ორიგინალი
"ოცნებაში" არ გამორიცხავენ, რომ სუსი დეპუტატებსაც უსმენდეს
ტვ პირველი·15:32

"ოცნებაში" არ გამორიცხავენ, რომ სუსი დეპუტატებსაც უსმენდეს

25 ნოემბერი, 2026 · 15:32

„ქართული ოცნების“ წევრი, ნინო წილოსანი არ გამორიცხავს დეპუტატების მოსმენის შესაძლებლობას და აცხადებს, რომ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ეს სპეციალური სამსახურების უფლებამოსილებაა.

წილოსანი სუს-ის საქმიანობას დადებითად აფასებს და ამტკიცებს, რომ უწყებამ ქვეყნის წინაშე არსებული მნიშვნელოვანი საფრთხეები დროულად აღმოფხვრა.

ის, რაც ანგარიშში არის მოცემული, დასტურდება კონკრეტული საჭიროებით და გამოწვევებით, ამიტომ ვფიქრობ, რომ ამაზე მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ინტერესია, რომ გაკეთდეს აქცენტი. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ და შედეგადაც ჩანს, რომ ყველა ის მნიშვნელოვანი გამოწვევა და საფრთხეები, რომელიც არსებობდა, მყისიერად იყო აღმოფხვრილი, - ამბობს წილოსანი.

"პირველების" კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა, რომ დეპუტატებსაც უსმენდნენ, ნინო წილოსანი ასე პასუხობს:

თუ ეს ლეგიტიმურად ხდება, თუი სპეციალურ სამსახურებს აქვს ამის წინაპირობა და შესაბამისად, ყველა პროცედურის დაცვით არის ეს გაკეთებული, რა თქმა უნდა, ეს არის მათი უფლებამოსილება. მე ვერ გეტყვით, წარმოებს თუ არა ახლა რაიმე მოსმენა, თქვენ შეგიძლიათ თავად სუსს ჰკითხოთ, თუმცა დარმწუნებული ვარ, რომ ეს გარკვეულწილად კონფიდენციაულური ინფორმაციაც იყოს და თქვენნაირი ჭორიკანა ტელევიზიებისთვის ეს არ იყოს განსაკუთრებით გასაჯაროებული, - ამბოლბს წილოსანი.

„ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური კი დარწმუნებულია, რომ მოსმენების შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა დაცული იქნება.

მოსმენა, თქვენ იცით, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რა დროს, რა ვითარებაში და რის საფუძველზე ხდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ეს საფუძველი და კრიტერიუმი იქნება დაკმაყოფილებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამისთვისაც არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ის უწყებები, რომელიც ამ ყველაფერს აზღვევს, - ამბობს ალუდა ღუდუშაური.

სუსის ახალმა უფროსმა პარლამენტში მოხსენებით გამოსვლა 15 წუთში დაასრულა. თამაზ ბორაშვილმა საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობაზე ისაუბრა და ყურადღება 2025 წლის ოქტომბრის მოვლენებზე, BBC-ის გამოძიებასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე გაამახვილა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: tvpirveli.ge
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. "ოცნებაში" არ გამორიცხავენ, რომ სუსი დეპუტატებსაც უსმენდეს

თემა: ოცნების

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 96 სტატია.

  • BM.GE·18:04
    რატომ ირჩევს "ოცნება" სუროგაციის აკრძალვას და არა მკაცრ რეგულირებას - სარჯველაძის განმარტება
  • ფორმულა·14:21
    მეუფე იობი „ქართულ ოცნებაზე“: მხარს ვუჭერდი, მაგრამ გადაუხვიეს და მხილება იყო საჭირო
  • რუსთავი 2·21:51
    "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა
  • ნეტგაზეთი·11:31
    “ოცნება” არჩევნების შედეგების გასაჩივრებას კრძალავს” – 3 სამოქალაქო ორგანიზაციის შეფასება
ოცნების

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ტვ პირველი·19:22

სალომე ზურაბიშვილი: 28 ნოემბერს ერთად დგომით უნდა გამოვაცხადოთ, რომ ჩვენ არ ვეგუებით

სალომე ზურაბიშვილი: 28 ნოემბერს ერთად დგომით უნდა გამოვაცხადოთ, რომ ჩვენ არ ვეგუებით
ტვ პირველი·19:10

მინსკი: გალუზინისა და ზურაბაშვილის მოლაპარაკებები შესაძლოა, მოსკოვსა და თბილისში გაგრძელდეს

მინსკი: გალუზინისა და ზურაბაშვილის მოლაპარაკებები შესაძლოა, მოსკოვსა და თბილისში გაგრძელდეს
ტვ პირველი·19:05

ექსპერტების ვარაუდით, წლის ბოლომდე 1კგ. ფქვილის ფასი 5-დან 7 ლარამდე გაიზრდება

ექსპერტების ვარაუდით, წლის ბოლომდე 1კგ. ფქვილის ფასი 5-დან 7 ლარამდე გაიზრდება
ტვ პირველი·18:55

ევროპარლამენტარი: კვლავ ვახდენთ ზეწოლას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე და ვითხოვთ სანქციების დაწესებას ("ოცნების" მიმართ)

ევროპარლამენტარი: კვლავ ვახდენთ ზეწოლას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე და ვითხოვთ სანქციების დაწესებას ("ოცნების" მიმართ)
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.