ორიგინალი
"ვერ შევეგუებით, რომ ჩვენს გულშემატკივრებს ასე მოექცნენ" - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბათუმში მომხდარზე
ამბები.ge·09:54

"ვერ შევეგუებით, რომ ჩვენს გულშემატკივრებს ასე მოექცნენ" - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბათუმში მომხდარზე

28 ნოემბერი, 2026 · 09:54

ეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დონეს არ შეეფერება - ვერ შევეგუებით იმას, რომ ჩვენს გულშემატკივრებს ასე მოექცნენ, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაქან ფიდანმა ისლამაბადში გამართული "მექას ერთობლივი თავდაცვის ალიანსის“ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჰაქან ფიდანმა კომენტარი ბათუმში "ბეშიქთაშისა“ და "ჰაპოელ ბეერ-შევას“ საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გააკეთა.

"როდესაც ეს სამწუხარო და მიუღებელი მოვლენები განვითარდა, თვითმფრინავში ვიმყოფებოდი. პაკისტანში მივფრინავდით. სწორედ ამ დროს მოხდა მატჩზე ეს ინციდენტები. ამის შემდეგ დაუყოვნებლივ დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. პირდაპირი კავშირი გვქონდა ადგილზე მყოფ ჩვენს ელჩთან და გენერალურ კონსულთანაც.

ჩვენი უპირველესი მიზანი იყო ადგილზე ვითარების განმუხტვა, რათა არცერთი ჩვენი მოქალაქე პატიმრობაში არ დარჩენილიყო, არ დაშავებულიყო და მათთვის სათანადო ყურადღება მიექციათ.

ამ კუთხით ყველა ზომა იქნა მიღებული. ამავდროულად, როგორც იცით, პროცესში ჩვენი სხვა სამინისტროებიც ჩაერთნენ და ინტენსიურად იმუშავეს. დღეს კი ანკარაში საქართველოს ელჩი დაიბარეს და მას საჭირო გაფრთხილებები მისცეს და შესაბამისი შეხვედრა გაიმართა“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ჰაქან ფიდანმა აღნიშნა, ბათუმში განვითარებული მოვლენები "მიუღებელი“ იყო.

"ჩვენთვის ეს უკიდურესად მიუღებელი ვითარებაა. ეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დონეს არ შეეფერება. ჩვენ ვერ შევეგუებით იმას, რომ ჩვენს გულშემატკივრებს ასე მოექცნენ. ვფიქრობ, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი გზავნილები გაიგეს“, - აღნიშნა ფიდანმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ambebi.ge
  1. მთავარი
  2. ამბები.ge
  3. "ვერ შევეგუებით, რომ ჩვენს გულშემატკივრებს ასე მოექცნენ" - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბათუმში მომხდარზე

თემა: ბათუმში

ამ თემას 29 ქართული წყარო აშუქებს — სულ 293 სტატია.

  • ფორმულა·02:32
    გამოძალვისა და თაღლითობისთვის ინტერპოლით ძებნილი პოლონეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს
  • რუსთავი 2·02:29
    პრემიერი: როგორ ღირსეულადაც მოქმედებდა ბათუმში პოლიცია, ასევე მოქმედებდა ყველა ძალადობრივი რევოლუციის მცდელობის შემთხვევაში, თუმცა გახსოვთ სამარცხვინო განცხადებები პოლიციის წინააღმდეგ
  • ფრონტნიუსი·22:33
    ირაკლი კობახიძე - როგორ ღირსეულადაც მოქმედებდა ბათუმში პოლიცია, ასევე მოქმედებდა ყველა ძალადობრივი რევოლუციის მცდელობის შემთხვევაში
  • ინფო 9·22:20
    პრემიერი - როგორ ღირსეულადაც მოქმედებდა ბათუმში პოლიცია, ასევე მოქმედებდა ყველა ძალადობრივი რევოლუციის მცდელობის შემთხვევაში, თუმცა მაშინაც გახსოვთ სამარცხვინო, მიკერძოებული განცხადებები პოლიციის წინააღმდეგ, პოლიციას ყველგან უნდა იცავდეთ - მარტო იქ კი არა, როდესაც თურქი მოძალადე გულშემატკივარი ესხმის თავს, როცა ქართველი რადიკალი ოპოზიციონერი აქტივისტი ესხმის თავს, თან ათჯერ მეტი ხარისხით, იქაც უნდა გქონდეთ სამოქალაქო პოზიცია
ბათუმშიმომხდარმინისტრი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ამბები.ge·11:05

პენტაგონმა 40 ახალი UFO ფაილი და 3 ახალი ვიდეო გაასაჯაროვა - 10 შოკისმომგვრელი მიგნება გასაიდუმლოებული მასალებიდან

პენტაგონმა 40 ახალი UFO ფაილი და 3 ახალი ვიდეო გაასაჯაროვა - 10 შოკისმომგვრელი მიგნება გასაიდუმლოებული მასალებიდან
ამბები.ge·10:30

“დამთავრდა ეს ცალმხრივად “დასტოინობა”... ერთხელაც არაა დაკავებული და დაჯარიმებულიც კი - თავად დაფიქრდით...“ - ნანუკა ჟორჟოლიანი გიგა ბოკერიაზე

“დამთავრდა ეს ცალმხრივად “დასტოინობა”... ერთხელაც არაა დაკავებული და დაჯარიმებულიც კი - თავად დაფიქრდით...“ - ნანუკა ჟორჟოლიანი გიგა ბოკერიაზე
ამბები.ge·10:13

“ხალიჩა არ ვარ, ყველამ ფეხი შემაწმინდოს... ადამიანურად ცოდო ვარ“ - მერსი სულხანიშვილი “სკანდალური“ გადაცემის შემდეგ, გიორგი ნაზღაიძესთან პირად მიმოწერას ასაჯაროებს

“ხალიჩა არ ვარ, ყველამ ფეხი შემაწმინდოს... ადამიანურად ცოდო ვარ“ - მერსი სულხანიშვილი “სკანდალური“ გადაცემის შემდეგ, გიორგი ნაზღაიძესთან პირად მიმოწერას ასაჯაროებს
ამბები.ge·09:46

“ძვირფასო ქართველებო, თქვენ საოცრებები ხართ!“ - რასა იუკნევიჩიენე

“ძვირფასო ქართველებო, თქვენ საოცრებები ხართ!“ - რასა იუკნევიჩიენე
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.