ორიგინალი
მატჩი, რომელიც თავიდანვე არეულობის რისკის ქვეშ იდგა: აგრესიული თურქი გულშემატკივარი, დაშავებული პოლიციელები, დაკავებულები - რა პრეტენზია აქვს თურქულ მხარეს საქართველოსთან?
ამბები.ge·09:25

მატჩი, რომელიც თავიდანვე არეულობის რისკის ქვეშ იდგა: აგრესიული თურქი გულშემატკივარი, დაშავებული პოლიციელები, დაკავებულები - რა პრეტენზია აქვს თურქულ მხარეს საქართველოსთან?

27 ნოემბერი, 2026 · 09:25

ბათუმში,"ბათუმი არენაზე“ ერთმანეთს თურქული კლუბი "ბეშიქთაშისა“ და ისრაელური ბეერ შევას "ჰაპოელის“ შეხვედრა თავიდანვე სერიოზული რისკის ქვეშ იდგა. შეგახსენებთ, ეს მატჩი თავდაპირველად სტამბოლში უნდა გამართულიყო, მაგრამ სწორედ უსაფრთხოებს ზომებთან დაკავშირებული საშიშროების გამო, მისი გადატანა გადაწყდა ნეიტრალურ მოედანზე. ბათუმში ჩატარების გადაწყვეტილება 30 ოქტომბერს გამოცხადდა.

საბოლოოდ, ამ რისკების აცილება თავიდან ვერც ბათუმში მოხერხდა.

მატჩამდე საღამოს ბათუმის ქუჩებში "ბეშიქთაშის“ დიდძალმა გულშემატკივარმა მსვლელობა გამართა და თავდაპირველი არეულობაც ამ მსვლელობისას დაიწყო.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">The moment Batumi police were hit by stones thrown by Besiktas fans https://t.co/KN2yWKmjIQ</p>&mdash; Football Fans Stuff (@officialffsnews) <a href="https://x.com/officialffsnews/status/2126009540122726794?ref_src=twsrc%5Etfw">November 26, 2026</a></blockquote> <script async src="https://platform.x.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

მატჩი დაგეგმილ დროს, 21:45 საათზე დაიწყო.

ინციდენტები შეხვედრის დაწყების შემდეგაც გაგრძელდა. დაპირისპირების გამო მსაჯმა თამაში დროებით შეაჩერა და ფეხბურთელები მოედნიდან გაიყვანა. ტრიბუნებზე არეულობა რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა, პოლიცია კი გულშემატკივრების დამშვიდებას ცდილობდა. მოგვიანებით ვითარება განიმუხტა და მატჩი განახლდა.

საქართველოს შსს-ს განცხადება

შსს-ს ინფორმაციით, "ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი, რომელთაც სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ბათუმში, ევროპის მოედნიდან "ბათუმი არენას“ მიმართულებით მსვლელობისას საფეხბურთო კლუბ "ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა ნაწილი გამოირჩეოდა აგრესიული ქმედებებით.

"ისინი უცენზურო შეძახილებითა და სხვადასხვა საგნის სროლით უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, არ ემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ მათ.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="tr" dir="ltr">— Gürcistan polisinin Beşiktaş taraftarına saldırdığı anlar. https://t.co/XqHkXmgjuq</p>&mdash; postmodern (@postmmodern) <a href="https://x.com/postmmodern/status/2126020515886178358?ref_src=twsrc%5Etfw">November 26, 2026</a></blockquote> <script async src="https://platform.x.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

გულშემატკივართა ნაწილის მხრიდან ძალადობრივი და პროვოკაციული ქმედებები სტადიონის ტერიტორიაზეც გაგრძელდა. ისინი აზიანებდნენ სტადიონის ინფრასტრუქტურას, მათ შორის, სკამებს, რომლებსაც შემდგომ სამართალდამცველებს ესროდნენ, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

პოლიცია ძალადობრივი ქმედებების აღკვეთის, ვითარების დეესკალაციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებდა შესაბამის ღონისძიებებს, მათ შორის, გამოყენებული იქნა სპეციალური საშუალება.

გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელი, რომელთაც სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ.

სამართალდამცველებმა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 16 პირი დააკავეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამ ყველაფრის მიუხედავად, თურქული მხარე უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ "ბეშიქთაშის" გულშემატკივრების მიმართა სამართალდამცავებმა არაპროპორციული ძალა გამოყენეს.

