ორიგინალი
,, თუ შეთქმულების თეორიებს არ გამოვეკიდებით, რეალობა იყო ეს” – ბექა კობახიძე
ალია·01:39

,, თუ შეთქმულების თეორიებს არ გამოვეკიდებით, რეალობა იყო ეს” – ბექა კობახიძე

26 ნოემბერი, 2026 · 01:39

ისტორიკოსი ბექა კობახიძე:

,,ვარდების რევოლუციის მიმდინარეობისას ივანოვის ვიზიტი ორ მიზანს ისახავდა:

1. ვარდების რევოლუცია თავისთავად ხდებოდა, როგორც ქართული მოვლენა, ყოველგვარი რუსული გავლენის გარეშე. რუსებს არც მის მოხდენასა და არც თავიდან არიდებაზე გავლენა არ ჰქონდათ, რაც ცუდ შთაბეჭდილებას ახდენდა. ამიტომ, რუსებმა ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინეს და შეეცადნენ სურათის შექმნას, რომ თითქოს მათი “ლოცვა-კურთხევით” მიმდინარეობდა ეს პროცესები;

2. რუსეთში შევარდნაძეს უყურებდნენ, როგორც მოღალატეს, რომელმაც დიდი როლი ითამაშა სსრკ-ს დანგრევაში. შევარდნაძეზე დიდი როლი ცხადია გორბაჩოვმა ითამაშა, მაგრამ გორბაჩოვი რუსი იყო, ხოლო შევარდნაძე “ინაროდეცი”, რომელიც, მათი რწმენით, კი არ შეცდა, არამედ საგანგებოდ უმუხთლა მატუშკა რასიას, როგორც ქართველმა. ამ მხრივ მას განსაკუთრებით ვერ იტანდნენ რუსი ძალოვნები, ხოლო საგარეო პოლიტიკაში პირადი მტრობა ჰქონდა ევგენი პრიმაკოვთან. ამიტომ, რუსებს უხაროდათ მისი დასჯა.

მე აქ არ ვაფასებ ვინ იყო და რა იყო შევარდნაძე, მე იმას ვამბობ თუ როგორ უყურებდნენ მას რუსეთში.

ამ ორმა ფაქტორმა გამოიწვია თბილისში ივანოვის ვიზიტი.

ამერიკელებს 1990 და 1991 წლებში არ სურდათ სსრკ-ს დაშლა, რადგან ეშინოდათ და თან თავიანთ მეგობარ გორბაჩოვსაც აფარებდნენ ხელს. ასევე არ უნდოდათ 2003 წლის რევოლუცია, კონკრეტულად რევოლუციის მიმდინარე ეტაპზე. შევარდაძეს არ წირავდნენ. ამას არამხოლოდ რევოლუციის ლიდერები ამბობდნენ, არამედ ამერიკის მაშინდელი ელჩის, რიჩარდ მაილსისგან პირადადაც მაქვს ეს მოსმენილი. თუმცა, შევარდნაძეს ეგონა, რომ ამ მოვლენების უკან ამერიკელები იდგნენ. რომ მოხდა რევოლუცია, შემდეგ ბუშის ადმინისტრაციამ შეიყვარა ის, მაგრამ რეალობა სხვა იყო 2003 წლის ნოემბერში.

თუ შეთქმულების თეორიებს არ გამოვეკიდებით, რეალობა იყო ეს.

არც მიხეილ სააკაშვილს უთქვამს რამე სხვა თავის პოსტში, მაგრამ მისი სხვანაირად დაწერა ან საერთოდ არ დაწერაც შეიძლებოდა.“

,,ეს თითქმის არავინ იცის“ – მიხეილ სააკაშვილი

სრული სტატია წყაროზეწყარო: alia.ge
  1. მთავარი
  2. ალია
  3. ,, თუ შეთქმულების თეორიებს არ გამოვეკიდებით, რეალობა იყო ეს” – ბექა კობახიძე

თემა: კობახიძე

ამ თემას 8 ქართული წყარო აშუქებს — სულ 148 სტატია.

  • პოსტივი·20:53
    ირაკლი კობახიძე: „2013 წელს ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა საქართველოში მედიცინის განვითარებაში – პროგრამა მოქმედებს უკვე 14 წელია, ამ ხნის განმავლობაში მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება 12 მილიარდი ლარით დაფინანსდა“
  • აჭარის ტელევიზია·20:45
    ირაკლი კობახიძე: ნებისმიერი სამედიცინო სერვისის მიღება მოქალაქეს საკუთარ ქვეყანაში უნდა შეეძლოს, სწორედ ამიტომ ვზრუნავთ სამედიცინო სერვისების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობაზე
  • BM.GE·20:40
    ნებისმიერი სამედიცინო სერვისის მიღება მოქალაქეს საკუთარ ქვეყანაში უნდა შეეძლოს - ირაკლი კობახიძე "თოდუას" ახალი  ქირურგიული კლინიკის გახსნაზე
  • იმედი·20:30
    ირაკლი კობახიძე: 2013 წელს ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა საქართველოში მედიცინის განვითარებაში, ეს არის მოქალაქეებზე ზრუნვის სრულიად ახალი სტანდარტი, რომელიც დაინერგა საქართველოში, ეს პროგრამა მოქმედებს უკვე 14 წელია, ამ ხნის განმავლობაში მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება 12 მილიარდი ლარით დაფინანსდა
კობახიძე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ალია·01:49

,, მე ვიყავი გაოცებული და გაოგნებული ამ სიახლეებით, იმიტომ, რომ არაფერი მსგავსი არ ხდება” – ზურაბაშვილი გალუზინთან შეხვედრის დეტალებზე

,, მე ვიყავი გაოცებული და გაოგნებული ამ სიახლეებით, იმიტომ, რომ არაფერი მსგავსი არ ხდება” – ზურაბაშვილი გალუზინთან შეხვედრის დეტალებზე
ალია·00:15

,, ქოცები “გავრილოვ 2-ს” გვიმზადებენ” – ლიკა ბასილაია-შავგულიძე

,, ქოცები “გავრილოვ 2-ს” გვიმზადებენ” – ლიკა ბასილაია-შავგულიძე
ალია·20:12

,, ვისაც სიმართლე აინტერესებს” – რას წერს სააკაშვილი?

,, ვისაც სიმართლე აინტერესებს” – რას წერს სააკაშვილი?
ალია·19:11

„დაინტერესებული ვართ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით“ – ლავროვი

„დაინტერესებული ვართ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით“ – ლავროვი
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.