ორიგინალი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ითხოვს პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის და კიდევ რამდენიმე პირის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას
აჭარის ტელევიზია·16:27

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ითხოვს პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის და კიდევ რამდენიმე პირის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას

26 ნოემბერი, 2026 · 16:27

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“.

რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა 441-მა ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგ ხმა მისცა 47-მა, ხოლო 86-მა თავი შეიკავა.

ევროპარლამენტმა რეზოლუცია ორი შესწორებით დაამტკიცა.

ევროპარლამენტში დღეს მიღებული რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი ითვალისწინებს საქართველოს შესახებ მის მიერ ადრე მიღებულ რეზოლუციებს, საკუთარი რეგლამენტის 150-ე მუხლის მე-5 პუნქტსა და 136-ე მუხლის მე-4 პუნქტს.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ „71 წლის პაატა ბურჭულაძეს, ცნობილ საოპერო მომღერალსა და სამოქალაქო აქტივისტს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი ქართულ და ევროპულ კულტურაში, 2025 წლის 4 ოქტომბერს თბილისში გამართული მასობრივი დემონსტრაციების შემდეგ, 2026 წლის მაისში პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მათ შორის ჯგუფური ძალადობის სავარაუდო ორგანიზებისა და კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ მოწოდების ბრალდებით“.

რეზოლუციის ტექსტში ასევე ვკითხულობთ, რომ „საქართველოსა და ავსტრიის მოქალაქე ბურჭულაძე მუდმივად უარყოფს წაყენებულ ბრალდებებს; კვლავ არსებობს სერიოზული შეშფოთება სასამართლო პროცესის სამართლიანობის, სასჯელის პროპორციულობისა და მისი პატიმრობის პირობების გამო, მათ შორის ხანგრძლივი იზოლაციის, გარე სამყაროსთან კონტაქტის მკაცრი შეზღუდვისა და მისი ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით არასათანადო სამედიცინო მომსახურების გამო“.

რეზოლუციის მიხედვით, „მისი საქმე განხილული უნდა იყოს რუსეთის მზარდი გავლენისა და დემოკრატიის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სისტემატური ხელყოფის ფონზე, როდესაც რეჟიმი სასამართლო სისტემასა და სახელმწიფო ინსტიტუტებს სისტემატურად იყენებს განსხვავებული აზრის, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩასახშობად“.

ამასთან, მიღებულ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ „ევროპარლამენტმა არაერთხელ დაგმო პოლიტიკური ოპონენტების დევნა და სინდისის ყველა პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოვიდა“.

რეზოლუციის მიხედვით, „აღნიშნული მოვლენები, მათ შორის მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიული ზომების გამოყენება და ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით შემზღუდველი კანონმდებლობის ბოროტად გამოყენება ძირეულად შეუთავსებელია ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებსა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან“.

რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი:

„მკაცრად გმობს პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძისა და პაატა მანჯგალაძის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებს;

მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას ყველა პოლიტიკურ პატიმარსა და უკანონოდ დაკავებულ პირთან ერთად, მათი პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, კერძოდ, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძის, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიას, მზია ამაღლობელისა და პატიმრობაში მყოფი ყველა მშვიდობიანი დემონსტრანტის გათავისუფლებას; მოითხოვს, ევროპარლამენტის წევრებს დაკავებულ პირებთან შეუფერხებელი წვდომის შესაძლებლობა მიეცეთ; მათი სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვაზე სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს ხელისუფლებას;

მოუწოდებს, დაკავებულებს დაუყოვნებლივ და შეუფერხებლად მიეცეთ დამოუკიდებელი ექიმების მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა;

მოუწოდებს საქართველოს თვითდანიშნულ ხელისუფლებას, სრულად დაიცვას სამართლიანი სასამართლო პროცესის საერთაშორისო სტანდარტები და უზრუნველყოს ბურჭულაძის ხელმისაწვდომობა სათანადო სამედიცინო მომსახურებაზე, იურიდიულ დახმარებასა და ოჯახის წევრებთან რეგულარულ კონტაქტზე; მოითხოვს საკონსულო წარმომადგენლებთან შეუფერხებელი წვდომის შესახებ ბურჭულაძის უფლების სრულად დაცვას;

მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ხელოვანების, ოპოზიციის წარმომადგენლების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნა და მათი სასამართლო სისტემის გამოყენებით შევიწროება, ასევე სრულად უზრუნველყოს გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება;

