ორიგინალი
მქონდა მოლოდინი, რომ სანქციები იქვე მოიხსნებოდა, მაგრამ რუსეთი ღვინის 2 კომპანიის დასანქცირებასაც აპირებს, გაოცებული ვიყავი ამით - გიორგი ზურაბაშვილი
კომერსანტი·09:00

მქონდა მოლოდინი, რომ სანქციები იქვე მოიხსნებოდა, მაგრამ რუსეთი ღვინის 2 კომპანიის დასანქცირებასაც აპირებს, გაოცებული ვიყავი ამით - გიორგი ზურაბაშვილი

26 ნოემბერი, 2026 · 09:00

"მქონდა მოლოდინი, რომ სანქციები იქვე მოიხსნებოდა, ბატონმა გალუზინმა მაცნობა, რომ კიდევ 2 კომპანიაზეა საუბარი, რომლის დასანქცირებასაც აპირებენ“, - განაცხადა „იმედის“ ეთერში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა მიხაილ გალუზინთან შეხვედრის შეფასებისას.

მისი თქმით, პრინციპული საკითხი იყო ქართული ღვინის დაბრუნება რუსეთის ბაზარზე.

"7 კომპანია არის დასანქცირებული რუსეთის მიერ. მე კითხვა დავუსვი ბატონ გალუზინს, თუ რასთან იყო დაკავშირებული ის შემზღუდველი ზომები, რომელიც მათ შემოიღეს 9 ოქტომბერს. პასუხად მივიღე მისგან 3 რამ - პირველი, დაკავშირებულია ხარისხთან, მეორე - ითქვა, რომ ეს კომპანიები თითქოს აფინანსებენ უკრაინელების სასარგებლოდ ომს, და მესამე - არიან დაკავებულები ანტირუსული კამპანიით.

რაც შეეხება ხარისხს, მე, რა თქმა უნდა, ავუხსენი ბატონ გალუზინს, რომ ქართული ღვინო სარგებლობს მაღალი რეპუტაციით, არის მაღალხარისხიანი, გააჩნია არაერთი საერთაშორისო სერტიფიკატი და ლიცენზია. აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო ბრალდება, თითქოს ქართული ღვინო არის დაბალხარისხიანი. რაც შეეხება უკრაინის დაფინანსებას და ანტირუსულ ნარატივს, ეს არის აბსოლუტურად არარელევანტური, არ შეესაბამება სინამდვილეს, მსგავსი არაფერი არ ხდება.

მქონდა მოლოდინი, რომ სანქციები იქვე მოიხსნებოდა, ბატონმა გალუზინმა მაცნობა, რომ კიდევ 2 კომპანიაზეა საუბარი, რომლის დასანქცირებასაც აპირებენ. მე ვიყავი გაოცებული ამ სიახლით, რადგან არაფერი მსგავსი არ ხდება", - განმარტა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, 19 ნოემბერს მინსკში გიორგი ზურაბაშვილსა და მიხაილ გალუზინს შორის პირველი შეხვედრა გაიმართა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: commersant.ge
  1. მთავარი
  2. კომერსანტი
  3. მქონდა მოლოდინი, რომ სანქციები იქვე მოიხსნებოდა, მაგრამ რუსეთი ღვინის 2 კომპანიის დასანქცირებასაც აპირებს, გაოცებული ვიყავი ამით - გიორგი ზურაბაშვილი

თემა: რუსეთის

ამ თემას 23 ქართული წყარო აშუქებს — სულ 257 სტატია.

  • ინტერპრესნიუსი·08:42
    მედია - დრონებმა რუსეთში შეუტიეს ქიმიურ ქარხანას, რომელიც რუსეთის არმიას ასაფეთქებელი ნივთიერებებით ამარაგებს
  • GHN·08:40
    რუსეთის სტავროპოლის მხარეში დრონებით თავდასხმა განხორციელდა ქიმიურ ქარხანაზე, რომელიც რუსეთის არმიას ასაფეთქებელი ნივთიერებების კომპონენტებით ამარაგებს
  • იმედი·08:26
    მაკა ბოჭორიშვილი: თუკი რუსეთს სურს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება, ყველამ კარგად ვიცით, რა ნაბიჯები და ვისი მხრიდან არის გადასადგმელი იმისათვის, რომ რაიმე პროგრესი იყოს ამ თვალსაზრისით
  • რადიო თავისუფლება·07:36
    რუსეთის ჯარებმა ისევ დაარტყეს კიევს
რუსეთისზურაბაშვილისანქციების

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კომერსანტი·09:40

აგარების სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთსა და გომი-საჩხერეს მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა - გზების დეპარტამენტი

აგარების სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთსა და გომი-საჩხერეს მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა - გზების დეპარტამენტი
კომერსანტი·09:30

ანგარიშის თანახმად, ევროპის მძიმე მდგომარეობაში მყოფ მრეწველობაში დაახლოებით 3,7 მილიონი სამუშაო ადგილია საფრთხის ქვეშ

ანგარიშის თანახმად, ევროპის მძიმე მდგომარეობაში მყოფ მრეწველობაში დაახლოებით 3,7 მილიონი სამუშაო ადგილია საფრთხის ქვეშ
კომერსანტი·09:22

რუსეთიდან საქართველოში ნავთობის მიწოდება სექტემბრიდან შეწყდა და მისი განახლება მოსალოდნელი არ არის - რუსული მედია

რუსეთიდან საქართველოში ნავთობის მიწოდება სექტემბრიდან შეწყდა და მისი განახლება მოსალოდნელი არ არის - რუსული მედია
კომერსანტი·09:00

სოფლის განვითარების სააგენტო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამას განახორციელებს

სოფლის განვითარების სააგენტო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამას განახორციელებს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.