ორიგინალი
"პოლიტიკური თანაგრძნობა ვერ მექნება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გამოდიოდნენ და რუსთაველის გამზირს კეტავდნენ 50, 100 და 150 კაცით, ეს ხომ საბოტაჟია?!" - პრემიერი
ამბები.ge·21:06

"პოლიტიკური თანაგრძნობა ვერ მექნება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გამოდიოდნენ და რუსთაველის გამზირს კეტავდნენ 50, 100 და 150 კაცით, ეს ხომ საბოტაჟია?!" - პრემიერი

28 ნოემბერი, 2026 · 21:06

პოლიტიკური თანაგრძნობა ვერ მექნება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გამოდიოდნენ და რუსთაველის გამზირს კეტავდნენ 50, 100 და 150 კაცით, ეს ხომ ჩვეულებრივი საბოტაჟია?! - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, მსოფლიოს არც ერთ დემოკრატიულ, თუ არადემოკრატიულ ქვეყანაში 50, 100 და 150 კაცი ცენტრალურ გამზირს ვერ გადაკეტავს.

"რაც შეეხება ნულოვან თანაგრძნობას - მე ეს განცხადება არ გამიკეთებია არც 28 ნოემბრის აქციის მონაწილეების შესახებ, არც მანამდე, "გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის აქციის მონაწილეთა შესახებ. საუბარი იყო პოლიტიკურ თანაგრძნობაზე, ეს მკაფიოდ იყო იქ ხაზგასმული. პოლიტიკური თანაგრძნობა ვერ მექნება დღესაც იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გამოდიოდნენ იმ პერიოდში და რუსთაველის გამზირს კეტავდნენ 50, 100 და 150 კაცით. ეს ხომ ჩვეულებრივი საბოტაჟია? როდესაც ხედავ, რომ არ გაქვს საზოგადოებრივი მხარდაჭერა და ცდილობ, რომ განახორციელო საბოტაჟი, გადაკეტო ერთი წლის განმავლობაში ცენტრალური გამზირი. თქვენ ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ქვეყანას მსოფლიოში, ვერც ერთი ქვეყნის დედაქალაქს, ვერც დემოკრატიულს და ვერც არადემოკრატიულს, სადაც ადამიანებს შეუძლიათ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში 50, 100 და 150 კაცით გადაკეტონ დედაქალაქის ცენტრალური გამზირი. ამაზე იყო საუბარი: როდესაც იცი, რომ არ გიმაგრებს ზურგს საზოგადოებრივი მხარდაჭერა და საბოტაჟს ახორციელებ შენი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, იმის მიმართ ვერავითარი პოლიტიკური თანაგრძნობა, ბუნებრივია, ვერ გექნება”, - განაცხადა კობახიძემ.

როგორც მან აღნიშნა, 28 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე შესაძლოა, ბევრი გულწრფელი ადამიანი იდგა.

"რაც შეეხება გულწრფელ ადამიანებს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იყო ძალიან ბევრი გულწრფელი ადამიანი, შეიძლება უმრავლესობაც იმ აქციაზე და დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა იყო გულწრფელი, ვინც გამოვიდა 28 ნოემბერს. იგივე ეხება "გამჭვირვალობის შესახებ" კანონსაც. იქაც რეალურად, იმ ადამიანების უმრავლესობა, რომელიც გამოვიდა აქციებზე, დარწმუნებული ვარ, რომ იყო გულწრფელი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეცდომაში არ იყვნენ ეს ადამიანები შეყვანილი. კიდევ ერთხელ, როდესაც აპროტესტებ ასეთ რაღაცას, რომ წელიწადში ერთხელ NGO-ებმა უნდა წარადგინონ დეკლარაცია იუსტიციის სამინისტროში, აქ ხომ ძალიან მარტივად შეიძლება განვსაჯოთ, რომ არაფერი რუსული ამაში არ შეიძლება იყოს. იქაც შეიყვანეს შეცდომაში ადამიანები და აქაც შეიყვანეს შეცდომაში ადამიანები, ეს არის ჩემი შეფასება. გულწრფელობა არ გამორიცხავს იმას, რომ ადამიანი შეიძლება იყოს შეცდომაში შეყვანილი და ეს ადამიანები, ჩემი აზრით, შეცდომაში შეიყვანეს იმ ადამიანებმა, რომლებიც ზოგადად გამოირჩევიან ავანტიურისტობით და ასეთია ჩვენი რადიკალური პოლიტიკური ელიტის მთელი შემადგენლობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "იმედის“ გადაცემა "ღია ეთერში“.

