ორიგინალი
თბილისი ზურაბაშვილს სხვა მანდატით გზავნის მოლაპარაკებებზე, მოსკოვი მაინც მინისტრის მოადგილედ მოიხსენიებს
რადიო თავისუფლება·20:50

თბილისი ზურაბაშვილს სხვა მანდატით გზავნის მოლაპარაკებებზე, მოსკოვი მაინც მინისტრის მოადგილედ მოიხსენიებს

26 ნოემბერი, 2026 · 20:50

თბილისი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე რუს კოლეგა მიხაილ გალუზინს არა მინისტრის პირველი მოადგილის, არამედ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის სტატუსის ესაუბრება.

თუმცა მოსკოვი გიორგი ზურაბაშვილს მაინც მოიხსენიებს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ.

საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის ომის შემდეგ არ აქვს.თბილისი აცხადებს, რომ სპეციალური წარმომადგენლის მანდატის გაფართოება ამ რეალობას არ ცვლის და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ოკუპაციის დასრულებამდე შეუძლებელია.

„არა მოადგილე, არამედ წარმომადგენელი“

26 ნოემბერს, როდესაც უპასუხებდა ჟურნალისტების შეკითხვებს შესაძლებლობაზე, მინსკის დიაოლოგის შემდეგ, ორი ქვეყნის წარმომადგენლები ერთმანეთს მოსკოვსა და თბილისში მონაცვლეობით შეხვდნენ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა:

„ეს შეხვედრები, რა თქმა უნდა, შეიძლება შედგეს მოსკოვსა და თბილისშიც…„აქ მთავარია პრინციპების დაცვა. ამ პრინციპების დაცვისთვის განმსაზღვრელი არის, რომ მოსკოვში გაემგზავრება არა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, არამედ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი“.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა იქვე დასძინა, რომ მთავარია, „არცერთმა ჟესტმა ჩრდილი არ უნდა მიაყენოს არაღიარების პოლიტიკას“:

„არც დროშების იქ განთავსება, არც მოსკოვსა და თბილისში შეხვედრების გამართვა არ უპირისპირდება არაღიარების პრინციპს,“ - თქვა მან და დასძინა:

„მოსკოვში ქართული დროშის აფრიალება არის შესანიშნავი მოვლენა“.

რა ითქვა თავიდან?

2026 წლის 21 ოქტომბერს, როდესაც ირაკლი კობახიძემ გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად, განაცხადა, რომ არსებულ პოსტსაც შეინარჩუნებდა.

„გიორგი ზურაბაშვილი განაგრძობს პირველი მოადგილის მოვალეობის შესრულებას, თუმცა რუსეთთან ურთიერთობებში ის ჩვენ წარმოგვადგენს როგორც პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში“, - თქვა მაშინაც კობახიძემ.

მან აღნიშნა, რომ პოზიციის შენარჩუნება თავად გიორგი ზურაბაშვილის „თხოვნა იყო“ და მის ამ ინიციატივას ანგარიში გაუწიეს.

როგორ მოიხსენიებს ზურაბაშვილს მოსკოვი

19 ნოემბერს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გალუზინი-ზურაბაშვილის პირველი შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ცნობა, შემდეგი სათაურით:

„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მ. ი. გალუზინსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე გ. ზურაბაშვილს შორის გამართული შეხვედრის შესახებ“.

სკრინშოტი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტიდან
სკრინშოტი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტიდან

პრესრელიზის ტექსტში კი გიორგი ზურაბაშვილი მოხსენიებულია ორივე სტატუსით – მინისტრის პირველ მოადგილედაც და სპეციალურ წარმომადგენლადაც:

„19 ნოემბერს, მინსკში, რუსეთ-საქართველოს განახლებული პირდაპირი დიალოგის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მ. ი. გალუზინი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გ. ზურაბაშვილს“.

