ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში 60 წლამდე მამაკაცი დაიღუპა
ჭიათურის მუნიციპალიტეტში, შუქრუთის მაღაროში 60 წლამდე მამაკაცი დაიღუპა.
მომხდარი AMBEBI.GE-ს შსს-ში დაუდასტურეს.
მაღაროში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "Chiatura Management Company".
"დღეს შუქრუთის მაღაროში, მიწისქვეშა სამუშაოების მიმდინარეობისას, ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. შემთხვევას ჩვენი კომპანიის ცვლის უფროსის დ.კ-ის სიცოცხლე ემსხვერპლა.ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, რომლის ფარგლებშიც გარემოებები დგინდება.
მომხდარის შესახებ კომპანიამ ყველა შესაბამის უწყებას უკვე აცნობა და აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს და თანადგომას ვუცხადებთ მათ ამ მძიმე დროს. დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე საზოგადოებას განახლებულ ინფორმაციას მივაწვდით." - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც შსს-ში გვითხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.