“შორს ვართ, მაგრამ ყველაფერს ვგრძნობთ“ - ქართველი ემიგრანტების ნაწილი 28 ნოემბერის აქციასთან დაკავშირებით ვიდეორგოლს ავრცელებს
ქართველი ემიგრანტების ნაწილი 28 ნოემბერის აქციასთან დაკავშირებით ვიდეორგოლს ავრცელებს.
ისინი იმ განცდებზე საუბრობენ, რომელიც ორი წლის განმავლობაში ემიგრაციაში დაუგროვდათ.
საკუთარი ქვეყნიდან შორს, იძულებით გადახვეწილმა ადამიანებმა, თანამოაზრეებს ემიგრაციიდან შემოუთვალეს, რომ არადროს მიუტოვებიათთ ფიქრი ევროპულ სამშობლოზე და ბრძოლა უკეთეს მომავალზე.
„ემიგრანტების ნახევარზე მეტი სახლში დავბრუნდებოდით, რომ არა ქართული ოცნება. რას გავაკეთებთ პირველს, როცა საქართველო გათავისუფლდება? ყველა პასუხი, რუკა და ჩვენი სიტყვები: https://2-years-of.netlify.app/ პროტესტის 2 წლისთვის, 20 ქვეყანაში მცხოვრებმა ემიგრანტებმა შევაგროვეთ ჩვვენი განცდები. შევავსეთ წინადადება: „___ ორი წელი“. ყველაზე ხშირად დაწერილი სიტყვა: ბრძოლის. შემდეგ: იმედგაცრუების, უსამართლობის, ტკივილის, ჩაგვრის, თანადგომის და გამარჯვების რწმენის. ბრძოლის ორი წელი. გამარჯვებამდე!" - ვკითხულობთ ემიგრანტების განცხადებაში
