადგური განაახლა

ტვ პირველი