ორიგინალი
ზურაბაშვილი მინსკში განხილულ საკითხებს (არ) ასახელებს
პუბლიკა·01:46

ზურაბაშვილი მინსკში განხილულ საკითხებს (არ) ასახელებს

26 ნოემბერი, 2026 · 01:46

მინსკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის პირველ მოადგილესთან, მიხაილ გალუზინთან შეხვედრის შემდეგ გიორგი ზურაბაშვილმა „იმედის“ ეთერში ისაუბრა შეხვედრის შინაარსზე.

ზურაბაშვილი რუსეთთან ურთიერთობებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლი და მაკა ბოჭორიშვილის პირველი მოადგილეა.

მისი თქმით, შეხვედრაზე საქართველოს მხარისთვის „მთავარი და პრინციპული საკითხი იყო ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნება“. ზურაბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა რამდენიმე ტექნიკური საკითხი…“, – თუმცა ამ საკითხების შინაარსი არ დაუკონკრეტებია.

მისი თქმით, რუსეთის მიერ სანქცირებულ 7 ღვინის კომპანიაზე გალუზინს შეკითხვა დაუსვა.

„პასუხად მივიღე მისგან სამი რამ – პირველი იყო ხარისხთან მიმართებაში; მეორე – ეს კომპანიები თითქოს და აფინანსებენ უკრაინელების სარგებლოდ ომს და მესამე – ესენი არიან დაკავებული ანტირუსული ნარატივით“, – თქვა ზურაბაშვილმა.

მისივე თქმით, გალუზინს აუხსნა, რომ ქართული ღვინო მაღალი რეპუტაციით სარგებლობს.

„რაც შეეხება დანარჩენ ორ საკითხს – უკრაინის დაფინანსებასა და ანტირუსულ ნარატივს – ესეც აბსოლუტურად არარელევანტურია, აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს და მსგავსი არაფერი არ ხდება.

მქონდა მოლოდინი, რომ იქვე ეს სანქციები და შეზღუდვები მოიხსნებოდა, ბატონმა გალუზინმა მაცნობა, რომ კიდევ ორ ქართული ღვინის კომპანიაზეა საუბარი, რომელთა დასანქცირებას აპირებენ. რა თქმა უნდა, მე ვიყავი გაოცებული და გაოგნებული ამ სიახლეებით, იმიტომ რომ არაფერი მსგავსი არ ხდება, მან ვერც ერთი ფაქტი ვერ დამიდო [ამ ბრალდებებთან] მიმართებაში“, – განაცხადა ზურაბაშვილმა.

რა საკითხები წამოჭრა რუსეთმა

ზურაბაშვილის თქმით, რუსეთის მხარემ დაახლოებით 10 საკითხი დააყენა, თუმცა ინტერვიუში მან მხოლოდ ერთი დააკონკრეტა:

„რუსეთის მხარეს ჰქონდა დაახლოებით 10 საკითხი, რომელიც მათ დააყენეს. ძირითადად ეს იყო ჰუმანიტარული სფეროს საკითხები, თითქოს და უვნებელი. მაგალითისთვის გეტყვით, რომ იყო საუბარი იმაზე, რომ დონის უნივერსიტეტი დაძმობილებულიყო საქართველოს ერთ-ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტთან“, – თქვა ზურაბაშვილმა.

მისივე თქმით, ეს „ერთი შეხედვით უვნებელი“ საკითხი მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ.

„ეს ყველაფერი არის მიმართული „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და აძლიერებს იმ ყალბ პროპაგანდას და ნარატივს, თითქოს და „ქართული ოცნება“ არის პრორუსული. ეს ყველაფერი არის იმისთვის მიმართული, რომ ენერგია მისცეს ჩვენს ოპოზიციურ ძალებს“, – განაცხადა ზურაბაშვილმა.

ზურაბაშვილმა აღნიშნა, რომ თავის მიერ ნახსენები „სირთულეების მიუხედავად“ დიალოგი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

„აუცილებელია, გაგრძელდეს ეს დიალოგი, ძალიან გულახდილი, რომ ჩვენ ვიმსჯელოთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც ადარდებს ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს მთავრობას, რომ მივაღწიოთ, რაც მთავარია, მივაღწიოთ ჩვენი ურთიერთობების დარეგულირებას, რომ ჩვენ მივაღწიოთ ჩვენი ტერიტორიების გაერთიანებას. ამის გარეშე ჩვენთვის შეუძლებელი იქნება, რომ წინ წავიწიოთ და მივაღწიოთ ჩვენს მთავარ ოცნებას, ეს არის ერთიანი, ძლიერი საქართველო“, – თქვა ზურაბაშვილმა.

რა უძღოდა წინ მინსკში შეხვედრას

21 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი წარადგინა.

