ორიგინალი
„ფედერალისტების“ წევრს გიორგი სიხარულიძეს ნახევარმილიონიანი ჯარიმა დააკისრეს და ქონება დაუყადაღეს
ტვ პირველი·16:50

„ფედერალისტების“ წევრს გიორგი სიხარულიძეს ნახევარმილიონიანი ჯარიმა დააკისრეს და ქონება დაუყადაღეს

25 ნოემბერი, 2026 · 16:50

პარტია „ფედერალისტები“ მისი წევრის, ბიზნესმენ გიორგი სიხარულიძის წინააღმდეგ განხორციელებული საგადასახადო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და შემოსავლების სამსახურის მიერ მისი კომპანიების შემოწმებას პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.

სიხარულიძის განცხადებით, შემოსავლების სამსახური მისი სამივე კომპანიის საქმიანობით 2024 წლის ივლისში დაინტერესდა - ოპოზიციური პარტიის შიდაპარტიულ არჩევნებში მისი მონაწილეობიდან და კომპანიის ტერიტორიაზე საარჩევნო უბნის მოწყობიდან ათ დღეში. ბიზნესმენის თქმით, მანამდე, 11 წლის განმავლობაში, მის კომპანიებში საგადასახადო შემოწმება არ ჩატარებულა.

პარტიის ინფორმაციით, წელიწადნახევრის განმავლობაში შვიდი შემოწმების ჩატარების შემდეგ შემოსავლების სამსახურმა სიხარულიძის ერთ-ერთ უმოქმედო კომპანიას ინვენტარიზაციის ჩატარება დაავალა. ბიზნესმენი აცხადებს, რომ აღნიშნული მოთხოვნის შესრულება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, რის გამოც კომპანიას 500 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

ამის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა სასამართლოს მიმართა და გიორგი სიხარულიძის დაჯარიმებული კომპანიის ცრუმაგიერ პირად აღიარება მოითხოვა. ბიზნესმენის შეფასებით, უწყების მიზანი მისთვის პირადად ფინანსური ზიანის მიყენება იყო.

2026 წლის 30 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. პარტიის ცნობით, გადაწყვეტილების შედეგად სიხარულიძის პირადი ქონება, საბანკო ანგარიშები და კომპანიებში მისი კუთვნილი წილები დაყადაღდა.

„როგორც არ უნდა სცადოს ივანიშვილის რეჟიმმა, რა უკანონო ზომებსაც არ უნდა მიმართონ ივანიშვილის მორჩილმა ინსტიტუტებმა, არ გავჩერდები, სანამ ამ ქვეყანაში დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას არ მივაღწევთ, რათა ერთხელ და სამუდამოდ თავი დავაღწიოთ უსამართლობის წყევლას, რომელიც ჩვენს ქვეყანას გასაქანს არ აძლევს. ამისთვის არსებითია, რომ 28 ნოემბერს, 19:00 საათზე ბევრნი შევიკრიბოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან“, – აცხადებს ის.

სრული სტატია წყაროზეწყარო: tvpirveli.ge
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. „ფედერალისტების“ წევრს გიორგი სიხარულიძეს ნახევარმილიონიანი ჯარიმა დააკისრეს და ქონება დაუყადაღეს

თემა: წევრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 52 სტატია.

  • რუსთავი 2·16:50
    სემეკის წევრმა გივი სანიკიძემ სტუდენტებს სემეკის საქმიანობა გააცნო
  • იმედი·16:12
    სემეკის წევრმა გივი სანიკიძემ სტუდენტებს სემეკის საქმიანობა გააცნო
  • ნეტგაზეთი·15:05
    “ფედერალისტების” წევრ ბიზნესმენს ნახევარი მლნ ლარის ჯარიმა დააკისრეს და ქონება დაუყადაღეს
  • BM.GE·22:30
    ევროკომისია წევრ ქვეყნებს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქციების სიიდან ამოღებას სთავაზობს
წევრი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ტვ პირველი·18:55

ევროპარლამენტარი: კვლავ ვახდენთ ზეწოლას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე და ვითხოვთ სანქციების დაწესებას ("ოცნების" მიმართ)

ევროპარლამენტარი: კვლავ ვახდენთ ზეწოლას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე და ვითხოვთ სანქციების დაწესებას ("ოცნების" მიმართ)
ტვ პირველი·18:40

ხმაური და დაპირისპირება სასამართლოში - მოკლული მასწავლებლის დედის თქმით, ნია იმნაძის ბიძამ პროვოკაცია მოუწყო

ხმაური და დაპირისპირება სასამართლოში - მოკლული მასწავლებლის დედის თქმით, ნია იმნაძის ბიძამ პროვოკაცია მოუწყო
ტვ პირველი·18:26

ღარიბაშვილმა ჯუანშერ ბურჭულაძეს "საპროცესო გარიგებით ნაყიდი" უწოდა

ღარიბაშვილმა ჯუანშერ ბურჭულაძეს "საპროცესო გარიგებით ნაყიდი" უწოდა
ტვ პირველი·18:17

"თბილისის პოლიციის მე-5 განყოფილების შენობაში "მაკაჩავეს", შეურაცხყოფა მომაყენეს და კინაღამ მცემეს" - ადვოკატი

"თბილისის პოლიციის მე-5 განყოფილების შენობაში "მაკაჩავეს", შეურაცხყოფა მომაყენეს და კინაღამ მცემეს" - ადვოკატი
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.