ასევე იხილეთ:

"საქართველო ივანიშვილის გარეშე“, "საქართველო ევროპაა“ - ამ სლოგანით თბილისში საპროტესტო მსვლელობა დაიწყო: რა ვითარებაა ადგილზე

სრული სტატია წყაროზეწყარო: ambebi.ge
  1. მთავარი
  2. ამბები.ge
  3. "პოლიტიკური თანაგრძნობა ვერ მექნება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გამოდიოდნენ და რუსთაველის გამზირს კეტავდნენ 50, 100 და 150 კაცით, ეს ხომ საბოტაჟია?!" - პრემიერი

თემა: პრემიერი

ამ თემას 20 ქართული წყარო აშუქებს — სულ 150 სტატია.

  • რუსთავი 2·10:13
    პრემიერი: გათავისუფლდება ყველა ის პირი, რომელიც აღიარებს და მოინანიებს დანაშაულს. ასეთ პირობებში, როდესაც ევროპული ბიუროკრატია კვლავაც სამარცხვინოდ საუბრობს ამ თემაზე, ეს ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს
  • იმედი·08:01
    პრინციპულობის ორი წელიწადი და არჩევანი ეროვნული ღირსების სასარგებლოდ. 28 ნოემბერი - უარი ბრიუსელის პოლიტიკურ თამაშებს, ორმაგ სტანდარტს და რადიკალიზმის წახალისებას - დღეს 20:00 საათზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ღია ეთერში“ „იმედზე“
  • პოსტივი·22:38
    პრემიერი ბათუმში მომხდარ ინციდენტზე: „პოლიციამ უზრუნველყო წესრიგის დაცვა, რაც იყო ჩვენი პასუხისმგებლობა და მადლობა ყველა პოლიციელს, მოვუწოდებ ყველა ქართველ პროვოკატორს, გაუფრთხილდნენ მაქსიმალურად საქართველოს ინტერესებს და თავი შეიკავონ პროვოკაციული, სამარცხვინო განცხადებებისგან“
  • აჭარის ტელევიზია·21:40
    ბათუმში დოკუმენტური ფილმის "ნანი 90"-ის პრემიერა გაიმართა
პრემიერი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ამბები.ge·21:39

"თუ ევროკავშირში ხვალ გადაწყვეტენ საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნას, ხვალვე მოვაწერთ ხელს - მზად ვართ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისთვისაც" - პრემიერი

"თუ ევროკავშირში ხვალ გადაწყვეტენ საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნას, ხვალვე მოვაწერთ ხელს - მზად ვართ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისთვისაც" - პრემიერი
ამბები.ge·21:26

რუსეთში, მრავალშვილიან ოჯახში, ხუთი წლის გოგონა შიმშილით გარდაიცვალა - მისი და-ძმები კი საავადმყოფოში გადაიყვანეს: პოლიციამ მშობლები დააკავა: ტრაგედიის დეტალები

რუსეთში, მრავალშვილიან ოჯახში, ხუთი წლის გოგონა შიმშილით გარდაიცვალა - მისი და-ძმები კი საავადმყოფოში გადაიყვანეს: პოლიციამ მშობლები დააკავა: ტრაგედიის დეტალები
ამბები.ge·20:30

"საბოლოოდ, გამარჯვების გზა ძალიან ბევრ გაბრაზებულ ადამიანზე გადის! ერთადერთი, რაც ამ ტიპის რეჟიმს დაამარცხებს, ბევრი გაბრაზებული ადამიანია" - ზურაბ ჯაფარიძე

"საბოლოოდ, გამარჯვების გზა ძალიან ბევრ გაბრაზებულ ადამიანზე გადის! ერთადერთი, რაც ამ ტიპის რეჟიმს დაამარცხებს, ბევრი გაბრაზებული ადამიანია" - ზურაბ ჯაფარიძე
ამბები.ge·20:07

"ხელისუფლება გამაოგნებლად უხეშად ელაპარაკება ხალხს და ამის თავხედობის უფლებას აძლევს თავის თავს - ერთი დაპირება მაინც ძალით უნდა შევასრულებინოთ..." - ნანა ალექსანდრია

"ხელისუფლება გამაოგნებლად უხეშად ელაპარაკება ხალხს და ამის თავხედობის უფლებას აძლევს თავის თავს - ერთი დაპირება მაინც ძალით უნდა შევასრულებინოთ..." - ნანა ალექსანდრია
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.