მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. უკრაინის, ამერიკისა და ევროპის მომლაპარაკებელთა ჯგუფების საუბარი შედგა - ზელენსკი
უკრაინის, ამერიკისა და ევროპის მომლაპარაკებელთა ჯგუფების საუბარი შედგა - ზელენსკი

უკრაინის, ამერიკისა და ევროპის მომლაპარაკებელთა ჯგუფების საუბარი შედგა - ზელენსკი

ტვ პირველი16 ნოემბერი, 2026, 23:47|tvpirveli.ge

დღეს უკრაინის, ამერიკისა და ევროპის მომლაპარაკებელთა ჯგუფების საუბარი შედგა - საუბარი მარტივი არ ყოფილა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, დიპლომატიური პროცესები აქტიურად მიმდიანრეობს და იმედოვნებს, რომ ეს ყველაფერი ფუჭად არ ჩაივლის.

„დიპლომატიური პროცესები აქტიურად მიმდინარეობს და ვიმედოვნებთ, რომ ეს ფუჭად არ ჩაივლის. ჩვენი გუნდი მაქსიმალურად კონსტრუქციულად მუშაობს. ჩვენ ომის ღირსეული დასრულება და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები გვჭირდება. ამერიკული გუნდიც აქტიურად არის ჩართული - ონლაინ ფორმატში სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერიც იყვნენ ჩართული“, - აცხადებს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დღევანდელ მოლაპარაკებებში „პირველად, ევროპა სრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი“.

საუბარი მარტივი არ ყოფილა, თუმცა შედეგი არის: ბერლინში, „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში შევხვდებით და მოლაპარაკებების პროცესში კონკრეტულ ერთობლივ ნაბიჯებს შევუმუშავებთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 167 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ნავთობგადასამუშავებელი სიმძლავრეების 55%-ზე მეტი "გაანეიტრალა" - ზელენსკიBM.GE
  • გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინის მხარდაჭერის პასუხისმგებლობა მხოლოდ რამდენიმე წევრ სახელმწიფოს არ უნდა ეკისრებოდეს, ეს ყველას პასუხისმგებლობა უნდა იყოსრუსთავი 2
  • ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის თითქმის €8 მილიარდის გადარიცხვა დაამტკიცაფორმულა
  • აშშ-მა დაამტკიცა უკრაინისთვის „პატრიოტის“ 500 რაკეტის შესაძლო მიყიდვანეტგაზეთი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

თუკი ვინმეს სანქცია დაუწესდა, დააბრალოს მისივე პოლიტიკას - გეგელიას პასუხი მოსამართლეს

თუკი ვინმეს სანქცია დაუწესდა, დააბრალოს მისივე პოლიტიკას - გეგელიას პასუხი მოსამართლეს

ტვ პირველი

ყოფილ პოლიციელს, რომელიც ზინოვნიკას საქმეში ფიგურირებს, საპროცესო გაუფორმდა

ყოფილ პოლიციელს, რომელიც ზინოვნიკას საქმეში ფიგურირებს, საპროცესო გაუფორმდა

ტვ პირველი

მეუფე იობს ივანიშვილმა აგინა - ლევან გოგიჩაიშვილი

მეუფე იობს ივანიშვილმა აგინა - ლევან გოგიჩაიშვილი

ტვ პირველი

პოლიტიკური პარტიის აკრძალვა, საკმაოდ გაბედული, რომ არ ვთქვა, “თავხედური“ ნაბიჯია - ვიქტორ ყიფიანი

პოლიტიკური პარტიის აკრძალვა, საკმაოდ გაბედული, რომ არ ვთქვა, “თავხედური“ ნაბიჯია - ვიქტორ ყიფიანი

ტვ პირველი