მოითხოვს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების, დაშინებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებების დამოუკიდებელ გამოძიებას და პასუხისმგებელი პირების კანონის შესაბამისად პასუხისგებაში მიცემას;

კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხისა და მისი დემოკრატიული მისწრაფებებისადმი ურყევ მხარდაჭერას და ხაზს უსვამს, რომ კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ნებისმიერი პროგრესის აუცილებელი წინაპირობაა;

სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმა სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისთვის პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემა; მოუწოდებს ევროკავშირს, ამ საკითხთან დაკავშირებით შეინარჩუნოს კოორდინირებული რეაგირება;

კიდევ ერთხელ მოუწოდებს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხელყოფაზე, ასევე ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ, მათ შორის აქტივების გაყინვისა და ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლისა და ტრანზიტის აკრძალვისკენ, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების, ასევე მოსამართლეების, პროკურორებისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების წინააღმდეგ;

ავალებს ევროპარლამენტის პრეზიდენტს, წინამდებარე რეზოლუცია გადაუგზავნოს ევროკავშირის საბჭოს, ევროკომისიას, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს თვითდანიშნულ ხელისუფლებას“.

სრული სტატია წყაროზეწყარო: adjaratv.ge
  1. მთავარი
  2. აჭარის ტელევიზია
  3. ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ითხოვს პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის და კიდევ რამდენიმე პირის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას

თემა: ევროპარლამენტში

ამ თემას 17 ქართული წყარო აშუქებს — სულ 34 სტატია.

  • იმედი·14:39
    შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტი დღეს საბჭოთა დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაციაა. რასა იუკნევიჩიანე გორბაჩოვის „პერესტროიკის“ თანამებრძოლი საბჭოთა კავშირის დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაცია რომ არის, ეს ფაქტია
  • პალიტრა ნიუსი·12:35
    საქართველოს შესახებ რეზოლუციას ევროპარლამენტში კენჭს უყრიან — რას ითხოვენ ევროპარლამენტარები და როგორ პასუხობს „ქართული ოცნება“?
  • კომერსანტი·11:30
    ევროპარლამენტმა ევროკავშირში მედიკამენტებთან დაკავშირებულ ახალი წესებს მხარი დაუჭირა – რას ითვალისწინებს?
  • პოსტივი·11:08
    გურამ მაჭარაშვილი: “ევროპარლამენტმა საკუთარი რეპუტაცია იმდენად დააზიანა, რომ მის რეზოლუციებს აღარავინ აქცევს ყურადღებას, მათ შორის, არც ევროკომისია და არც ის ქვეყნები, რომელთა სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდაც ეს რეზოლუციები მიიღება”
ევროპარლამენტშირამდენიმე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აჭარის ტელევიზია·16:52

ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ბურჭულაძის გათავისუფლების მოთხოვნა ნიშნავს იმას, რომ ევროპარლამენტი პირდაპირ უცხადებს მხარდაჭერას ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობას

ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ბურჭულაძის გათავისუფლების მოთხოვნა ნიშნავს იმას, რომ ევროპარლამენტი პირდაპირ უცხადებს მხარდაჭერას ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობას
აჭარის ტელევიზია·16:34

ერევანში მიმდინარე სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში პაატა სალია სომეხ კოლეგას, სრბუჰი გალიანს შეხვდა

ერევანში მიმდინარე სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში პაატა სალია სომეხ კოლეგას, სრბუჰი გალიანს შეხვდა
აჭარის ტელევიზია·16:31

ნინო წილოსანი: ილონ მასკის გაზიარებული პოსტი აჩვენებს, რომ საქართველო ერთ-ერთი აქტიური სამიზნე იყო უცხოური დაფინანსების, ზუსტად ამ თანხებით დაიგეგმა 2003 წლის „ვარდების რევოლუცია“

ნინო წილოსანი: ილონ მასკის გაზიარებული პოსტი აჩვენებს, რომ საქართველო ერთ-ერთი აქტიური სამიზნე იყო უცხოური დაფინანსების, ზუსტად ამ თანხებით დაიგეგმა 2003 წლის „ვარდების რევოლუცია“
აჭარის ტელევიზია·15:40

საყმაწვილო და სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი “პირველი ავტოგრაფი” გრძელდება

საყმაწვილო და სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი “პირველი ავტოგრაფი” გრძელდება
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.