ორიგინალი
ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ "კაზინოების კანონის" მიღება "ოცნებას" შესაძლოა, "კრიმინალურმა სამყარომ" დაუკვეთა
ტვ პირველი·20:57

ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ "კაზინოების კანონის" მიღება "ოცნებას" შესაძლოა, "კრიმინალურმა სამყარომ" დაუკვეთა

25 ნოემბერი, 2026 · 20:57

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ფიქრობს, რომ კაზინოებთან დაკავშირებული კანონის მიღება "ოცნებას" შესაძლოა, "კრიმინალურმა სამყარომ" დაუკვეთა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სავარაუდოდ, კრიმინალურ სამყაროდან ვიღაცას აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული შეღავათები რაღაცაში აწყობდა და სწორედ ამიტომ იქნა მიღებული.

მეხუთე პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ხელისუფლება ახლა ქვეყანაში მის მიერ დარბუნებულ ე.წ. კრიმინალური სამყაროს ვეღარ აკონტროლებს.

მისი თქმით, სწორედ ამას უკავშირდება ბერა ივანიშვილის ქვეყნიდან წასვლაც - "ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდა რომ შვილი ქვეყნიდან გაეყვანა".

თქვენ გახსოვთ ამ ბოლო პერიოდში, ბოლო ორი წლის, სამი წლის, რამდენიც გინდათ, თუ გახსოვთ რომელიმე კანონი, რომელიც რომელიმე საზოგადოების სეგმენტისთვის, რომელიმე სფეროსთვის წარმოადგენს რამე შეღავათებს, გარდა თავიანთთვის რასაც აკეთებენ? მე არ მახსოვს, და ეს არის ერთადერთი გამონაკლისი — თურმე ის სფერო, რომელიც ყველაზე მეტად მოითხოვს რაღაც შეღავათებს, ყოფილა აზარტული თამაშების სფერო. ხო, გაოცდებით და მეც გავოცდი. ეს რატომ ხდება? ალბათ შეიძლება იყოს ის, რაც უკვე ვახსენე სხვა ადგილას, რომ ეს არის ვიღაცეებთან დაკავშირებული, რომლებიც არიან ავტორები სწორედ ამ კანონის პარლამენტში — ყველას ხომ თავისი სფერო აქვს, რომელსაც უვლის პარლამენტში. ეს ერთი არის. მეორე არის, რომ რეალურად დღეს ჩვენ ვდგავართ კიდევ უფრო მასშტაბური პრობლემის წინაშე, რომელიც არის ის, რომ კრიმინალური სამყარო წაახალისეს ამ ქვეყანაში, შემოიყვანეს, დააბრუნეს — როგორც გინდათ ისე თქვით — და რაღაცნაირად ვეღარ მართავენ. ის რაც გამოუშვეს ბოთლიდან ჯინი, ვეღარ მართავენ, ვეღარ აბრუნებენ უკან. ამიტომ იძულებული გახდა ბიძინა ივანიშვილი, რომ შვილი ქვეყნიდან გაეყვანა, ჩინეთამდე მიეყვანა, რაც შეიძლება შორს, და ისეთ ქვეყანაში, სადაც შეიძლება დაცული იყოს, იმიტომ რომ ისეთი მკაცრი წყობა არის, რომ შეიძლება იქ დაცული იყოს უფრო. მაგრამ რეალურად ეს იმას ნიშნავს, რომ ამ კრიმინალურ სამყაროსთან აღარ იციან, როგორ მოიქცნენ, და ერთ-ერთი ფორმა არის ალბათ, რაღაც ნაწილს ამ კრიმინალურ სამყაროდან ეს შეღავათები რაღაცაში აწყობს და ამიტომ იქნა მიღებული. ყველაფერს ჩვენ ვერ გავიგებთ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის ფარული, ყველაფერი ხდება ყველა დისკუსიის, ახსნის მიღმა. ცხადია, პარლამენტში არანაირი მსჯელობა არაფერზე არ არის, და ამ კანონზეც, როგორც წესი არის, არ ყოფილა არანაირი მსჯელობა. მიღებული არის ყველა კანონი შემოტანილი და ნახევარ დღეში, ორ დღეში მიღებული, თავისი კომისიით და ყველანაირი საფეხურით მიღებული არის ისე, რომ არანაირი მსჯელობა ან არანაირი წინააღმდეგობა, არანაირი ერთი ხმა წინააღმდეგ ამ კანონების. ამას ჰქვია ტოტალური", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: tvpirveli.ge
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ "კაზინოების კანონის" მიღება "ოცნებას" შესაძლოა, "კრიმინალურმა სამყარომ" დაუკვეთა

