"სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა" - ვაზიანში 12 წლის ბიჭს ეძებენ
ვაზიანში 12 წლის ბიჭს ეძებენ — ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაკარგულის ახლობლები ავრცელებენ.
მათი ცნობით, მოზარდი სახლიდან დღეს, 12:00 საათზე გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.
ბიჭს დაკარგვის დროს წითელი მაისური და ჭრელი შარვალი ეცვა.
"აცვია წითელი მაისური და ჭრელი შარვალი. თუ ვინმემ სადმე შეამჩნიეთ, გთხოვთ, დარეკოთ ნომერზე: 555547051გთხოვთ, გააზიაროთ!" - წერია დაკარგული ბიჭს ოჯახის ახლობლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.