ორიგინალი
დავით ქართველიშვილი: ცოტნე ივანიშვილის ინიციატივითა და ძალისხმევით მიღწეული თანამშრომლობის ფარგლებში, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში წარმატებული ქართველი კანდიდატების სწავლის წლიური ღირებულება (35-42 ათასი დოლარი) სრულად დაფინანსდება, ხარჯების ნაწილს უნივერსიტეტი, ნაწილს კი საქართველოს მთავრობა აიღებს საკუთარ თავზე
იმედი·14:47

დავით ქართველიშვილი: ცოტნე ივანიშვილის ინიციატივითა და ძალისხმევით მიღწეული თანამშრომლობის ფარგლებში, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში წარმატებული ქართველი კანდიდატების სწავლის წლიური ღირებულება (35-42 ათასი დოლარი) სრულად დაფინანსდება, ხარჯების ნაწილს უნივერსიტეტი, ნაწილს კი საქართველოს მთავრობა აიღებს საკუთარ თავზე

28 ნოემბერი, 2026 · 14:47

საქართველოს ახალგაზრდობა მსოფლიო საგანმანათლებლო სივრცისკენ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს და ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს, რომლის ფარგლებშიც წარმატებული კანდიდატებისთვის სწავლის წლიური ღირებულება (35-42 ათასი დოლარი) სრულად დაიფარება უნივერსიტეტისა და საქართველოს მთავრობის მიერ, - წერს „ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.

ქართველიშვილის თქმით, ცოტნე ივანიშვილის პირადი ძალისხმევისა და შუამავლობის შედეგად ჩაეყარა საფუძველი უნივერსიტეტსა და საქართველოს საგანმანათლებლო სისტემას შორის ისტორიულ თანამშრომლობას, რის შედეგადაც, მიმდინარე წელს საქართველოს სკოლების მე-12 კლასის კურსდამთავრებულებს, ხოლო მომავალი წლიდან მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს უნივერსიტეტში განაცხადების წარდგენის შესაძლებლობა განსაკუთრებული წესით მიეცემათ, შერჩევისას კი გათვალისწინებული იქნება მაღალი აკადემიური მოსწრება, ინგლისური ენის ცოდნა და ეროვნული თუ საერთაშორისო ოლიმპიადების შედეგები.

“საქართველოს ახალგაზრდობა მსოფლიო საგანმანათლებლო სივრცისკენ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს. საუბარია ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობაზე - მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელთან, რომელიც 1911 წელს დაარსდა და აზიური აკადემიური უპირატესობის ნამდვილ სიმბოლოდ იქცა. QS World University Rankings 2027-ის მიხედვით, უნივერსიტეტი მსოფლიოში მე-11 ადგილს, ხოლო აზიაში პირველ ადგილს იკავებს. ეს უბრალოდ ცნობილი სასწავლებელი კი არა, გლობალური მასშტაბის უნივერსიტეტია, სადაც მომავალი მეცნიერები, ბიზნესლიდერები, ექიმები და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები ყალიბდებიან. ამ წამოწყებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ცოტნე ივანიშვილის ეკუთვნის - ახალგაზრდა ქართველ პატრიოტს, რომელმაც სწორედ ამ უნივერსიტეტში საკუთარი საგანმანათლებლო გამოცდილება და აკადემიური კავშირები თანამემამულეებისთვის რეალურ შესაძლებლობად აქცია. როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, სწორედ ცოტნე ივანიშვილის ინიციატივის, პირადი ძალისხმევისა და შუამავლობის შედეგად ჩაეყარა საფუძველი უნივერსიტეტსა და საქართველოს საგანმანათლებლო სისტემას შორის, ისტორიულ თანამშრომლობას. ეს პატრიოტიზმის სრულიად ახალი მაგალითია: არა ხმამაღალი განცხადებები, არამედ კონკრეტული საქმე, რომლის შედეგიც მთელი თაობისთვის ცოდნის, საერთაშორისო აღიარებისა და პროფესიული მომავლისკენ გზის გახსნაა.