თემა: მიღება

ამ თემას 7 ქართული წყარო აშუქებს — სულ 35 სტატია.

  • პოსტივი·20:55
    პრემიერი: „ნებისმიერი სამედიცინო სერვისის მიღება მოქალაქეს თავის ქვეყანაში უნდა შეეძლოს. თანამედროვე კლინიკა სრულფასოვნად მაშინ ასრულებს დანიშნულებას, თუ მკურნალობის საშუალება ყველას აქვს – ამიტომ ვზრუნავთ სამედიცინო სერვისების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობაზე“
  • აჭარის ტელევიზია·20:45
    ირაკლი კობახიძე: ნებისმიერი სამედიცინო სერვისის მიღება მოქალაქეს საკუთარ ქვეყანაში უნდა შეეძლოს, სწორედ ამიტომ ვზრუნავთ სამედიცინო სერვისების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობაზე
  • BM.GE·20:40
    ნებისმიერი სამედიცინო სერვისის მიღება მოქალაქეს საკუთარ ქვეყანაში უნდა შეეძლოს - ირაკლი კობახიძე "თოდუას" ახალი  ქირურგიული კლინიკის გახსნაზე
  • რუსთავი 2·20:31
    პრემიერი: ნებისმიერი სამედიცინო სერვისის მიღება მოქალაქეს თავის ქვეყანაში უნდა შეეძლოს. თანამედროვე კლინიკა სრულფასოვნად მაშინ ასრულებს დანიშნულებას, თუ მკურნალობის საშუალება ყველას აქვს - ამიტომ ვზრუნავთ სამედიცინო სერვისების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობაზე
მიღებაოცნების

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ტვ პირველი·21:24

მერსი სულხანიშვილმა გადაცემა "სარკასტიკაში" სტუმრობის შემდეგ, წამყვანს პოლიციაში უჩივლა

მერსი სულხანიშვილმა გადაცემა "სარკასტიკაში" სტუმრობის შემდეგ, წამყვანს პოლიციაში უჩივლა
ტვ პირველი·21:05

"კრიმინალური სამყაროს" ვეღარ მართავენ, ამიტომ ივანიშვილი იძულებული გახდა, შვილი ქვეყნიდან გაეყვანა - ზურაბიშვილი

"კრიმინალური სამყაროს" ვეღარ მართავენ, ამიტომ ივანიშვილი იძულებული გახდა, შვილი ქვეყნიდან გაეყვანა - ზურაბიშვილი
ტვ პირველი·20:35

სალომე ზურაბიშვილი: ჩვენს ქვეყანაში, ამ სისტემაში ადამიანის უსაფრთხოება დაცული არ არის - უნდა ვებრძოლოთ სისტემას

სალომე ზურაბიშვილი: ჩვენს ქვეყანაში, ამ სისტემაში ადამიანის უსაფრთხოება დაცული არ არის - უნდა ვებრძოლოთ სისტემას
ტვ პირველი·20:23

ზურაბიშვილს იმედი არ აქვს, რომ საგამოძიებო უწყებები იტყვიან, ვინ დგას თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის უკან

ზურაბიშვილს იმედი არ აქვს, რომ საგამოძიებო უწყებები იტყვიან, ვინ დგას თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის უკან
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.