"ბეშიქთაშის” განცხადება

მკაცრად ვგმობთ სამართალდამცავი ძალების მიერ ჩვენი გულშემატკივრების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებას ბათუმში გამართული უეფას ევროპის ლიგის მატჩის წინ და მიმდინარეობისას, - ვკითხულობთ საფეხბურთო კლუბ "ბეშიქთაშის” განცხადებაში.

კლუბის მტკიცებით, როდესაც შეიტყვეს, რომ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები გულშემატკივრებს სტადიონზე შესვლაში ხელს უშლიდნენ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ უეფას დელეგატს და უზრუნველყვეს სტადიონის საევაკუაციო ჭიშკრების გახსნა, რამაც გულშემატკივრებს სტადიონზე “სწრაფად და უსაფრთხოდ შესვლის საშუალება მისცა”.

“ვაცხადებთ, რომ გადაიდგა ნაბიჯები ჩვენს გენერალურ საკონსულოსთან ბათუმში და უეფასთან უსაფრთხოების ძალების მიერ ჩვენი გულშემატკივრების წინააღმდეგ არაპროპორციულ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით და ვაცხადებთ, რომ ყურადღებით დავაკვირდებით სიტუაციას, სანამ თითოეული ჩვენი გულშემატკივარი უსაფრთხოდ არ დაბრუნდება ჩვენს ქვეყანაში”, - აღნიშნულია განცხადებაში.

კლუბი მადლობას უხდის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, რომელიც კლუბის პრეზიდენტს, სერდალ ადალის შეხვდა.

რა განაცახდა თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანის კომუნიკაციების დირექტორმა?

მკაცრად ვგმობ ბათუმში, საქართველოში, "ბეშიქთაშისა“ და "ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს ჩვენი გულშემატკივრების წინააღმდეგ პოლიციის არაპროპორციულ ჩარევას, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორმა, ბურჰანეტინ დურანმა გაავრცელა.

მისი მტკიცებით, პალესტინელი ხალხისადმი მშვიდობიანი გზით სოლიდარობის გამოხატვა არანაირად არ უნდა იყოს ძალადობისა და ჩარევის გამართლება.

“თანაგრძნობას ვუცხადებ "ბეშიქთაშის“ საზოგადოებასა და ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც ამ მოვლენების გამო დაზარალდნენ. ტრიბუნებზე ჩვენი გულშემატკივრების მიმართ გამოვლენილ უსამართლობას საუკეთესო პასუხი გასცეს ჩვენმა პატივცემულმა სპორტულმა კლუბებმა - სოლიდარობის გზავნილებით, ხოლო თავად "ბეშიქთაშმა“ - მოედანზე მოპოვებული გამარჯვებით. ვულოცავ "ბეშიქთაშის“ დიდ ოჯახს”, - აღნიშნულია განცხადებაში.

რაზე ისაუბრეს თამაზაშვილმა და ჩიფჩიმ?

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მომხდარზე თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მუსტაფა ჩიფჩიმ, ქართველ კოლეგასთან, სულხან თამაზაშვილთან ტელეფონით ისაუბრა, - ინფორმაცია თურქულმა მედიამ გაავრცელა.

მათივე ინფორმაციით, მინისტრმა ამ საკითხთან დაკავშირებით თურქეთის შეშფოთება გამოხატა.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, მინისტრებმა განიხილეს ინციდენტები, რომლებიც უეფას ევროპის ლიგის მეხუთე ტურის მატჩის დროს, თურქეთის საფეხბურთო კლუბ "ბეშიქთაშისა“ და ისრაელის საფეხბურთო კლუბ "ჰაპოელ ბეერ-შევას“ შორის.

თურქული მედია წერს, რომ ჩიფჩიმ შეშფოთება გამოთქვა თურქი გულშემატკივრების მიმართ ძალის არაპროპორციული გამოყენების გამო და თურქეთში მათი უსაფრთხო დაბრუნების მიზნით შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

თამაზაშვილმა ჩიფჩის განუცხადა, რომ გულშემატკივრებს პალესტინის დროშები უეფას წარმომადგენლებმა ჩამოართვეს და ხაზი გაუსვა, რომ ამ გადაწყვეტილებაში საქართველოს სახელმწიფო უწყებებს მონაწილეობა არ მიუღიათ.