უკვე მიმდინარე წელს საქართველოს მე-12 კლასის კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტში განაცხადების წარდგენის შესაძლებლობა განსაკუთრებული წესით მიეცემათ. მომავალი წლიდან კი კონკურსში მონაწილეობას მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებიც შეძლებენ. შერჩევისას გათვალისწინებული იქნება მაღალი აკადემიური მოსწრება, ინგლისური ენის ცოდნა და ეროვნული თუ საერთაშორისო ოლიმპიადების შედეგები. წარმატებული კანდიდატებისთვის სწავლის საფასური სრულად დაიფარება: ხარჯების ნაწილს უნივერსიტეტი, ნაწილს კი საქართველოს მთავრობა აიღებს საკუთარ თავზე. სწავლის წლიური ღირებულების (35-42 ათასი დოლარის) გათვალისწინებით, ეს ქვეყნის ინტელექტუალურ პოტენციალში მართლაც მასშტაბური ინვესტიციაა. ამ ისტორიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ცოტნე ივანიშვილი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში საკუთარი პირადი წარმატებით არ შემოიფარგლა. მან ინდივიდუალური საგანმანათლებლო შესაძლებლობა ქართველი ახალგაზრდებისთვის პერსპექტიულ მექანიზმად აქცია. ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის თითოეული მომავალი ქართველი სტუდენტის უკან შეიძლება იდგეს, ახალი სამეცნიერო იდეა, წარმატებული საერთაშორისო პროექტი ან საქართველოში დაბრუნებული მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც საკუთარი ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. სწორედ ასე იქმნება თანამედროვე პატრიოტიზმი - ცოდნით, ინიციატივითა და სხვებისთვის შესაძლებლობების შექმნით. ცოტნე ივანიშვილმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, რომელსაც შეუძლია ქართველი აბიტურიენტების საგანმანათლებლო ჰორიზონტი მრავალი წლით გააფართოოს”, - წერს დავით ქართველიშვილი.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით ქართველიშვილი: ცოტნე ივანიშვილის ინიციატივითა და ძალისხმევით მიღწეული თანამშრომლობის ფარგლებში, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში წარმატებული ქართველი კანდიდატების სწავლის წლიური ღირებულება (35-42 ათასი დოლარი) სრულად დაფინანსდება, ხარჯების ნაწილს უნივერსიტეტი, ნაწილს კი საქართველოს მთავრობა აიღებს საკუთარ თავზე

თემა: ნაწილი

ამ თემას 21 ქართული წყარო აშუქებს — სულ 56 სტატია.

  • რუსთავი 2·09:02
    გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
  • ამბები.ge·17:42
    აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - იხილეთ ჩამონათვალი
  • ინტერპრესნიუსი·16:58
    გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
  • კვირა·16:53
    ზურაბ რურუა: ბათუმში, გულშემატკივრების ნაწილი იყო აგრესიული, უკანონობას სჩადიოდა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ქმედებები სწორად და ადეკვატურად აღკვეთა
ნაწილისრულად

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·15:59

ლევან მაჭავარიანი: ძალიან არათანმიმდევრულია ის პოზიცია, რაც რუსულმა მხარემ გააჟღერა - ეს ხელოვნურად ასუსტებს ჩვენს პოზიციებს და პირიქით, აძლიერებს აგენტურული ოპოზიციის დღის წესრიგს, ნარატივს

ლევან მაჭავარიანი: ძალიან არათანმიმდევრულია ის პოზიცია, რაც რუსულმა მხარემ გააჟღერა - ეს ხელოვნურად ასუსტებს ჩვენს პოზიციებს და პირიქით, აძლიერებს აგენტურული ოპოზიციის დღის წესრიგს, ნარატივს
იმედი·14:53

AXIOS: ჯეი დი ვენსი და მარკო რუბიო ტრამპისადმი ერთგულების ფასს იხდიან

AXIOS: ჯეი დი ვენსი და მარკო რუბიო ტრამპისადმი ერთგულების ფასს იხდიან
იმედი·14:43

„ქართველებისთვის ეს იქნება ძალიან დიდი დახმარება არა მხოლოდ ინდივიდუალურ, არამედ საქვეყნო დონეზე. როდესაც სტუდენტი დაბრუნდება, ის საქართველოს განავითარებს“ - მოსწავლეები ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობაზე

„ქართველებისთვის ეს იქნება ძალიან დიდი დახმარება არა მხოლოდ ინდივიდუალურ, არამედ საქვეყნო დონეზე. როდესაც სტუდენტი დაბრუნდება, ის საქართველოს განავითარებს“ - მოსწავლეები ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობაზე
იმედი·14:26

უკრაინაში რუსეთის თავდასხმებს ბოლო 24 საათში 10 ადამიანი ემსხვერპლა, 55 კი დაშავდა

უკრაინაში რუსეთის თავდასხმებს ბოლო 24 საათში 10 ადამიანი ემსხვერპლა, 55 კი დაშავდა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.