მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. პატრიარქი შიო III ადასტურებს, რომ სუროგაციის აკრძალვაზე მსჯელობა წინასწარ მიმდინარეობდა
პატრიარქი შიო III ადასტურებს, რომ სუროგაციის აკრძალვაზე მსჯელობა წინასწარ მიმდინარეობდა

პატრიარქი შიო III ადასტურებს, რომ სუროგაციის აკრძალვაზე მსჯელობა წინასწარ მიმდინარეობდა

ტვ პირველი23 ნოემბერი, 2026, 14:34|tvpirveli.ge

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამე სუროგაციის აკრძალვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და მას "ქვეყნის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად" აფასებს.

მისივე თქმით, სასულიერო პირები და მრევლი ამ გადაწყვეტილებით მოხარულები არიან და ლოცულობენ, რომ მისი განხორციელება და ბოლომდე მიყვანა წარმატებით მოხდეს.

პატრიარქის თქმით, ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ორმხრივი ურთიერთობა და საუბრები როგორც სუროგაციის პრობლემაზე, ისე სხვა მიმდინარე საკითხებზე.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და დიდი კმაყოფილებით გამოვეხმაურო იმ ახალ ინიციატივას, რომელიც გუშინ მოვისმინეთ. ეს ეხება საქართველოში სუროგაციის აკრძალვას. ძვირფასო ძმებო და დებო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი ძალიან მძიმე ცოდვა. ამის აკრძალვა ჩვენს ქვეყანაში იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით. დღეს რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ძალიან მოხარული ვართ ამ გადაწყვეტილების გამო. ვლოცულობთ, რომ ღმერთმა, წმინდა გიორგიმ, წმინდა ნინომ შეგაძლებინოთ, ეს განახორციელოთ და ბოლომდე მიიყვანოთ. ამას წინ უსწრებდა, რა თქმა უნდა, ჩვენი ურთიერთობაც, ამ პრობლემის თაობაზე ერთმანეთთან საუბარიც, ასევე სხვა მიმდინარე პრობლემებზეც. ძალიან მოხარული ვარ, თქვენი ეს გადაწყვეტილება მომდინარეობს თქვენი ქრისტიანული მსოფლმხედველობიდან და იქიდან, რომ თქვენ გული შეგტკივათ ჩვენი ეკლესიისთვის, ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანული, ტრადიციული ღირებულებების გაძლიერების და დანერგვის თვალსაზრისით“, – აღნიშნა პატრიარქმა.

საქართველოში სუროგაცია აიკრძალება - გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს.

შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უახლოეს მომავალში დაინიცირდება.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აკრძალვის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 109 სტატია.

  • "ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტია, რადგან სუროგაცია არის ძალიან მძიმე მდგომარეობა - ბავშვები ხშირად იყიდებიან უცხოელებზე" - დეკანოზი შალვა კეკელია სუროგაციის აკრძალვის ინიციატივაზერუსთავი 2
  • „ორი დღის წინ შეხვედრა მქონდა ჯანდაცვის სამინისტროში, არც მიფიქრია, რომ აკრძალვაზე საუბარი იქნებოდა“ – ემბრიოლოგი სუროგაციის აკრძალვაზეBM.GE
  • ირაკლი კირცხალია: საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთფორმულა
  • ომბუდსმენი ოპოზიციის აკრძალვის სარჩელზე საკონსტიტუციოს „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებით მიმართანეტგაზეთი
აკრძალვის →

მსგავსი სტატიები

ეკლესიისა და ხელისუფლების ერთიანობის ხაზგასმა გიორგობის დღესასწაულზე - რა თქვა ირაკლი კობახიძემ ბოდბეში?

ეკლესიისა და ხელისუფლების ერთიანობის ხაზგასმა გიორგობის დღესასწაულზე - რა თქვა ირაკლი კობახიძემ ბოდბეში?

ტვ პირველი

საპატრაირქო ადასტურებს, რომ სუროგაცია საქართველოში მათი მხარდაჭერით აიკრძალება

საპატრაირქო ადასტურებს, რომ სუროგაცია საქართველოში მათი მხარდაჭერით აიკრძალება

ტვ პირველი

უკრაინას ეკუთვნის დამოუკიდებელი სტატუსი - ცურტაველი მიტროპოლიტი ვახტანგი

უკრაინას ეკუთვნის დამოუკიდებელი სტატუსი - ცურტაველი მიტროპოლიტი ვახტანგი

ტვ პირველი

შსს და პროკურატურა 225 ახალი ჰიბრიდული ავტომობილის შესყიდვას ₾12.7 მილიონად გეგმავენ

შსს და პროკურატურა 225 ახალი ჰიბრიდული ავტომობილის შესყიდვას ₾12.7 მილიონად გეგმავენ

ტვ პირველი