"ერთი თვე ვუყურებდი მათ მიმოწერას, ვოისებს, ფოტოებს...“ - თამუნა მუსერიძე სანდრო მიკუჩაძესთან დაშორების აქამდე უცნობ დეტალებზე
თამუნა მუსერიძემ გვანცას პოდკასტში სანდრო მიკუჩაძესთან 12-წლიანი ურთიერთობის დასრულების შესახებ აქამდე უცნობი და მძიმე დეტალები გაამხილა. მუსერიძე ამბობს, რომ ერთი თვის განმავლობაში ლეპტოპში ღიად დატოვებული Facebook-ის საშუალებით სანდროსა და იმ ქალის მიმოწერას, ხმოვან შეტყობინებებს, ფოტოებსა და ვიდეოებს ადევნებდა თვალს. იცოდა, როდის ხვდებოდნენ ერთმანეთს და სად მიდიოდნენ, თუმცა ამ ყველაფერს ჩუმად აკვირდებოდა.
მუსერიძე იხსენებს, რა მდგომარეობაში იმყოფებოდა ამ პერიოდის განმავლობაში და რატომ გადაწყვიტა, დაშორების შესახებ საჯაროდ ესაუბრა. მისი თქმით, საჯარო აღიარებით უკან დასაბრუნებელი ხიდი თავად მოიჭრა, რადგან იცოდა, რომ სხვაგვარად შესაძლოა, ყოფილი მეუღლისთვის ეპატიებინა.
შეგახსენებთ, რომ თამუნა მუსერიძემ სანდრო მიკუჩაძესთან დაშორების შესახებ 2026 წლის მაისში განაცხადა. მაშინ მან აღნიშნა, რომ მათი 12-წლიანი ურთიერთობა დასრულდა, თუმცა მესამე პირი მომხდარში არ დაუდანაშაულებია
"ვისაუბრე ღიად იმიტომ, რომ ამით უკან დასაბრუნებელი ხიდი მომეჭრა. იმიტომ, რომ, მე მაინც ვაპატიებდი. თან, მან ხომ არ იცოდა, რომ მე ეს ყველაფერი ვიცოდი. ჩემი სთორიდან გაიგო. ჰელოუ, სანდრო, ვიცი.
ერთი თვე ვუყურებდი მიმოწერას. სახლში ვიჯექი. ჩვენ რომ ვიჩხუბეთ, ის სახლიდან იყო წასული და ამ პერიოდში დაიწყო იმ ადამიანთან ურთიერთობა. ერთ კვირაში. ლეპტოპში Facebook ღიად ჰქონდა დატოვებული და ასე მქონდა ჩართული ერთი თვის განმავლობაში. რა ძალამ შემაძლებინა, რანაირად, რომ არ გავნადგურდი. ერთი თვე ზიხარ, ამ ყველაფერს უყურებ, უსმენ ამათ ვოისებს, ამათ ფოტოებს უყურებ, ვიდეოებს უყურებ. იცი, როდის ხვდებიან ერთმანეთს, სად მიდიან. ასე ვიჯექი და ამ ყველაფერს ვუყურებდი.
ბოლოს, იცი, რა მოხდა? ბოლო წვეთი ის იყო, რომ ღამის ორ საათზე კიდევ ერთი ამბავი მოხდა. ჩემს მეგობარს მივწერე, ძალიან ცუდად ვარ-მეთქი, გამოდი-მეთქი. უკვე იმდენად მძიმე მდგომარეობაში ვიყავი, რომ ვიფიქრე, მივიდოდი იქ, ადგილზე. საბედნიეროდ, არ გამიშვეს. ვიჯექი და ვუყურებდი. მეორე დღეს სთორი ჩავწერე.
ეს იყო, ალბათ, ერთადერთი შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში, როცა მართლა ადგილზე მოვკვდი. დედის ამბავიც კი ასე არ განმიცდია, რადგან დედა არ მიყვარდა, ხომ ხვდები? არანაირი სიყვარული არ მქონდა მის მიმართ, არც ვიცნობდი იმ ადამიანს.
ამ დროს, შეიძლება ერთი-ორი დღე სადღაც ერთ ადგილას გავჩერდე და უბრალოდ გამოსავალი ვეძებო, მაგრამ საბოლოოდ მაინც აუცილებლად ვპოულობ მას. ყოველთვის ვახერხებ, საკუთარი თავი გამოვიყვანო იმ მძიმე მდგომარეობიდან, რომელშიც ვარ. არასდროს არავინ დამხმარებია სირთულეებიდან გამოსვლაში. სამწუხაროდ".
წაიკითხეთ ასევე:
"ჩვენი 12-წლიანი ურთიერთობა დამთავრდა... მე მესამე ადამიანი არაფერში დამიდანაშაულებია" - თამუნა მუსერიძე სანდრო მიკუჩაძეს დაშორდა