წარდგინებას მოჰყვა საკანონმდებლო ცვლილებაც. 28 ოქტომბერს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც შესაძლებელი გახდა, მინისტრის მოადგილეს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ფუნქციაც მიენიჭოს.

მთავრობის წარმომადგენელმა პარლამენტში განაცხადა, რომ ეს ცვლილება, მათ შორის, უკავშირდება საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილისა და რუსეთთან სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობების შეთავსებას.

21 ოქტომბერს ბრიფინგზე კობახიძემ სპეციალური წარმომადგენლის ამოცანები შემდეგნაირად აღწერა:

რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება; არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება; ჰუმანიტარულ საკითხებზე დიალოგი.

„რუსეთის ფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არ არსებობის პირობებში, ჟენევის ფორმატთან ერთად პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას ამ ამოცანების შესრულებაში საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება“, – განაცხადა კობახიძემ.

გაფართოვდა თუ არა სპეციალური წარმომადგენლის მანდატი?

რუსეთთან სპეციალური წარმომადგენლის პოზიცია 2012 წლიდან, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არსებობს.

ამ ფორმატით „ოცნებამ“ რუსეთთან არაფორმალური პირდაპირი დიალოგი წამოიწყო, რომელიც საზოგადოებაში „აბაშიძე-კარასინის ფორმატის“ სახელით იყო ცნობილი.

რუსეთთან სპეციალური წარმომადგენელი 2012 წლიდან 2024 წლამდე იყო ზურაბ აბაშიძე; ხოლო რუსეთის მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი წარმოადგენდა. შეხვედრები პრაღაში იმართებოდა.

ზურაბ აბაშიძის პრაღაში მივლინების შესახებ დოკუმენტებსა და გავრცელებულ ინფორმაციებში აღნიშნულია, რომ შეხვედრებზე განიხილავდნენ შემდეგ საკითხებს:

სავაჭრო ურთიერთობები; სატრანსპორტო კავშირები; ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობები; თანამშრომლობის სხვა შესაძლო სფეროები.

ამ საკითხებს შორის „რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება“ ნახსენები არაა.

თავად ზურაბ აბაშიძე აცხადებდა, რომ „ოკუპირებული ტერიტორიები, უსაფრთხოების საკითხები ჟენევის ფორმატის პრეროგატივაა“, მაგრამ ის პირადი ინიციატივით ყოველთვის ცდილობდა დევნილების საკითხის წამოწევას.

ზურაბ აბაშიძის შემდეგ რუსეთთან წარმომადგენელი 2025 წლის დეკემბრამდე გიორგი ქაჯაია იყო.

რუსეთთან მოლაპარაკების ერთადერთი საერთაშორისო ოფიციალური ფორმატი ე.წ. ჟენევის ფორმატია, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა.

ფორმატის თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირი, გაერო და ეუთო, შეხვედრებში კი მონაწილეობენ აშშ-ის წარმომადგენლები, ასევე ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილნი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები. მოლაპარაკებები ორ სამუშაო ჯგუფში მიმდინარეობს:

უსაფრთხოება და სტაბილურობა – მათ შორის ძალის გამოუყენებლობის საკითხი და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები. ჰუმანიტარული საკითხები – იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნება, გადაადგილების თავისუფლება, დოკუმენტაცია და სხვა პრობლემები.

„ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ზურაბაშვილის წარდგენის დროს განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებით რუსეთთან ურთიერთობაში „რამე ახალი ეტაპი არ იწყება“.

„ჟენევის ფორმატი არსებობს და გრძელდება მუშაობა, შვეიცარიის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში საქართველოს ინტერესების სექცია აგრძელებს მუშაობას, თუმცა ამასთან ერთად ჩვენ დავინახეთ სპეცწარმომადგენლის ხელახლა დანიშვნის საჭიროება და მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბარიერი, ეს მოცემულობა არ შეცვლილა, შესაბამისად, არც ჩვენი დამოკიდებულება არის შეცვლილი,“- განაცხადა მან.

კობახიძისგან განსხვავებით, ამ გადაწყვეტილებაში რუსეთთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლა დაინახეს ქართველმა დიპლომატებმა.

მათი შეფასებით, სახიფათო ტენდენციის მაჩვენებელია როგორც რუსეთთან წარმომადგენლად მინისტრის პირველი მოადგილის დანიშვნა, ასევე – მისი მანდატის გაფართოება.

დიპლომატები აცხადებენ, რომ მინისტრის მოქმედი პირველი მოადგილისთვის ამ სტატუსის მინიჭება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ერთგვარ ფორმად ან ამისთვის საფუძვლის მომზადებად შეიძლება ჩაითვალოს, რაც წინააღმდეგობაში მოდის დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პრინციპულ მიდგომასთან.

„განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ზემოხსენებული გადაწყვეტილებით პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის მანდატს დაემატა „რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება“, რაც ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატისთვის პირდაპირი ალტერნატივის შექმნას ნიშნავს. ქართული დიპლომატიის მიზანს ყოველთვის წარმოადგენდა საქართველო-რუსეთის კონფლიქტი გამხდარიყო საერთაშორისო ფორმატში განხილვის საგანი და ამ მოლაპარაკებებში საქართველო რუსეთის პირისპირ მარტო არ დარჩენილიყო. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი… მიღებული გადაწყვეტილება, წინააღმდეგობაში მოდის როგორც დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პრინციპულ მიდგომასთან, ასევე საფრთხის ქვეშ აყენებს ჟენევის ფორმატს და აზიანებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივას“, – აცხადებენ ისინი.

პრორუსი პოლიტიკოსი, დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული მამუკა ფიფია ასევე აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დანიშვნა „ფაქტობრივად დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაა“.

„სპეციალური წარმომადგენლები ადრეც იყვნენ. თუმცა ამ შემთხვევაში ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსია: ზურაბაშვილი არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლად დაინიშნა, არამედ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობასაც ინარჩუნებს. ეს მას საშუალებას აძლევს, მაღალი დონის შეხვედრები გამართოს მიხაილ გალუზინთან, ასევე სერგეი ლავროვთან.

სწორედ ამიტომ ვანიჭებ ამ დანიშვნას ასეთ მნიშვნელობას. ეს ახალ დონეზე გადასვლაა, პრაქტიკულად, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. ვიმედოვნებთ, რომ ახლა მოსკოვშიც შედგება ვიზიტები და თბილისშიც. კარგია, რომ ეს ნაბიჯი თბილისმა გადადგა“, – ამბობს ფიფია და ირწმუნება, რომ „ქართულმა საზოგადოებამ ეს ნაბიჯი ძალიან დადებითად მიიღო“

მამუკა ფიფიას განცხადებით, ნაბიჯი, რომელიც თბილისმა ახლა გადადგა, რეალური წინსვლაა და დაახლოების შესაძლებლობას ქმნის. მან იმედი გამოთქვა, რომ პირდაპირი მოლაპარაკებები მალე დაიწყება.

სრული სტატია წყაროზეწყარო: publika.ge
  1. მთავარი
  2. პუბლიკა
  3. ზურაბაშვილი მინსკში განხილულ საკითხებს (არ) ასახელებს

თემა: საკითხი

ამ თემას 7 ქართული წყარო აშუქებს — სულ 72 სტატია.

  • BM.GE·20:03
    ზელენსკი და მადიარი გაზის, დიზელისა და სასაზღვრო ინფრასტრუქტურის საკითხებზე შეთანხმდნენ
  • იმედი·19:35
    Euronews: სერბეთის ახალი პოლიტიკური ხელმძღვანელობა ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის სამიტს არ დაესწრება - მოსალოდნელია, რომ ბელგრადი არც სამიტის დეკლარაციას მოაწერს ხელს, რაც კვლავ ღიად ტოვებს კითხვას, დაუახლოვდება თუ არა სერბეთის მომავალი მთავრობა ბლოკის საგარეო პოლიტიკას, მათ შორის რუსეთისთვის სანქციების დაწესებისა და კოსოვოს საკითხებში
  • აჭარის ტელევიზია·17:54
    ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროპა უკრაინის საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში მონაწილეობას მიიღებს
  • ნეტგაზეთი·12:16
    რევაზ ნადარაიას პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას — სანდრო ბარამიძე
საკითხი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პუბლიკა·01:49

ევროპარლამენტარებმა დებატებზე პაატა ბურჭულაძის და პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოითხოვეს

ევროპარლამენტარებმა დებატებზე პაატა ბურჭულაძის და პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოითხოვეს
პუბლიკა·18:44

ღარიბაშვილი: პროკურორების შემოგზავნა „გასაუბრებისთვის“ ემსახურებოდა პროპაგანდისტულ მანევრს

ღარიბაშვილი: პროკურორების შემოგზავნა „გასაუბრებისთვის“ ემსახურებოდა პროპაგანდისტულ მანევრს
პუბლიკა·18:32

მინსკი: საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები, შესაძლოა, თბილისსა და მოსკოვში გაგრძელდეს

მინსკი: საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები, შესაძლოა, თბილისსა და მოსკოვში გაგრძელდეს
პუბლიკა·17:11

ლავროვი: რუსეთის ფედერაცია საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებითაა დაინტერესებული

ლავროვი: რუსეთის ფედერაცია საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებითაა დაინტერესებული
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.