საყმაწვილო და სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი “პირველი ავტოგრაფი” გრძელდება
საყმაწვილო და სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი „პირველი ავტოგრაფი“ გრძელდება. ფესტივალის მეხუთე საიუბილეო წლის ფარგლებში, დღეს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში, ქობულეთის სოფელ ხალას საჯარო სკოლის მოსწავლეების შესრულებით, სპექტაკლი „მესიის მახვილი“ გაიმართა.
ფესტივალი 29 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. მის ფარგლებში, სასკოლო თეატრალური დასები, როგორც საკონკურსო, ისე არასაკონკურსო სპექტაკლებს წარმოადგენენ.
"პირველი ავტოგრაფი" 2021 წლიდან ტარდება და მისი მიზანი მოზარდებში სამსახიობო ოსტატობის აღმოჩენაა. ფესტივალის არსებობის ხუთი წლის განმავლობაში მასში სხვადასხვა სკოლის 2000-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
ფესტივალის ავტორი და ორგანიზატორი შემოქმედებითი ორგანიზაცია „არტ პორტალია“, ფინანსური მხარდამჭერი კი ბათუმის მერია.
