67 წლის კოლუმბიელი ქალი სამეზობლოს ჭორებს ყიდის - მისი განცხადებით, ამ საქმიანობით 2 სახლი შეიძინა: დეტალები
კოლუმბიაში 67 წლის ქალმა სამეზობლოს ჭორები ბიზნესად აქცია - მათი გაყიდვა დაიწყო და არც ნანობს. მირიამის თქმით, იგი დაინტერესებულ კლიენტებს უბნის უახლეს ამბებსა და საიდუმლოებებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ უზიარებს.
მისი რუტინა ადრე იწყება. ყოველ დილით სახლის წინ ზის და აკვირდება სამეზობლოს - ვინ მოდის და მიდის, უსმენს საუბრებს და იწერს ყველა საინტერესო დეტალს. როგორც ქალბატონი აცხადებს, თან აქვს ბლოკნოტი, სადაც დეტალებს იწერს, მათ შორის სახელებს, თარიღებსა და დროს, რათა მოგვიანებით გადაამოწმოს ინფორმაცია.

მირიამი სოციალურ ქსელში პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც ერთ-ერთმა კონტენტის შემქმნელმა TikTok-ისთვის მასთან ინტერვიუ ჩაწერა. ვიდეომ მილიონობით ნახვა დააგროვა და საერთაშორისო მედიამაც გააშუქა.
მოპოვებულ ინფორმაციას იგი დაინტერესებულ პირებზე განსაზღვრულ ფასად ყიდის. ჭორებს თავისი საფასო სტრუქტურაც კი აქვს: საბაზისო ისტორიების ფასი 2 000-დან 3 000 კოლუმბიურ პესომდე (დაახლოებით 1 დოლარიდან 3 დოლარამდე) მერყეობს. უფრო დეტალური ან სენსიტიური ინფორმაციის მისაღებად კი კლიენტებს შედარებით მეტი თანხის გადახდა უწევთ.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ მისი ყველაზე მომგებიანი გაყიდვა საიდუმლოს გაყიდვა არ იყო - ეს იყო საიდუმლოს შენახვაზე დათანხმება. როგორც მირიამი ამბობს, მას 700 000 კოლუმბიური პესო, (დაახლოებით 160-დან 190 დოლარამდე) გადაუხადეს იმ მამაკაცის შესახებ დუმილისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, ცოლს მოგზაურობისას ღალატობდა.
<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">Knowledge is power A 67-year-old woman named Miryam from Colombia has turned collecting other people’s secrets into a source of income. For several years, she has been making money by selling gossip about her neighbors. Every morning, the woman sits outside her house with a notebook, writing down interesting details from conversations, keeping photos of acquaintances, and even creating a chart of alleged relationships between people. She sells ordinary rumors for 5,000–10,000 Colombian pesos, while asking more for “juicier” information. Sometimes people even pay her for silence — according to Miryam, she was once paid 700,000 pesos to keep someone’s secret. The woman claims this is how she earned enough money to buy two houses.</p>— NEXTA (@nexta_tv) <a href="https://x.com/nexta_tv/status/2084768848235134998?ref_src=twsrc%5Etfw">August 4, 2026</a></blockquote> <script async src="https://platform.x.com/widgets.js" charset="utf-8"></script>
კოლუმბიური გაზეთის, El Tiempo-ს ცნობით, მირიამს საკუთარ სახლში ნამდვილი პირადი არქივი აქვს მოწყობილი.
მას კედელზე განთავსებული აქვს სპეციალური დაფა, სადაც მეზობლების ფოტოსურათები და მათ შესახებ ჩანიშნული დეტალები - ურთიერთობები და ცხოვრებისეული ცვლილებებია ასახული. ქალბატონის თქმით, ამ “საქმიანობაში“ მთავარი ყურადღებით დაკვირვება და მახვილი სმენაა. იგი აღნიშნავს, რომ ერთ ადამიანთან საუბრისას შეუძლია პარალელურად ირგვლივ მიმდინარე სხვა საუბრებსაც უსმინოს და დამატებითი დეტალები ჩაინიშნოს.
მირიამის თქმით, ამ შემოსავლით მან 2 სახლის ყიდვა შეძლო, ხოლო მეზობლები, რომლებიც მას ადრე თავს არიდებდნენ, ახლა პირიქით - მასთან მიდიან ახალი ამბების გასაგებად.
იხილეთ ასევე:
ვეტერინარები მკურნალობენ ქორს, რომელიც იმდენად გასუქდა, რომ ვეღარ დაფრინავს - “მთელი დღე ქათმებს ჭამდა და იქვე ეძინა...“