ორიგინალი
"მინდა, რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებს მოვუწოდო, ქართული კომპანიების სასანქციო სიაში შეყვანით დაინტერესდნენ - მალე გაირკვევა, ამაში "დიფ სთეითის“ ხელი ურევია თუ..." - კობახიძე
ამბები.ge·15:07

"მინდა, რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებს მოვუწოდო, ქართული კომპანიების სასანქციო სიაში შეყვანით დაინტერესდნენ - მალე გაირკვევა, ამაში "დიფ სთეითის“ ხელი ურევია თუ..." - კობახიძე

26 ნოემბერი, 2026 · 15:07

არ მგონია, რუსეთის ინტერესებში შედიოდეს ყოველგვარი ფაქტების, არგუმენტების და საფუძვლის გარეშე სასანქციო სიაში ქართული კომპანიების შეყვანა - მინდა, რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებს მოვუწოდო, ამ ყველაფრით დაინტერესდნენ და მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც თვითონ რუსეთის ინტერესებს შეესატყვისება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან მალე გაირკვევა, ამ ყველაფერში "დიფ სთეითის“ ხელი ურევია თუ უბრალოდ გაუგებრობაა.

"იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლების უმაღლესი ეშელონები უფრო ღრმად ჩაიხედებიან ამ საკითხში და ისინი სწორად შეაფასებენ იმ ყველაფერს, რაც ხდება. ფაქტებზე დაფუძნების გარეშე წაგვიყენეს ჩვენ ეს პოზიცია, რაც აბსოლუტურად გაუგებარია. ასეთი ფაქტი პირდაპირ უპირისპირდება თვითონ რუსეთის ინტერესებსაც. მე არ მგონია, რუსეთის ინტერესებში შედიოდეს ყოველგვარი ფაქტების, არგუმენტების და საფუძვლის გარეშე სასანქციო სიაში ქართული კომპანიების შეყვანა. ეს არ არის რუსეთის ინტერესებში. როდესაც კონკრეტული საშუალო რგოლის ბიუროკრატები მოქმედებენ საკუთარი სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ, აქ, რა თქმა უნდა, ეჭვებს აქვს საფუძველი. თუ ეს გაუგებრობაა, ვნახავთ ძალიან მალე, "დიფ სთეითის“ საკითხი გვერდით გაიწევა და მოიხსნება [სანქცია], თუ არ მოიხსნება, საკითხს მოვაგვარებთ. ამ ყველაფერში "დიფ სთეითის“ ხელი ურევია თუ უბრალოდ გაუგებრობაა, ძალიან მალე გაირკვევა. მე მინდა მოვუწოდო რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებს, დაინტერესდნენ ამ ყველაფრით და საბოლოო ჯამში მიიღონ ისეთ გადაწყვეტილება, რომელიც შეესატყვისება თვითონ რუსეთის ინტერესებს,“ -განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას - ირაკლი კობახიძის თქმით, "ვიდრე არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მანამდე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა ვერ აღდგება.

"ყველამ უნდა ვიცოდეთ, რა არის დიპლომატიური ურთიერთობები. დიპლომატიური ურთიერთობა ორმხრივად ოფიციალურად დამყარებული უნდა იყოს, ორ ქვეყანას უნდა ჰქონდეს ერთმანეთთან საელჩოები და დიპლომატიური ურთიერთობები, თავისი ყველა ატრიბუტით, შესაბამისი ტექნიკური, თუ არატექნიკური მხარით. ჩვენ არავითარი დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს. დიდ გულზე რომ არიან კონკრეტული ქვეყნები. ორადორი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელსაც არ აქვს რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები. არ ვთვლი ბჰუტანს და ასეთ ქვეყნებს, რომლებიც ზოგადად, არ ამყარებენ დიპლომატიურ ურთიერთობებს, ან იშვიათად ამყარებენ. ორადორი ქვეყანაა, რომელსაც პრინციპულად არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან. ეს არის საქართველო და უკრაინა. მეტი ქვეყანა არ არსებობს და ასეთ ფონზე დიდ გულზე არიან. მოლდოვას ხომ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები? რატომ არავინ ეუბნება მოლდოვას, რომ უნდა შეწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან? რატომ არავინ ეუბნება, რომ დიდ გულზე არავინ უნდა იყოს საქართველოსთან?