რა ხდება – მოკლედ

გალუზინი-ზურაბაშვილის პირველი შეხვედრა 19 ნოემბერს მინსკში გაიმართა;გალუზინმა ქართული კომპანიების წინააღმდეგ რუსეთის შეზღუდვების მიზეზებად ღვინის ხარისხი, უკრაინის სასარგებლოდ ომის დაფინანსება და ანტირუსული საქმიანობა დაასახელა, – ზურაბაშვილმა ეს უარყო.26 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ გალუზინის არგუმენტებს „აბსურდი“ უწოდა და განაცხადა, რომ თბილისი კომპანიებისთვის შეზღუდვების სრულად მოხსნას ელოდა.კობახიძემ თქვა, რომ არ გამორიცხავს, რუსეთში მოლაპარაკებების პროცესზე „დიპ სტეიტის“ გავლენით საშუალო რგოლის წარმომადგენლები მოსყიდულები იყვნენ.მანამდე, 20 ნოემბერს, საგარეო მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ რუსეთთან „საუბრის შიში უნდა დავძლიოთ“ – „არ არის არაფერი საშიში იმაში, როდესაც ესაუბრები მას, ვისთანაც გაქვს პრობლემები“.

ზურაბაშვილის ახალ პოზიციაზე დანიშვნა 21 ოქტომბერს გამოაცხადეს. იქვე გაირკვა, რომ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის მანდატს დაემატა „რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება“. ეს სიახლე ექსპერტებმა გააკრიტიკეს.

„საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება“ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილისთვის რუსეთთან მოლაპარაკების მინდობას „დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ერთგვარ ფორმად“ მიიჩნევს.ანალიტიკოსმა გიორგი მელაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ, ვიდრე მოსკოვს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში „საელჩოები“ აქვს გახსნილი, რუსეთთან ამ დონეზე პირდაპირი ურთიერთობის დაწყება საქართველოს არაღიარების პოლიტიკას აზიანებს.

თბილისთან ოფიციალური არხით ურთიერთობის მიღმა, მოსკოვში გაააქტიურდნენ პრორუსულად განწყობილი ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ლობირებენ.

2026 წლის 28 ოქტომბერს მოსკოვში ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ, მამუკა ფიფიამ, დავით ცეცხლაძემ და სხვებმა დააარსეს ფონდი „რუსთა და ქართველთა ერთობა“;რუსეთის საგარეო უწყების სპიკერმა მარია ზახაროვამ ფონდის დაარსება დადებითად შეაფასა და მას მხარდაჭერა აღუთქვა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: radiotavisupleba.ge
  1. მთავარი
  2. რადიო თავისუფლება
  3. თბილისი ზურაბაშვილს სხვა მანდატით გზავნის მოლაპარაკებებზე, მოსკოვი მაინც მინისტრის მოადგილედ მოიხსენიებს

თემა: თბილისში

ამ თემას 27 ქართული წყარო აშუქებს — სულ 202 სტატია.

  • ფორმულა·20:44
    კობახიძე ადასტურებს, რომ მინსკში შეხვედრამდე თბილისში იური ბალაშოვი იმყოფებოდა
  • ინფო 9·20:39
    თბილისის საკრებულოში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მსმენელებს უმასპინძლეს
  • რუსთავი 2·20:34
    თბილისის საკრებულოში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მსმენელებს უმასპინძლეს
  • იმედი·20:17
    ორმაგი სტანდარტი და „დიფ სთეითის“ ხელწერა - ოფიციალური თბილისი მინსკში გამართულ შეხვედრას და რუსული მხარის ინიციატივებს არგუმენტებისგან დაცლილს და ოპოზიციის დღის წესრიგზე მორგებულს უწოდებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისშიზურაბაშვილიმინისტრი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რადიო თავისუფლება·21:46

ფაშინიანმა დაუშვა სომხეთიდან რუსეთის მესაზღვრეების სრული გასვლა

ფაშინიანმა დაუშვა სომხეთიდან რუსეთის მესაზღვრეების სრული გასვლა
რადიო თავისუფლება·21:30

დაძაბულობაა ბათუმში თურქეთისა და ისრაელის კლუბების მატჩის გამო

დაძაბულობაა ბათუმში თურქეთისა და ისრაელის კლუბების მატჩის გამო
რადიო თავისუფლება·21:27

თბილისის საშიში ლიფტები - გავარკვიეთ, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა

თბილისის საშიში ლიფტები - გავარკვიეთ, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა
რადიო თავისუფლება·19:31

კუშნერი: პუტინი ირწმუნება, რომ უკრაინაში ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს

კუშნერი: პუტინი ირწმუნება, რომ უკრაინაში ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.