მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "[10-12 წელიწადში] ფულის მასა 5-ჯერ გაიზარდა, ეკონომიკა კი გაორმაგებულიც არ არის" - გერლიანი ინფლაციის მიზეზებზე
"[10-12 წელიწადში] ფულის მასა 5-ჯერ გაიზარდა, ეკონომიკა კი გაორმაგებულიც არ არის" - გერლიანი ინფლაციის მიზეზებზე

"[10-12 წელიწადში] ფულის მასა 5-ჯერ გაიზარდა, ეკონომიკა კი გაორმაგებულიც არ არის" - გერლიანი ინფლაციის მიზეზებზე

BM.GE6 მაისი, 2026, 21:46|bm.ge

რამაზ გერლიანის შეფასებით, ინფლაციის მიზეზი ფულის მასასა და ეროვნული ბანკის პოლიტიკაში უნდა ვეძებოთ და არა ვაჭრობის სექტორის გადაწყვეტილებებში, რადგან "ფასების დროებითი კომისიის" დასკვნამდე ეკონომისტები უკვე საუბრობდნენ პროდუქტის გაძვირების იმ მიზეზებზე, რომლებიც კერძო ბიზნესებთან დაკავშირებული არ ყოფილა - ამის შესახებ ეკონომისტმა "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა.

საქმე ისაა, რომ ფასების საპარლამენტო კომისიამ" FMCG სექტორში ფასების ფორმირების მექანიზმების შესახებ ვრცელი დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, საცალო ქსელების მოგებიანობა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაშია და სექტორში ე.წ. "ზედმეტი მარჟები" არ ფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სასურსათო პროდუქტებზე ფასების ზრდა მხოლოდ ერთ ფაქტორზე ან კონკრეტულად ბიზნესის კეთილსინდისიერებაზე არ არის დამოკიდებული.

ეკონომისტის განმარტებით, წლების განმავლობაში ქვეყანაში ფულის მასა ბევრად უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე თავად ეკონომიკა, რამაც ეროვნული ვალუტის მსყიდველობითი უნარის შემცირება გამოიწვია, ეკონომიკის ნომინალური მაჩვენებლების ზრდის მიუხედავად.

"პირველ რიგში ხაზი უნდა გაესვას, რომ მაინც ვერ ავუვალთ ამ კომისიის დასკვნას, სადაც თავიდან პათოსი სხვა მიმართულებით იყო წაყვანილი და შემდგომ უკვე ამ დასკვნაში ვხედავთ, რომ კომპანიებთან ნაკლებად არის ეს პრობლემა. სრულად არ უარყოფს, მაგრამ პრაქტიკულად დასმულია საკითხი, რომ ფასთა ზრდა არ ყოფილა ამ სექტორის ბრალი. ეს იმთავითვე ყველა ექსპერტმა და ეკონომიკის მცოდნემ იცოდა, რომ მიკროსექტორში ინფლაციას არ უნდა ვეძებოთ. ინფლაცია არის ერთიანი პროცესი და იქ ცალკე მარტო პროდუქტზე ან კონკრეტულ საქონელთა ჯგუფზე აქცენტის გაკეთება სწორი მიდგომა არ არის. ამ ინფლაციის მიზეზი, რაც ეკონომიკის ანბანია, არის გარღვევა ფულის მასასა და საქონელსა თუ მომსახურებას შორის.

ჩვენთან ეკონომიკის ზრდის გეგმაზომიერად არ იზრდებოდა ფულის მასა. დავაკვირდეთ 2014-2016 წლებიდან დღემდე, ფულის მასა ხუთჯერ არის გაზრდილი, მაშინ, როდესაც ეკონომიკა გაორმაგებულიც კი არ არის რეალურ მონაცემებში. ნომინალურად კი ბატონო, მაგრამ ეს ხომ ბუტაფორიული ზრდაა. გამადიდებელი შუშა რომ მივაშუქოთ და გავადიდოთ, მისი შემადგენლობა ხომ არ იცვლება... დიდად ჩანს, ეკონომიკა 113 მილიარდია, მაგრამ სინამდვილეში, 2019 წლის ფასებში რომ დავთვალოთ, ის არის 72 მილიარდი. ფულის მასის არაგეგმაზომიერი ზრდა ნაწილობრივ აითვისა ეკონომიკურმა ზრდამ, ხოლო რაც ვერ აითვისა - პირდაპირ მიაწვა ფასებს", - განმარტავს ეკონომისტი.

