ორიგინალი
პრემიერი: კანდიდატის სტატუსი გამოიყენებოდა შანტაჟისთვის, თითქმის ორ წელს გაგრძელდა ეს ბრძოლა
აჭარის ტელევიზია·20:48

პრემიერი: კანდიდატის სტატუსი გამოიყენებოდა შანტაჟისთვის, თითქმის ორ წელს გაგრძელდა ეს ბრძოლა

28 ნოემბერი, 2026 · 20:48

კანდიდატის სტატუსი გამოიყენებოდა შანტაჟისთვის ქვეყნის წინააღმდეგ, თუმცა წელიწად-ნახევრიანი ბრძოლის შემდეგ, ორ წელს გაგრძელდა თითქმის ეს ბრძოლა, ჩვენ მოვახერხეთ კანდიდატის სტატუსის მიღება. როცა დაკარგა ფასი კანდიდატის სტატუსმა, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტმა, მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, თუმცა ორწლიანი ბრძოლა გამოვიარეთ ამისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აქციები არ დაწყებულა 2024 წლის 28 ნოემბერს, აქციები დაიწყო 26 ოქტომბერს არჩევნების დღეს, როდესაც რადიკალურმა ოპოზიციამ გაიგო არჩევნების შედეგები და შეიტყო არჩევნების წაგების თაობაზე.

„აქედან მოყოლებული ხან კეტავდნენ გმირთა მოედანს, ხან კეტავდნენ ვაკეს, ხან მელიქიშვილის გამზირს და ეს იყო უწყვეტი პროტესტი, რომელიც გრძელდებოდა 28 ნოემბრამდე და 28 ნოემბერს უბრალოდ გაგრძელდა ეს ყველაფერი. ასევე ჩვენს განცხადებას 2024 წლის ივნისში წინ უძღოდა ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერების თაობაზე და შემდეგ, სრულიად სამარცხვინოდ გამოდიოდა ევროკავშირის ელჩი და ამბობდა, რომ მათ მიერ შეჩერებული დიალოგი თითქოს ჩვენ შევაჩერეთ. ამაზე დიდი აბსურდი რა უნდა წარმოიდგინოს ადამიანმა. ასევე, მინდა, შეგახსენოთ 2020 წლის შემდეგ განვითარებული მოვლენები, სადაც მოხდა იგივე, რაც 2024 წლის შემდეგ. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ისევ იყო, ასე ვთქვათ, ირიბი არაღიარება, ოპოზიციის მხრიდან პარლამენტში არშესვლა, ამას მოჰყვა მოლაპარაკებები, ამას მოჰყვა ისეთი ხელშეკრულების, შეთანხმების გაფორმება, პოლიტიკური შეთანხმების გაფორმება, ე.წ. მიშელის შეთანხმების გაფორმება, რომელიც რეალურად ითვალისწინებდა ქვეყნის გასვლას კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, დადგინდა სრულიად გაუგებარი 43%-იანი ბარიერი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ეს პროცესებიც იყო მთლიანად გარედან წახალისებული. ეს იყო კონტექსტი და ამ ფონზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რაც გახმოვანდა 2024 წლის 28 ნოემბერს. იცით, რომ კანდიდატის სტატუსი გამოიყენებოდა შანტაჟისთვის ქვეყნის წინააღმდეგ, თუმცა წელიწად-ნახევრიანი ბრძოლის შემდეგ, ორ წელს გაგრძელდა თითქმის ეს ბრძოლა, ჩვენ მოვახერხეთ კანდიდატის სტატუსის მიღება. როცა დაკარგა ფასი კანდიდატის სტატუსმა, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტმა, მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, თუმცა ორწლიანი ბრძოლა გამოვიარეთ ამისთვის. მანამდე სრულიად უსაფუძვლოდ გვითხრეს უარი კანდიდატის სტატუსზე 2022 წლის ივნისში, რასაც მოჰყვა ეს რევოლუციური პროცესები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: adjaratv.ge
  1. მთავარი
  2. აჭარის ტელევიზია
  3. პრემიერი: კანდიდატის სტატუსი გამოიყენებოდა შანტაჟისთვის, თითქმის ორ წელს გაგრძელდა ეს ბრძოლა

თემა: პრემიერი

ამ თემას 20 ქართული წყარო აშუქებს — სულ 150 სტატია.

