ორიგინალი
საქართველოს საგარეო უწყება თურქეთის ელჩის სამინისტროში დაბარების შესახებ განცხადებას ავრცელებს
ამბები.ge·16:18

საქართველოს საგარეო უწყება თურქეთის ელჩის სამინისტროში დაბარების შესახებ განცხადებას ავრცელებს

29 ნოემბერი, 2026 · 16:18

საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი, მუსტაფა თურქერ არი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ბათუმში, "ბეშიქთაშისა“ და "ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრეს და ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ თურქული მხარე სათანადოდ შეაფასებს პროვოკაციულ ქმედებებს და ხელს შეუწყობს მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციას, იმისათვის რომ ცალკეული ჯგუფების უპასუხისმგებლო ქმედებებმა ჩრდილი არ მიაყენოს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას.

"2026 წლის 29 ნოემბერს, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი, მუსტაფა თურქერ არი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე იქნა მიწვეული.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ელჩთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით, ქართულმა მხარემ, საფეხბურთო კლუბებს "ბეშიქთაშსა“ და "ჰაპოელ ბეერ-შევას“ შორის მატჩის უსაფრთხოდ გამართვასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, თურქ ფეხბურთის გულშემატკივრებს ქალაქ ბათუმში, სტადიონის ტრიბუნებიდან მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა. აღნიშნული გადაწყვეტილება კეთილგანწყობისა და პარტნიორული ურთიერთობების სულისკვეთებით იყო ნაკარნახევი და სათანადო შეფასებას იმსახურებს.

ხაზი გაესვა, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გაატარეს ყველა საჭირო ღონისძიება შესაძლო პროვოკაციების აღსაკვეთად და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად.

მინისტრის მოადგილემ წუხილი გამოხატა გულშემატკივართა ცალკეული ჯგუფების მხრიდან განხორციელებული პროვოკაციული და აგრესიული ქმედებების გამო, რასაც სტადიონის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი დაზიანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომლის დაშავება მოჰყვა.

აღინიშნა, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად კანონით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ზომა მიიღეს, რის შედეგადაც უზრუნველყოფილი იქნა გულშემატკივართა უსაფრთხო დაბრუნება სამშობლოში.

ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ თურქული მხარე სათანადოდ შეაფასებს პროვოკაციულ ქმედებებს და ხელს შეუწყობს მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციას, იმისათვის რომ ცალკეული ჯგუფების უპასუხისმგებლო ქმედებებმა ჩრდილი არ მიაყენოს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და კეთილმეზობლური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ბათუმში, "ბეშიქთაშისა“ და "ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს, "ბეშიქთაშის" გულშემატკივრები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ. მატჩამდე ქალაქის ქუჩებში კლუბ "ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების მსვლელობა გაიმართა, რა დროსაც რამდენჯერმე ინციდენტი მოხდა. არსებული ინფორმაციით, გულშემატკივრები, სამართალდამცავების კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ და პოლიციის მისამართით სხვადასხვა საგნებს ისროდნენ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ambebi.ge
  1. მთავარი
  2. ამბები.ge
  3. საქართველოს საგარეო უწყება თურქეთის ელჩის სამინისტროში დაბარების შესახებ განცხადებას ავრცელებს

თემა: თურქეთის

ამ თემას 24 ქართული წყარო აშუქებს — სულ 132 სტატია.

  • ფორმულა·14:19
    თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს არ შეეფერება
  • აიპრესი·12:33
    "გაზპრომმა" თურქეთში გაზის მიწოდების კონტრაქტი სამი წლით გაახანგრძლივა
  • რადიო თავისუფლება·14:18
    საჭირო გაფრთხილებები მისცეს [საქართველოს] ელჩს - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბათუმის ინციდენტზე
  • აჭარის ტელევიზია·13:01
    პაკისტანის, თურქეთისა და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ისლამაბადში ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმებას განიხილავენ
თურქეთისსაგარეო

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ამბები.ge·16:28

"ყველას აწერია ვინ ვინ არის, განსჯის უნარი უნდა გაგვაჩნდეს - დიდი წინდახედულობა უნდა გამოვიჩინოთ მოვლენებისა და ადამიანების შეფასებაში" - მეუფე იობი

"ყველას აწერია ვინ ვინ არის, განსჯის უნარი უნდა გაგვაჩნდეს - დიდი წინდახედულობა უნდა გამოვიჩინოთ მოვლენებისა და ადამიანების შეფასებაში" - მეუფე იობი
ამბები.ge·15:22

“მზად ვართ, შეხების ხაზის გასწვრივ ცეცხლის შეწყვეტაზე, ეს ძალიან დიდი კომპრომისია“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

“მზად ვართ, შეხების ხაზის გასწვრივ ცეცხლის შეწყვეტაზე, ეს ძალიან დიდი კომპრომისია“ - ვოლოდიმირ ზელენსკი
ამბები.ge·14:12

ყინულოვანი საოცრებები და ზამთრის ჯადოსნური კადრები ფოტოებში

ყინულოვანი საოცრებები და ზამთრის ჯადოსნური კადრები ფოტოებში
ამბები.ge·14:03

სერიული ძარცვა საგარეჯოში - დააკავეს პირი, რომელმაც 4 სახლიდან სხვადასხვა დანადგარები მოიპარა (ვიდეო)

სერიული ძარცვა საგარეჯოში - დააკავეს პირი, რომელმაც 4 სახლიდან სხვადასხვა დანადგარები მოიპარა (ვიდეო)
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.