მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 1 წლის განმავლობაში მცხოვრები არ ფიქსირდებოდა | "თბილისი ენერჯის" განცხადება კორპუსის აფეთქებაზე
1 წლის განმავლობაში მცხოვრები არ ფიქსირდებოდა | "თბილისი ენერჯის" განცხადება კორპუსის აფეთქებაზე

1 წლის განმავლობაში მცხოვრები არ ფიქსირდებოდა | "თბილისი ენერჯის" განცხადება კორპუსის აფეთქებაზე

BM.GE19 ნოემბერი, 2026, 18:26|bm.ge

ფონიჭალაში, სადაც საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, მეხუთე სართულზე მდებარე ბინაში ერთი წლის განმავლობაში მუდმივი მცხოვრები არ ფიქსირდებოდა. ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ სა­დის­პეტ­ჩე­რო და სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის ცენ­ტრის უფ­რო­სმა, ირაკ­ლი დე­კა­ნო­ი­ძემ TV პირველთან საუბრისას განაცხადა.

მისი განმარტებით, კომპანიის თანამშრომლები უსაფრთხოების წესების შესაბამისად, ქალაქში არსებულ საცხოვრებელ სახლებს წელიწადში ერთხელ ამოწმებენ, თუმცა კონკრეტული ბინა ვერ შეამოწმეს, რადგან კარი დაკეტილი დახვდათ და თანამშრომლებმა შიგნით შესვლა ვერ შეძლეს.

„წესის შესაბამისად, ქალაქში თითოეული სახლი წლის განმავლობაში მოწმდება უსაფრთხოებაზე. თუმცა კონკრეტულად მეხუთე სართულზე ერთი წლის განმავლობაში მცხოვრები არ ფიქსირდებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია, ადამიანი ამ მისამართზე მუდმივად არ ცხოვრობდა და პერიოდულად იმყოფებოდა“, - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

მისივე ინფორმაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში აღნიშნული ტერიტორიიდან გაზის გაჟონვის შესახებ კომპანიაში შეტყობინება არ შესულა: „გასული ორი წლის განმავლობაში აღნიშნული ტერიტორიიდან არ გვქონია ინფორმაცია გაზის გაჟონვასთან დაკავშირებით, ვინმეს რომ მოემართოს. რაც შეეხება შემოწმებას, აღნიშნულ ტერიტორიაზე შემოწმება ჩატარებულია, თუმცა კონკრეტულად იმ ბინაში კარი დაკეტილი იყო და შესაბამისად, შიგნით შეღწევა ვერ მოხერხდა“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ ქვემო ფონიჭალაში, „უსინათლოთა დასახლებაში“, ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სადარბაზო ჩამოინგრა. შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, აფეთქების სავარაუდო მიზეზი მეხუთე სართულზე გაზის გამათბობლის ჩართვა გახდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 174 სტატია.

  • თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდაფორმულა
  • კახა კალაძე თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაზე: ჩვენი მიზანია მოძრაობის ორგანიზება ისე, რომ ყველა მიმართულებით გადაადგილება იყოს უსაფრთხო, მოწესრიგებული და მაქსიმალურად ეფექტიანირუსთავი 2
  • „ასეთი საცობები მსოფლიოში არსად მინახავს“ - ილია თოფურია თბილისის სატრანსპორტო პრობლემებზეტვ პირველი
  • ცხინვალი და სოხუმი თბილისისგან ძალის არგამოყენების შეთანხმებას მოითხოვენნეტგაზეთი
თბილისში →

მსგავსი სტატიები

G&T-ს შეფასებით, 2030 წელს წლიური გენერაციის 6-10% მაინც ჭარბი იქნება - რაშია გამოსავალი

G&T-ს შეფასებით, 2030 წელს წლიური გენერაციის 6-10% მაინც ჭარბი იქნება - რაშია გამოსავალი

BM.GE

მიკრობანკი ემბისი სინგაპურის საერთაშორისო ფინტექ ფესტივალში იღებს მონაწილეობს

მიკრობანკი ემბისი სინგაპურის საერთაშორისო ფინტექ ფესტივალში იღებს მონაწილეობს

BM.GE

"ბიუროკრატიის შემცირება დერეფნის გამტარუნარიანობას ავტომატურად გაზრდის" - APM Terminals Poti-ს დირექტორი

"ბიუროკრატიის შემცირება დერეფნის გამტარუნარიანობას ავტომატურად გაზრდის" - APM Terminals Poti-ს დირექტორი

BM.GE

გლობალურ ბირჟებზე ბოლო სავაჭრო სესიის შედეგები

გლობალურ ბირჟებზე ბოლო სავაჭრო სესიის შედეგები

BM.GE