გერლიანი ხსნის, თუ რატომ აისახა ინფლაცია ყველაზე მეტად სწორედ სურსათსა და პირველადი მოხმარების საგნებზე. მისი თქმით, ეს პროდუქტები არაელასტიურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასის ზრდის მიუხედავად, მათზე მოთხოვნა მკვეთრად ვერ შემცირდება.

"იმ ქვეყანაში, სადაც დაბალია შემოსავლები და საოჯახო მეურნეობების შემოსავლების უდიდესი ნაწილი იხარჯება სურსათზე, ეს პროდუქცია არ წარმოადგენს ელასტიურს. მაგალითად, პურისა და შაქრის ფასი ვერ იქნება მოქნილი, რადგან მათზე მოთხოვნა უმნიშვნელოდ მცირდება ფასის ზრდის შედეგად. ბიზნესმა და მწარმოებელმა ეს ყველაზე უკეთ იცის. როდესაც მას ეზრდება ხარჯები თუნდაც ინფლაციის შედეგად, ის რასაკვირველია, იმ ტიპის საქონელსა და მომსახურებაზე გაზრდის ფასს უფრო მეტად, ვიდრე სხვაზე, რომელიც ელასტიურია და ფასის ზრდის გამო აღარ გაეყიდება. ამიტომაც მივიღეთ სასურსათო პროდუქტებსა და ტრანსპორტზე ძალიან მაღალი ზრდა", - აღნიშნავს ის.

იმ ფონზე, რომ როვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით, 8.25%-მდე გაზარდა, "ანალიტიკას" ეთერში რამაზ გერლიანი ასევე აღნიშნავს, რომ მისი შეფასებით, გრძელვადიან პერიოდში განაკვეთის ზრდა არა თუ აჩერებს, არამედ ახალისებს ინფლაციას, რადგან ბიზნესსა და მოქალაქეებს ფულზე წვდომას უძვირებს.

"ეროვნული ბანკი შეცდა მაშინაც, როდესაც რეფინანსირების განაკვეთი 11%-ზე ჰქონდა აწეული. ეს არის მოკლევადიანი ინსტრუმენტი და გააჩნია ზღვარი, რომლის იქითაც მისი ეფექტი იკარგება. გრძელვადიან პერიოდში, როდესაც ფულის მასაზე გეგმაზომიერ კონტროლს არ ახდენ, მონეტარული პოლიტიკაც ხშირად ხდება ინფლაციის წამახალისებელი. დღეს გაიზარდა რეფინანსირების განაკვეთი და უდიდეს ნაწილს, ვისაც საბანკო კრედიტი აქვს, ფული გაუძვირდება. ფულის გაძვირება იწვევს ყველაფრის გადათამაშებას იმ საქონელსა და მომსახურებაზე, რასაც ბიზნესი ბაზარს აწვდის", - ამბობს რამაზ გერლიანი.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორ ჩაიარა სომხეთისთვის ისტორიულმა დღეებმა და რა შედეგებს მიაღწია ქვეყანა?

როგორ ჩაიარა სომხეთისთვის ისტორიულმა დღეებმა და რა შედეგებს მიაღწია ქვეყანა?

BM.GE

Strategy ვალების დასაფარად ბიტკოინის გაყიდვას განიხილავს

Strategy ვალების დასაფარად ბიტკოინის გაყიდვას განიხილავს

BM.GE

"შეღავათიანი აგროკრედიტი" არ უქმდება, მაგრამ გაცემის წესი და პირობები იცვლება|რას განმარტავს სამინისტრო

"შეღავათიანი აგროკრედიტი" არ უქმდება, მაგრამ გაცემის წესი და პირობები იცვლება|რას განმარტავს სამინისტრო

BM.GE

სებ-მა საბროკერო კომპანია შპს „ალფა კაპიტალ ედვაიზორი“ 39 000 ლარით დააჯარიმა - მიზეზები

სებ-მა საბროკერო კომპანია შპს „ალფა კაპიტალ ედვაიზორი“ 39 000 ლარით დააჯარიმა - მიზეზები

BM.GE