ორიგინალი
უკრაინულმა ლაზერულმა დანადგარმა პირველად ჩამოაგდო რუსული დრონი - რა არის ცნობილი და რატომ არის ეს ისტორიული მიღწევა?
ამბები.ge·11:55

უკრაინულმა ლაზერულმა დანადგარმა პირველად ჩამოაგდო რუსული დრონი - რა არის ცნობილი და რატომ არის ეს ისტორიული მიღწევა?

26 ნოემბერი, 2026 · 11:55

უკრაინამ საბრძოლო პირობებში ლაზერული იარაღის გამოყენებით რუსული რეაქტიული დრონის ჩამოგდება შეძლო. ლაპარაკია უკრაინულ საჰაერო თავდაცვის სისტემაზე "ბლისკი“ (Blysk), რომლის წარმატებული გამოყენების ამსახველი ვიდეო უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ტექნოლოგიების საკითხებში, სერგეი ბესკრესტნოვმა გაავრცელა.

როგორც BBC-ის რუსული სამსახური წერს, ვიდეოში ჩანს, როგორ აფიქსირებს ლაზერული სისტემა საჰაერო სამიზნეს, რამდენიმე წამის განმავლობაში ასხივებს მას და საბოლოოდ ჩამოაგდებს. სავარაუდოდ, სამიზნე რუსული რეაქტიული დრონი "გერან-4“ იყო.

ბესკრესტნოვის ინფორმაციით, დრონის აღმოჩენა დაახლოებით 400 მეტრის სიმაღლეზე, თითქმის 800 მეტრის მანძილზე მოხდა. მისი განცხადებით, ეს მსოფლიოში პირველი საჯაროდ ცნობილი შემთხვევაა, როდესაც ლაზერულმა სისტემამ საბრძოლო პირობებში რეაქტიული დრონი გაანადგურა.

"ბლისკი“ კომპანია Carmine Sky-ის მიერ არის შექმნილი. ეს არის მცირე ზომის, დისტანციურად მართვადი ლაზერული დანადგარი, რომლის ეფექტური მოქმედების მანძილი დაახლოებით ერთი კილომეტრია. კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, სისტემის სიმძლავრე 4 კილოვატს შეადგენს და მას შეუძლია ისეთი უპილოტო საფრენი აპარატების კორპუსის გახვრეტა, როგორებიცაა "შაჰიდი“ და "გერანი“.

კომპანიის ინფორმაციით, მცირე ზომის FPV დრონის გასანადგურებლად წამის ნაწილიც საკმარისია, შედარებით დიდი და გამძლე კორპუსის მქონე აპარატების შემთხვევაში კი ლაზერს რამდენიმე წამი სჭირდება.

"ბლისკი“ კიევის რეგიონში მდებარე კრიტიკული ინფრასტრუქტურის ერთ-ერთ ობიექტს იცავს და საბრძოლო მორიგეობაზე 2026 წლის ნოემბრის დასაწყისიდან იმყოფება. თუმცა, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ლაზერული იარაღის ეფექტიანობაზე ამინდის პირობებიც მნიშვნელოვნად მოქმედებს - ნისლი, ღრუბლიანობა და წვიმა სხივის მოქმედებას ართულებს.

უკრაინაში ლაზერული იარაღის შექმნაზე მუშაობა რამდენიმე წელია მიმდინარეობს. 2024 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა პროექტ "ტრიზუბის“ შესახებაც. მაშინ უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების ხელმძღვანელი ვადიმ სუხარევსკი აცხადებდა, რომ ქვეყანას უკვე შეეძლო ლაზერით საჰაერო სამიზნეების განადგურება. 2025 წელს სისტემის გამოცდის კადრებიც გავრცელდა, თუმცა მოგვიანებით პროექტის შესახებ საჯარო ინფორმაცია აღარ გავრცელებულა.

BBC-ის ცნობით, "ბლისკი“ "ტრიზუბთან“ დაკავშირებული არ არის და დამოუკიდებელი პროექტია

ლაზერული იარაღის განვითარებაზე სხვა ქვეყნებიც მუშაობენ. მათ შორისაა დიდი ბრიტანეთის სისტემა DragonFire და ისრაელის Iron Beam. ამ უკანასკნელის სიმძლავრე თითქმის 100 კილოვატია, მოქმედების მანძილი კი დაახლოებით 10 კილომეტრს აღწევს.