მან ასევე აცნობა თურქ კოლეგას, რომ ინციდენტების შემდეგ სტადიონზე თავისი მოადგილე გაგზავნა.

მომხდარის პოლიტიკური კონტექსტი

მოგეხსენებათ, თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობები გაუარესებულია ისრაელ-ღაზის ომის გამო. 2023 წლიდან დაწყებული ამ ომის გამო თურქეთის ხელისუფლება ისრაელს მკაცრად აკრიტიკებს. ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები მკვეთრადა გაუარესებულია. მომხდარო ქაოსისა და არეულობის მიზეზი ბათუმშიც სწორედ პალესტინური სიმბოლიკის სტადიონზე შეტანის სურვილი გახდა, რისი საშუალებაც თურქ გულშემატკივარს არ მიეცა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ambebi.ge
  1. მთავარი
  2. ამბები.ge
  3. მატჩი, რომელიც თავიდანვე არეულობის რისკის ქვეშ იდგა: აგრესიული თურქი გულშემატკივარი, დაშავებული პოლიციელები, დაკავებულები - რა პრეტენზია აქვს თურქულ მხარეს საქართველოსთან?

თემა: მხარი

ამ თემას 19 ქართული წყარო აშუქებს — სულ 91 სტატია.

  • იმედი·01:23
    Le Figaro: „მარსელისა“ და სოფიის „ლევსკის“ მატჩის დაწყებამდე სტადიონზე გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - მხარეებმა ერთმანეთს სხვადასხვა საგნები და პიროტექნიკა დაუშინეს
  • კვირის პალიტრა·00:49
    თურქეთის სპორტის მინისტრი ქართულ მხარეს აკრიტიკებს „ბეშიქთაშის” გულშემატკივრების წინააღმდეგ უსაფრთხოების ძალების მიერ მიღებული ზომების გამო
  • ინტერპრესნიუსი·00:05
    კოტე კემულარია ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრაზე - თავშივე ტოქსიკური გახდა, ორივე მხარე უკმაყოფილოა, გაოგნებულია, გაბრაზებულია და შეურაცხყოფებზეა გადასული - პერსპექტივას, რომ შეხვედრები გაგრძელდება უახლოეს მომავალში, ვერ ვხედავ
  • ტვ პირველი·22:59
    ნიკა გვარამია მინსკში გამართულ შეხვედრაზე: ომთან შეხებაა რუსეთის მხარეს
მხარიმატჩის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ამბები.ge·23:15

დიდი ბრიტანეთი 100 000 რეზერვისტს ომისთვის მზადებისკენ მოუწოდებს - რას წერს მედია საგანგებო სამზადისზე?

დიდი ბრიტანეთი 100 000 რეზერვისტს ომისთვის მზადებისკენ მოუწოდებს - რას წერს მედია საგანგებო სამზადისზე?
ამბები.ge·22:58

“თუ “ჰამასი“ არ განიარაღდება, ისრაელი ღაზაში მილიონ პალესტინელს იძულებითი გადაასახლებს“ - ისრაელ კაცი

“თუ “ჰამასი“ არ განიარაღდება, ისრაელი ღაზაში მილიონ პალესტინელს იძულებითი გადაასახლებს“ - ისრაელ კაცი
ამბები.ge·22:49

საიდუმლო მიწისქვეშა ბუნკერი და იდუმალი “კონტრასტულ ზონები“ - პენტაგონმა გასაიდუმლოებული ფაილების მერვე პაკეტი გამოქვეყნა

საიდუმლო მიწისქვეშა ბუნკერი და იდუმალი “კონტრასტულ ზონები“ - პენტაგონმა გასაიდუმლოებული ფაილების მერვე პაკეტი გამოქვეყნა
ამბები.ge·22:21

“ვატო ყიფიანსა და “კაწროს“ ხაფანგი დაუგეს და ციხეში ჩატოვეს - კობახიძის განცხადება, რომ “ივანიშვილია პირველი“, იყო მესიჯი კრიმინალური სამყაროსთვის“ - ლაშა ფარულავა

“ვატო ყიფიანსა და “კაწროს“ ხაფანგი დაუგეს და ციხეში ჩატოვეს - კობახიძის განცხადება, რომ “ივანიშვილია პირველი“, იყო მესიჯი კრიმინალური სამყაროსთვის“ - ლაშა ფარულავა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.