მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. მოსკოვის მტკიცებით, ქართულმა ეკლესიამ უკრაინის ეკლესიის არაღიარების პირობა დადო - ფაქტს საქართველოს საპატრიარქო უარყოფს
მოსკოვის მტკიცებით, ქართულმა ეკლესიამ უკრაინის ეკლესიის არაღიარების პირობა დადო - ფაქტს საქართველოს საპატრიარქო უარყოფს

მოსკოვის მტკიცებით, ქართულმა ეკლესიამ უკრაინის ეკლესიის არაღიარების პირობა დადო - ფაქტს საქართველოს საპატრიარქო უარყოფს

ტვ პირველი23 ნოემბერი, 2026, 13:28|tvpirveli.ge

რუსეთისა და საქართველოს საპატრიარქოები მოსკოვში გამართული შეხვედრის შესახებ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ავრცელებენ. რუსეთის საპატრიარქოს მტკიცებით, ქორეპისკოპოსმა თეოდორემ პატრიარქ კირილეს პირობა მისცა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ აღიარებს არავის, ვისაც რუსეთის ეკლესიისგან ხელდასხმა არ მიუღია.

განცხადება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს უკავშირდება. რუსეთის საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარებას ეწინააღმდეგება, საქართველოს საპატრიარქოს კი ამ საკითხზე გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია.

მოსკოვის განცხადებას საქართველოს საპატრიარქო უარყოფს. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, რუსეთის პატრიარქისთვის მსგავსი გარანტიები არ გაცემულა.

მე ვესაუბრე მეუფე თეოდორეს. მან თქვა, რომ ზოგადად საუბარი შეეხებოდა მართლმადიდებლური ეკლესიის ერთობას გარკვეული მტკივნეული საკითხები შეემატა ბოლო პერიოდში, მის სხეულზე წყლულები გაჩნდა, რომლის განკურნებაზეც საუბარი იყო ყველა იქ მყოფ დამსწრე მონაწილეების მხრიდან. და, ზოგადად, საუბარი იყო, რომ ერთობას ხელს შეუწყობს საეკლესიო კანონიკის ზედმიწევნითი დაცვა. ჩვენ რომ ვნახოთ ეს განცხადება, იქ უკრაინა ნახსენები არ არის. ვერასდროს სინოდის სახელით, თუ სინოდს არ უმსჯელია, ვერავინ იტყვის ქართული ეკლესიის დამოკიდებულებას ამა თუ იმ საკითხზე, რაც საგარეო საკითხს ეხება. საგარეო ურთიერთობებში არაფერი შეცვლილა. ეს ყველაფერი ხდება, როდესაც რუსეთთან პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ქართული ეკლესიის დელეგაცია ჩავიდა მოსკოვში და გასაგებია, რომ საზოგადოებას აქვს შეკითხვები, თუმცა ყველა უნდა მიეჩვიოს ამას, რომ ქართულ ეკლესიას ყველა ადგილობრივ ეკლესიასთან აქვს ურთიერთობები და ეს არის კარგი, - ამბოლბს ანდრია ჯაღმაიძე.

შეგახსენებთ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია რუსეთის პატრიარქ კირილეს მოსკოვში, 21 ნოემბერს შეხვდა. ვიზიტი რუსეთის პატრიარქის 80 წლის იუბილეს უკავშირდებოდა.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 170 სტატია.

  • რობერტ ფიცოს განცხადებით, სლოვაკეთი უკრაინისთვის ევროკავშირის 45-მილიარდიანი ახალი სესხის დაფარვაში მონაწილეობას არ მიიღებსრუსთავი 2
  • პუტინი უკრაინაში აშშ-ის მეგობარი არ არის – აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტრამპის განცხადებაზეBM.GE
  • უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი, ცენტრალური უკრაინის უდიდესი ნაწილი, კიევის ჩათვლით, ძირძველი რუსული მიწებია – ლავროვინეტგაზეთი
  • EU-მ უკრაინისთვის დამატებით 1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება დაამტკიცაფორმულა
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

საპატრაირქო ადასტურებს, რომ სუროგაცია საქართველოში მათი მხარდაჭერით აიკრძალება

საპატრაირქო ადასტურებს, რომ სუროგაცია საქართველოში მათი მხარდაჭერით აიკრძალება

ტვ პირველი

უკრაინას ეკუთვნის დამოუკიდებელი სტატუსი - ცურტაველი მიტროპოლიტი ვახტანგი

უკრაინას ეკუთვნის დამოუკიდებელი სტატუსი - ცურტაველი მიტროპოლიტი ვახტანგი

ტვ პირველი

შსს და პროკურატურა 225 ახალი ჰიბრიდული ავტომობილის შესყიდვას ₾12.7 მილიონად გეგმავენ

შსს და პროკურატურა 225 ახალი ჰიბრიდული ავტომობილის შესყიდვას ₾12.7 მილიონად გეგმავენ

ტვ პირველი

გიორგი მინდაძის დედის პირველი ემოციები შვილის გათავისუფლების შემდეგ

გიორგი მინდაძის დედის პირველი ემოციები შვილის გათავისუფლების შემდეგ

ტვ პირველი