ლაზერული სისტემების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მათი გამოყენების შედარებით დაბალი ღირებულებაა - მათ შეუძლიათ საჰაერო სამიზნეების განადგურება ძვირადღირებული რაკეტებისა და საბრძოლო მასალის გამოყენების გარეშე. თუმცა, ტექნოლოგია ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია და მისი ფართომასშტაბიანი წარმოება უკრაინაში ამ ეტაპზე დაწყებული არ არის.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ambebi.ge
  1. მთავარი
  2. ამბები.ge
  3. უკრაინულმა ლაზერულმა დანადგარმა პირველად ჩამოაგდო რუსული დრონი - რა არის ცნობილი და რატომ არის ეს ისტორიული მიღწევა?

თემა: რუსული

ამ თემას 14 ქართული წყარო აშუქებს — სულ 73 სტატია.

  • GHN·08:24
    ვფიქრობ, რომ პუტინს მშვიდობა სურს, თუმცა, ყოველთვის ჩნდება კითხვა: რა პირობებით? რუსულ მხარსეთან მრავალსაათიანი საუბრის შემდეგ, ტერიტორიული საკითხი გარკვეულ ჩიხშია შესული - ჯარედ კუშნერი
  • აიპრესი·06:53
    „დრო გადის, რუსეთის მიზნები და სტრატეგია უცვლელია“ – რა საკითხები დააყენა რუსულმა მხარემ მინსკის შეხვედრაზე და რა პარალელები იკვეთება წარსულთან
  • იმედი·01:14
    პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: ნატოს მოკავშირეებმა უკრაინის თავზე რუსული რაკეტების ჩამოგდების იდეას მხარი არ დაუჭირეს
  • კვირის პალიტრა·00:28
    "საქართველომ კურსი შეცვალა, ის ახლა რუსული გავლენისკენ ტრიალდება. მოვითხოვ პირად სანქციებს ივანიშვილის ოჯახისა და მისი პოლიტიკური და ბიზნეს წრის წინააღმდეგ" - მალგოჟატა გოშევსკა
რუსული

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ამბები.ge·11:44

ქართული ქელეხი იტალიაში კრიმინალური ავტორიტეტების დაპირისპირებით დასრულდა: სუფრას "ლავასოღლიც" ესწრებოდა - რა გახდა გარჩევის სავარაუდო მიზეზი?

ქართული ქელეხი იტალიაში კრიმინალური ავტორიტეტების დაპირისპირებით დასრულდა: სუფრას "ლავასოღლიც" ესწრებოდა - რა გახდა გარჩევის სავარაუდო მიზეზი?
ამბები.ge·10:23

სასტიკი თავდასხმა 17 წლის ბიჭზე ათენში: დაკავებულია 4 არასრულწლოვანი, მათ შორის საქართველოს 14 წლის მოქალაქე - დანაშაულის დეტალები

სასტიკი თავდასხმა 17 წლის ბიჭზე ათენში: დაკავებულია 4 არასრულწლოვანი, მათ შორის საქართველოს 14 წლის მოქალაქე - დანაშაულის დეტალები
ამბები.ge·09:39

ნატო რუსული საბრძოლო ატომური თანამგზავრისგან თავდასაცავად ემზადება: რა შეიძლება მოჰყვეს კოსმოსში ბირთვულ აფეთქებას და რამდენად რეალურია საფრთხე?

ნატო რუსული საბრძოლო ატომური თანამგზავრისგან თავდასაცავად ემზადება: რა შეიძლება მოჰყვეს კოსმოსში ბირთვულ აფეთქებას და რამდენად რეალურია საფრთხე?
ამბები.ge·09:20

"მხოლოდ ქართველებს შეუძლიათ აფხაზების გათავისუფლება..." - რატომ შეიცვალა აზრი ე.წ. აფხაზეთის ჩერქეზმა გმირმა, რომელიც ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა?!

"მხოლოდ ქართველებს შეუძლიათ აფხაზების გათავისუფლება..." - რატომ შეიცვალა აზრი ე.წ. აფხაზეთის ჩერქეზმა გმირმა, რომელიც ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა?!
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.