ორიგინალი
გიორგი ზურაბაშვილის განცხადებებით მამუკა ფიფია "გაოგნებულია" - "რა საჭირო იყო ასეთი დემარში"
ამბები.ge·14:22

გიორგი ზურაბაშვილის განცხადებებით მამუკა ფიფია "გაოგნებულია" - "რა საჭირო იყო ასეთი დემარში"

26 ნოემბერი, 2026 · 14:22

პრორუსული პარტიის, "სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საერთაშორისო მდივანი მამუკა ფიფიაც კი გაოგნებულია საქართველოს საგარეო მინისტრის მოადგილის, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის გიორგი ზურაბაშვილის მინსკის შეხვედრის თაობაზე გაკეთებული განცხადებებით, რასაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოკომენტარით გამოეხმაურა.

ფიფიას თქმით, "გაოგნებულია" ზურაბაშვილის განცხადებით:

"სიმართლე რომ გითხრათ, გაოგნებული ვარ გუშინდელი განცხადებით ბატონი გიორგი ზურაბაშვილის. რა საჭირო იყო ასეთი დემარში, გაუგებარია.

ჯერ კიდევ თბილისში ბატონ გიორგის მოახსენეს და გააფრთხილეს მაქსიმალურად მეგობრულ რეჟიმში, უთხრეს, რომ არის ორი კომპანია კიდევ, რომელიც მოხვდება შეზღუდვების ქვეშ. ეს არის "ვინივერია" და "შატო მუხრანი". აუხსნეს მექანიზმები, აუხსნეს პირობები, როგორ შეიძლება ამ კომპანიების გაყვანა ამ სანქციური რეჟიმიდან.

იგივე აუხსნა ბატონმა გალუზინმა მინსკში, მაქსიმალურად მეგობრულად. სხვათა შორის, ბატონმა გალუზინმა გააკეთა გუშინწინ განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული კომპანიები მაქსიმალურად იქნებიან წარმოდგენილი რუსეთის ბაზარზე... აქედან გამომდინარე, რა საჭირო იყო ეს და რას ემსახურება ეს განცხადება, გაუგებარია ჩემთვის პირადად...

ჯობია, უფრო შევარჩიოთ სიტყვები და ვითანამშრომლოთ რუსულ მხარესთან".

შეგახსენებთ, ზურაბაშვილმა 25 ნოემბერს, "იმედი ლაივის“ ეთერში თქვა, რომ ქართული მხარისთვის მთავარი საკითხი ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნება იყო. ის ოქტომბერში დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ელოდა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გალუზინმა კი უთხრა, რომ რუსეთი ღვინის კიდევ ორი ქართული კომპანიისთვის შეზღუდვების დაწესებას გეგმავს.

იხილეთ ასევე:

"მქონდა მოლოდინი, რომ სანქციები იქვე მოიხსნებოდა, მაგრამ გალუზინმა მაცნობა, რომ კიდევ 2 კომპანიის დასანქცირებასა აპირებენ" - რას ჰყვება ზურაბაშვილი გალუზინთან შეხვედრის შესახებ

სრული სტატია წყაროზეწყარო: ambebi.ge
  1. მთავარი
  2. ამბები.ge
  3. გიორგი ზურაბაშვილის განცხადებებით მამუკა ფიფია "გაოგნებულია" - "რა საჭირო იყო ასეთი დემარში"

თემა: ზურაბაშვილი

ამ თემას 20 ქართული წყარო აშუქებს — სულ 59 სტატია.

  • GHN·07:18
    რუსეთის მხარემ შეხვედრაზე დააყენა თითქოსდა უვნებელი საკითხები, რომლებსაც თუ დააკვირდებით, ეს ყველაფერი მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და ენერგიას მატებს ოპოზიციურ ძალებს - გიორგი ზურაბაშვილი
  • ნიუპოსტი·01:54
    „ბატონმა გალუზინმა მაცნობა, რომ კიდევ ორი ქართული ღვინის კომპანიის დასანქცირებას აპირებენ... ეს ყველაფერი მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და ენერგიას მატებს ოპოზიციას“ — გიორგი ზურაბაშვილი
  • ალია·01:49
    ,, მე ვიყავი გაოცებული და გაოგნებული ამ სიახლეებით, იმიტომ, რომ არაფერი მსგავსი არ ხდება” – ზურაბაშვილი გალუზინთან შეხვედრის დეტალებზე
  • პუბლიკა·01:46
    ზურაბაშვილი მინსკში განხილულ საკითხებს (არ) ასახელებს
ზურაბაშვილი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ამბები.ge·14:35

შავი პარასკევი წიგნების მოყვარულებისთვის "საკითხავის ფესტივალი" თბილისი მოლში ბრუნდება

შავი პარასკევი წიგნების მოყვარულებისთვის "საკითხავის ფესტივალი" თბილისი მოლში ბრუნდება
ამბები.ge·14:26

"შეხვედრები, შეიძლება შედგეს მოსკოვსა და თბილისშიც... დიალოგი უნდა გაგრძელდეს ერთი მარტივი მიზეზის გამო: რუსი ხალხი არის ჩვენთვის ძვირფასი ხალხი" - კობახიძე

"შეხვედრები, შეიძლება შედგეს მოსკოვსა და თბილისშიც... დიალოგი უნდა გაგრძელდეს ერთი მარტივი მიზეზის გამო: რუსი ხალხი არის ჩვენთვის ძვირფასი ხალხი" - კობახიძე
ამბები.ge·14:07

ვაზიანში დაკარგული 12 წლის ბიჭი იპოვეს

ვაზიანში დაკარგული 12 წლის ბიჭი იპოვეს
ამბები.ge·13:50

ფონიჭალის იმ კორპუსის მცხოვრებლები, სადაც აფეთქებას 7 ადამიანი ემსხვერპლა, დახმარებას ითხოვენ

ფონიჭალის იმ კორპუსის მცხოვრებლები, სადაც აფეთქებას 7 ადამიანი ემსხვერპლა, დახმარებას ითხოვენ
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.