ორიგინალი
„ადამიანი მაგდა ანიკაშვილთან ვერ ლაპარაკობდა და გალუზინს უსვამ სასაუბროდ" - სიჭინავა მინსკში გამართულ შეხვედრას „კატასტროფას“ უწოდებს
ტვ პირველი·23:40

„ადამიანი მაგდა ანიკაშვილთან ვერ ლაპარაკობდა და გალუზინს უსვამ სასაუბროდ" - სიჭინავა მინსკში გამართულ შეხვედრას „კატასტროფას“ უწოდებს

26 ნოემბერი, 2026 · 23:40

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, ბერდია სიჭინავა 19 ნოემბერს მინსკში გამართულ შეხვედრას "რეაქციაში" აფასებს.

წინა კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი საქართველსო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ირაკლი კობახიძის სპეცწარმომადგენელს გიორგი ზურაბაშვილს შეხვდა.

სიჭინავა მომხდარს „კატასტროფას“ უწოდებს და აცხადებს, რომ ბელარუსის დედაქალაქში გამართული კონსულტაციებიდან ხელშესახები შედეგების მოლოდინი უსაფუძვლოა.

როგორც პოლიტიკოსი აღნიშნავს, მინსკი ნეიტრალურ სივრცედ ვერ მიიჩნევა იმ ქვეყნის დედაქალაქის სტატუსის გამო, რომლის პრეზიდენტიც რამდენიმე წლის წინ სოხუმში იმყოფებოდა და რითაც ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი დაირღვა.

ბერდია სიჭინავა ეჭვქვეშ აყენებს ზურაბაშვილის კომპეტენციასა და დიპლომატიურ გამოცდილებას. მისი თქმით, ადამიანს, რომელსაც „იმედის“ ეთერში მაგდა ანიკაშვილთან გასაუბრებაც გაუჭირდა, მიხაილ გალუზინთან მოლაპარაკების წარმოების რესურსი არ აქვს.

„კატასტროფაა. ობიექტურად რომ შევხედოთ - არ არსებობს ადამიანი, რომელსაც უყვარს ეს ქვეყანა, [რომლისთვისაც] ტერიტორიულ მთლიანობაზე მაღლა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობა იდგეს, მაგრამ ეს ხომ ცრუ დილემაა შემოსაღებული თვითონ რუსული ნარატივი, რომ თითქოს ვიღაცასთან ურთიერთობების დალაგების ხარჯზე, ნატოზე და ევროკავშირზე უარის თქმის ხარჯზე შეიძლება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს. ამ საკვებით კვებავდა თავის ამომრჩეველს 2024 წლის არჩევნების განმავლობაში თავად „ოცნება“. მინსკი ნეიტრალურ ტერიტორიად როგორ შეიძლება განიხილებოდეს, როდესაც რუსეთის ფედერაცია, 2022 წელს განახლდა აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ [და] ცდილობს, უკრაინული მხარე მინსკში მიიტყუოს მოლაპარაკებების მაგიდასთან? უკრაინული მხარე ამას არ თანხმდება, ხან სტამბულში აქვთ შეხვედრები და ხან - სხვა ნეიტრალურ ტერიტორიებზე. ანუ, ჩვენ რა დაგვემართა ისეთი ოკუპირებულ ქვეყანას, რომ ჩავდივართ იმ ქვეყნის დედაქალაქში, რომლის პრეზიდენტიც სამი წლის წინ იყო ჩასული სოხუმში და ფაქტობრივად დარღვეული აქვს ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი. აი, ამ ტერიტორიაზე ჩავდივართ და მოლოდინი გვაქვს იმის, რომ რაღაც ხელშესახებ შედეგებს წამოვიღებთ ამ მოლაპარაკებებიდან. ჯერ ერთი, ხომ ისეთი ადამიანი უნდა გყავდეს წარგზავნილი, რომლისგანაც მოლოდინი გაქვს, რომ რაღაც დიპლომატიური გამოცდილება, ზურგი აქვს ისეთი, რომ შეძლებს ამ მოლაპარაკებების წარმოებას. ადამიანი მაგდა ანიკაშვილთან ვერ ლაპარაკობდა გუშინ, რა ინტერვიუც გავიდა „იმედის“ ეთერში და გალუზინს რომ უსვამ სასაუბროდ, ჯერ ხომ უნდა იცოდე, ვინ არის გალუზინი - ადამიანი იყო იაპონიის ელჩი [რუსეთის ელჩი იაპონიაში]. იაპონიასა და რუსეთს როგორი ურთიერთობა აქვთ კურილის კუნძულების გამო, ყველამ კარგად ვიცით. უზარმაზარი დიპლომატიური ბექგრაუნდით, თან ეს არის ადამიანი, რომელმაც გადმოიბარა ანდრეი რუდენკოსგან [პორტფელი] და ამ პორტფელზე გადავიდა ოკუპირებული ტერიტორიებიც - ცხინვალის რეგიონიც და აფხაზეთიც, და გალუზინი მუშაობს იმაზე, რომ ეს ტერიტორიები საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად იქნეს აღიარებული.“

სრული სტატია წყაროზეწყარო: tvpirveli.ge
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. „ადამიანი მაგდა ანიკაშვილთან ვერ ლაპარაკობდა და გალუზინს უსვამ სასაუბროდ" - სიჭინავა მინსკში გამართულ შეხვედრას „კატასტროფას“ უწოდებს

თემა: გალუზინმა

ამ თემას 20 ქართული წყარო აშუქებს — სულ 45 სტატია.

  • რადიო თავისუფლება·20:50
    თბილისი ხაზს უსვამს, რომ ზურაბაშვილი გალუზინს მინისტრის მოადგილის სტატუსით არ ესაუბრება - მოსკოვი მას მაინც ასე მოიხსენიებს
  • რუსთავი 2·14:30
    პრემიერი: სპეცწარმომადგენელმა ახსენა 3 საკითხი, რომელიც დააყენა ბატონმა გალუზინმა - ღვინის ხარისხი, უკრაინის სასარგებლოდ ომის დაფინანსება და რუსეთის საწინააღმდეგო პროპაგანდაში კომპანიების ჩართულობა. შვიდივე კომპანიის შემთხვევაში სამივე პუნქტი აბსურდია
  • იმედი·14:16
    პრემიერი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრაზე: „დიფ სთეითს“ აქვს ძალიან დიდი გავლენები - გვარებს არ დავაკონკრეტებ, მაგრამ შუა რგოლის მოსყიდვა აბსოლუტურად რეალური შეიძლება იყოს. იმედი მაქვს, ამ ყველაფერს კარგად გაიაზრებენ რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში და იმედი გვაქვს, ეს საკითხი ამოიწურება
  • აჭარის ტელევიზია·10:11
    გიორგი ზურაბაშვილი: გალუზინთან შეხვედრაზე პრინციპული საკითხი იყო ქართული ღვინის დაბრუნება რუსეთის ბაზარზე, მან მაცნობა, რომ ქართული ღვინის კიდევ ორ კომპანიაზეა საუბარი, რომლის დასანქცირებასაც აპირებენ
გალუზინმაშეხვედრაზე

ტექსტის ზომა

გაზიარება

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.