ორიგინალი
,, მე ვიყავი გაოცებული და გაოგნებული ამ სიახლეებით, იმიტომ, რომ არაფერი მსგავსი არ ხდება” – ზურაბაშვილი გალუზინთან შეხვედრის დეტალებზე
ალია·01:49

,, მე ვიყავი გაოცებული და გაოგნებული ამ სიახლეებით, იმიტომ, რომ არაფერი მსგავსი არ ხდება” – ზურაბაშვილი გალუზინთან შეხვედრის დეტალებზე

26 ნოემბერი, 2026 · 01:49

ირაკლი კობახიძის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, გიორგი ზურაბაშვილმა ,,ტვ იმედთან” განაცხადა:

,,ჩვენთვის მთავარი და პრინციპული საკითხი იყო ქართული ღვინის დაბრუნება რუსეთის ბაზარზე. როგორც მოგეხსენებათ, შვიდი კომპანია არის დასანქცირებული რუსეთის მიერ.

კითხვა დავუსვი ბატონ გალუზინს, თუ რასთან იყო დაკავშირებული ეს შემზღუდავი ზომები, რომლებიც მათ 9 ოქტომბერს შემოიღეს. მისგან პასუხად მივიღე სამი რამ: რაც იყო ხარისხთან მიმართებაში, მეორე იყო ნათქვამი, რომ ეს კომპანიები თითქოსდა აფინანსებენ უკრაინელების სასარგებლოდ ომს, მესამე იყო – ესენი დაკავებულები არიან ანტირუსული ნარატივით.

რაც შეეხება ხარისხს, რა თქმა უნდა, ბატონ გალუზინს ავუხსენი, რომ ქართული ღვინო ძალიან მაღალი რეპუტაციით სარგებლობს, ქართული ღვინო არის მაღალხარისხიანი, მათ აქვთ არაერთი საერთაშორისო სერტიფიკატი და ლიცენზია და აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო ეს ბრალდება, თითქოსდა ქართული ღვინო დაბალხარისხიანია.

რაც შეეხება დანარჩენ ორ საკითხს, ესეც არის აბსოლუტურად არარელევანტური, აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს და მსგავსი არაფერი ხდება. მე მქონდა მოლოდინი, რომ ეს სანქციები და შეზღუდვები იქვე მოიხსნებოდა მოიხსნებოდა, ნაცვლად ამისა, ბატონმა გალუზინმა მაცნობა, რომ კიდევ ორი ქართული ღვინის კომპანიის დასაქცირებას აპირებენ. რა თქმა უნდა, მე ვიყავი გაოცებული და გაოგნებული ამ სიახლეებით იმიტომ, რომ არაფერი მსგავსი არ ხდება.

მან ვერცერთი ფაქტი ვერ დამიდო ვერც ხარისხთან მიმართებით, ვერც იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია უკრაინის ომის დაფინანსება ან ანტირუსული პროპაგანდა. ასე რომ ეს არის პოლიტიკური საკითხები, რომელსაც არავითარი საფუძველი არ გააჩნია”

სრული სტატია წყაროზეწყარო: alia.ge
  1. მთავარი
  2. ალია
  3. ,, მე ვიყავი გაოცებული და გაოგნებული ამ სიახლეებით, იმიტომ, რომ არაფერი მსგავსი არ ხდება” – ზურაბაშვილი გალუზინთან შეხვედრის დეტალებზე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ალია·01:39

,, თუ შეთქმულების თეორიებს არ გამოვეკიდებით, რეალობა იყო ეს” – ბექა კობახიძე

,, თუ შეთქმულების თეორიებს არ გამოვეკიდებით, რეალობა იყო ეს” – ბექა კობახიძე
ალია·00:15

,, ქოცები “გავრილოვ 2-ს” გვიმზადებენ” – ლიკა ბასილაია-შავგულიძე

,, ქოცები “გავრილოვ 2-ს” გვიმზადებენ” – ლიკა ბასილაია-შავგულიძე
ალია·20:12

,, ვისაც სიმართლე აინტერესებს” – რას წერს სააკაშვილი?

,, ვისაც სიმართლე აინტერესებს” – რას წერს სააკაშვილი?
ალია·19:11

„დაინტერესებული ვართ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით“ – ლავროვი

„დაინტერესებული ვართ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით“ – ლავროვი
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.