  • რუსთავი 2·10:13
    პრემიერი: გათავისუფლდება ყველა ის პირი, რომელიც აღიარებს და მოინანიებს დანაშაულს. ასეთ პირობებში, როდესაც ევროპული ბიუროკრატია კვლავაც სამარცხვინოდ საუბრობს ამ თემაზე, ეს ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს
  • იმედი·08:01
    პრინციპულობის ორი წელიწადი და არჩევანი ეროვნული ღირსების სასარგებლოდ. 28 ნოემბერი - უარი ბრიუსელის პოლიტიკურ თამაშებს, ორმაგ სტანდარტს და რადიკალიზმის წახალისებას - დღეს 20:00 საათზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ღია ეთერში“ „იმედზე“
  • პოსტივი·22:38
    პრემიერი ბათუმში მომხდარ ინციდენტზე: „პოლიციამ უზრუნველყო წესრიგის დაცვა, რაც იყო ჩვენი პასუხისმგებლობა და მადლობა ყველა პოლიციელს, მოვუწოდებ ყველა ქართველ პროვოკატორს, გაუფრთხილდნენ მაქსიმალურად საქართველოს ინტერესებს და თავი შეიკავონ პროვოკაციული, სამარცხვინო განცხადებებისგან“
  • პალიტრა ნიუსი·21:21
    პრემიერი ბათუმში მომხდარზე - როდესაც ასეთი ტიპის შეთავაზებას უკეთებ გულშემატკივარს და არასწორი ქმედებებით პასუხობენ, ძალიან გულსატკენია, თუმცა პოლიციამ უზრუნველყო წესრიგის დაცვა - მოვუწოდებ ქართველ პროვოკატორებს, თავი შეიკავონ სამარცხვინო განცხადებებისგან
პრემიერი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აჭარის ტელევიზია·21:15

პოლონეთსა და ბელარუსს შორის ბუფერული ზონის მოქმედების ვადა 2027 წლის 27 თებერვლამდე გახანგრძლივდა

პოლონეთსა და ბელარუსს შორის ბუფერული ზონის მოქმედების ვადა 2027 წლის 27 თებერვლამდე გახანგრძლივდა
აჭარის ტელევიზია·21:08

ალბანეთის დედაქალაქში ანტისამთავრობო აქციაზე დემონსტრანტებმა სამართალდამცველების მისამართით ქვები ისროლეს, პოლიციამ კი მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა

ალბანეთის დედაქალაქში ანტისამთავრობო აქციაზე დემონსტრანტებმა სამართალდამცველების მისამართით ქვები ისროლეს, პოლიციამ კი მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა
აჭარის ტელევიზია·20:59

თამარ ჩერგოლეიშვილი: გეგმა არის მშვიდობიანი პროტესტი, ერთმანეთს დავანახოთ, რამდენი ვართ, დაგვინახოს რეჟიმმაც, რომ ამ ორწლიანი რეპრესიული პოლიტიკის მიუხედავად, პროტესტი არსებობს

თამარ ჩერგოლეიშვილი: გეგმა არის მშვიდობიანი პროტესტი, ერთმანეთს დავანახოთ, რამდენი ვართ, დაგვინახოს რეჟიმმაც, რომ ამ ორწლიანი რეპრესიული პოლიტიკის მიუხედავად, პროტესტი არსებობს
აჭარის ტელევიზია·20:42

ირაკლი კობახიძე: დღეს ყველა აცნობიერებს, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ ითვალისწინებდა ერთადერთს, ე.წ. ენჯეოებს უნდა წარედგინათ დეკლარაცია, ამას მოაყოლეს სიცრუეზე აგებული კამპანია და რევოლუციის ორი მცდელობა

ირაკლი კობახიძე: დღეს ყველა აცნობიერებს, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ ითვალისწინებდა ერთადერთს, ე.წ. ენჯეოებს უნდა წარედგინათ დეკლარაცია, ამას მოაყოლეს სიცრუეზე აგებული კამპანია და რევოლუციის ორი მცდელობა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.