500-ჯერ მაქვს ნათქვამი და 501-ედაც გავიმეორებ - ვიდრე არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მანამდე იარსებებს ეს ბუნებრივი ბარიერი და ვერ აღგება დიპლომატიური ურთიერთობა,“ - განაცხადა კობახიძემ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ambebi.ge
  1. მთავარი
  2. ამბები.ge
  3. "მინდა, რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებს მოვუწოდო, ქართული კომპანიების სასანქციო სიაში შეყვანით დაინტერესდნენ - მალე გაირკვევა, ამაში "დიფ სთეითის“ ხელი ურევია თუ..." - კობახიძე

თემა: ხელისუფლების

ამ თემას 18 ქართული წყარო აშუქებს — სულ 81 სტატია.

  • იმედი·14:19
    საქართველოს პრეზიდენტი საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებზე: ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო მტკიცე ინსტიტუტებზე დგას. საქართველოში ხელისუფლების ერთადერთი წყარო ქართველი ხალხია, ხოლო საარჩევნო ადმინისტრაცია არის ის საკვანძო სახელმწიფოებრივი რგოლი, რომელიც თითოეული მოქალაქის ნებას ასახავს
  • რუსთავი 2·14:13
    პრემიერი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრაზე: "დიფ სთეითის" მოსყიდული ევროპელი ბიუროკრატები იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც უპირისპირდება თავად ევროპის ინტერესებს, ამ შემთხვევაშიც ხელწერა იგივეა, იმედი მაქვს ამას გაიაზრებენ რუსეთის ხელისუფლებაში
  • ტვ პირველი·13:47
    საქართველოს მოღალატე ხელისუფლების შემდეგი ნაბიჯი რუსეთთან ორმხრივი მოლაპარაკებების გახსნა იქნება - გეგელია
  • პოსტივი·12:17
    შალვა პაპუაშვილი: “აშშ-ის ხელისუფლების მიერ გასაჯაროებული დოკუმენტები ნათელს ჰფენს, თუ როგორ იყო მოწყობილი USAID-ის უცხოური საინფორმაციო გავლენის ქსელები. ამ ქსელის ფეისბუკგვერდიც კი საკმარისი მტკიცებულებაა იმის დასადასტურებლად, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისას, საქართველოზე ჰიბრიდული თავდასხმის უკან, USAID-თან ერთად, ბრიუსელიც იდგა”
ხელისუფლებისკობახიძე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ამბები.ge·17:02

ვერაზე, გოგებაშვილზე გარდაცვლილი კაცის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული დუმილს არღვევს - რა განაცხადა ლაშა გეგეშიძემ?

ვერაზე, გოგებაშვილზე გარდაცვლილი კაცის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული დუმილს არღვევს - რა განაცხადა ლაშა გეგეშიძემ?
ამბები.ge·16:10

სოფელ ლაილაშში, მეწყრის შედეგად, არავინ დაშავებულა, ადგილზე რჩებიან მაშველები - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

სოფელ ლაილაშში, მეწყრის შედეგად, არავინ დაშავებულა, ადგილზე რჩებიან მაშველები - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
ამბები.ge·16:10

სოფელ ლაილაშში, მეწყრის შედეგად, არავინ დაშავებულა, ადგილზე რჩებიან მაშველები - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

სოფელ ლაილაშში, მეწყრის შედეგად, არავინ დაშავებულა, ადგილზე რჩებიან მაშველები - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
ამბები.ge·15:37

"ჩემი საფიცარი ბაბუის დანატოვარი სახლი, რომელიც ბედნიერებით იყო სავსე, მიწამ და ღორღმა ჩაიტანა" - რა კადრები ვრცელდება ლაილაშიდან, სადაც მეწყერი ჩამოწვა?

"ჩემი საფიცარი ბაბუის დანატოვარი სახლი, რომელიც ბედნიერებით იყო სავსე, მიწამ და ღორღმა ჩაიტანა" - რა კადრები ვრცელდება ლაილაშიდან, სადაც მეწყერი ჩამოწვა?
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.